აშშ-ის ადმინისტრაცია მსოფლიოში “ყველაზე უფრო რეპრესიული ორგანიზაციაა, ტერორისტულ დაჯგუფება დაიშზე უარესიც კი”, _ განაცხადა ირანის უზენაესმა ხელმძღვანელმა აიათოლა სეიიდ ალი ხამენეიმ 8 თებერვალს ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურებთან შეხვედრის დროს, იუწყება ახალი ამბების სააგენტო Tasnim.
ირანის ლიდერმა სიტყვა წარმოთქვა ისლამური რევოლუციის მორიგი წლისთავის აღსანიშნავად გასამართი ღონისძიებების წინ. 11 თებერვალს თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გაიმართა მასობრივი მსვლელობები, რომლებზეც ტრადიციულად ჟღერდა ანტიამერიკული და ანტიისრაელური ლოზუნგები.