განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება.
მან განათლების მინისტრის ინიციატივის მნიშვნელობა განმარტა.
„სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება. მინისტრის ინიციატივა საშუალო საფეხურზე არჩევით საგნად რელიგიების ისტორიებისა და კულტურის შემოტანას ეხებოდა. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. ეს იყო იდეა, რომელიც განიხილება”,- განაცხადა გიგაურმა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, არჩევით საგნად სკოლებში რელიგიის სწავლება დაბრუნდეს.
მინისტრს ვინ კითხავს, მთავარია, კომისარი რას გადაწყვეტს…
მინისტრები მოდიან და მიდიან, კომისარი კი რჩება…
მე არც ველოდი, რომ კომისარი ამაზე თანახმა იქნებოდა…
ჩაუკაკუნეს უკვე მინისტრს არასამთავრობოებმა?