Home ახალი ამბები საქართველო მინისტრის მოადგილე: სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება

მინისტრის მოადგილე: სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება

2134
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება.

მან  განათლების მინისტრის ინიციატივის მნიშვნელობა განმარტა.

„სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება. მინისტრის ინიციატივა საშუალო საფეხურზე არჩევით საგნად რელიგიების ისტორიებისა და კულტურის შემოტანას ეხებოდა. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. ეს იყო იდეა, რომელიც განიხილება”,- განაცხადა გიგაურმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, არჩევით საგნად სკოლებში რელიგიის სწავლება დაბრუნდეს.

2 COMMENTS

  1. მინისტრს ვინ კითხავს, მთავარია, კომისარი რას გადაწყვეტს…
    მინისტრები მოდიან და მიდიან, კომისარი კი რჩება…
    მე არც ველოდი, რომ კომისარი ამაზე თანახმა იქნებოდა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here