Home რუბრიკები სამართალი ირმა ინაშვილმა ციხის ჯალათების სია აქციაზე წაიკითხა

ირმა ინაშვილმა ციხის ჯალათების სია აქციაზე წაიკითხა

რუსთაველის ძეგლთან, “საერთო–სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ინიციატივით გამართულ საინფორმაციო აქციაზე, რომელზეც სამი მოთხოვნა იყო წარმოდგენილი (შეწყდეს პატიმრების წამება! მოვითხოვთ საყოველთაო ამნისტიას! შეწყდეს უკანონო დაპატიმრებები!), ამავე ორგანიზაციის მედია–ომბუდსმენმა, ირმა ინაშვილმა, რომელიც ამავდროულად მედია–კავშირ “ობიექტივის“ ხელმძღვანელია, ციხის ჯალათების 29–კაციანი სია წაიკითხა და აქციაზე მყოფ ადამიანებს სთხოვა: “მოგვაწოდეთ ციხის ჯალათების გვარები, თქვენი ანონიმურობა დაცული იქნება“.
უცვლელად გთავაზობთ, ციხის ჯალათების პირველ სიას. მათი გვარები სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან მიმართებაში ჩვენს ვებგვერდზე (და არა მარტო ჩვენს ვებგვერდზე) არაერთხელ გამოქვეყნებულა, მაგრამ ასეთი ფორმით, ერთიანად, არც არასდროს გამოქვეყნებულა და აქამდე, არც არავის წაუკითხავს, მით უმეტეს – საჯაროდ.

მაშ ასე, ციხის ჯალათების პირველი, 29–კაციანი სია ასე გამოიყურება:

1. ხათუნა კალმახელიძე, “სიკვდილის ექსპორტის“ მინისტრი  – ნომერ პირველი ჯალათი! მისი მინისტრობის პერიოდში პატიმრებს მასობრივად აწამებენ.  დღემდე არც ერთი ჯალათი დასჯილი არ არის;

2. ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა“  – გლდანის N8 საპყრობილის დირექტორი. მის სახელს უკავშირდება ასობით პატიმრის წამება. პროფესიით ექიმი “ქილერა“ სასჯელაღსულების სისტემაში ბაჩო ახალაიასთან ერთად 2006 წელს მივიდა და აქტიურად ამკვიდრებდა პატიმრების წამების იმ მეთოდებს, რომლებსაც  დღესაც  იყენებენ;

3. მეგის ქარდავა – ახალაიას თანაგუნდელი, განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ჯალათი, რომელიც ახალაიების მარჯვენა ხელად ითვლება. პენიტენციურ  სისტემაში ბაჩო ახალაიასთან ერთად მივიდა.  მას შემდეგ, რაც ახალაია თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს, ქარდავა სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი “ძლიერი“ ხელი პატიმრებს მაინც სწვდებოდა. მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას საქმე ამ სადიზმის მკაფიო გამოხატულებაა. არქანია სცემეს, საკუთარი ჩვენება აჭამეს, ჯერ გაუპატიურებით დაემუქრნენ და შემდეგ მისი გაუპატიურება სცადეს. პარალელურად, ფოტოებს უღებდნენ და ამ ფოტოების ინტერნეტში გავრცელებით ემუქრებოდნენ. მალხაზ არქანიას წამების უშუალო მონაწილე სწორედ მეგის ქარდავა გახლდათ, რომელიც არქანიას საწამებლად N8 საპყრობილეში  სპეციალურად შევიდა.  სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე  კადრების ინფორმაციით, მეგის ქარდავა არქანიას საქმის გახმაურებას გადაჰყვა; ცნობილი ჯალათი მეგის ქარდავა (არქანიას წამების საქმის გახმაურების შემდეგ) ახალაიას მამამ თბილისში, შვილთან, თავდაცვის სამინისტროში  გადაიყვანა;

4. გოგა ბუთლიაშვილი – გლდანის N8 საპატიმრო დაწესებულების სოციალური სამსახურის უფროსი, სასჯელაღსრულების სისტემაში “ქილერას“ თანმხლები პირია  და მის მარჯვენა ხელად ითვლება; ბუთლიაშვილი  უშუალოდ ცემს და აწამებს პატიმრებს; ციხის სამკურნალო დაწესებულების დირექტორობიდან “სიპიტის“ (ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანო) მიერ, 2009 წლის სექტემბერს გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ გადააყენეს, მაგრამ დასჯით არ დაუსჯით. ის დღეს მუხაძის ერთ–ერთ ხელქვეითად მუშაობს, გლდანის N8 საპყრობილეში;

5. თამაზ მელაძე – გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი. ეს თანამდებობა მასაც ”სიპიტის”  მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ დაატოვებინეს, მაგრამ მელაძე პატიმრების წამებისთვის არავის დაუსჯია;

6. რობერტ არაქელოვი –  განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ჯალათი, ქსნის საპატიმრო დაწესებულების ყოფილი დირექტორი. თანამდებობა მასაც “სიპიტის“ დასკვნის შემდეგ დაატოვებინეს, მაგრამ არც ის დაუსჯია ვინმეს;

7–8. ავთო პოპიაშვილი, გიორგი ბიწაძე – ციხის სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები; ისინი 2010 წელს სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდნენ, როგორც პატიმრების მწამებლები; ნაწამები ჰყავთ ათობით პატიმარი;

9–10. დაბა ქსნის N15 საპატიმრო დაწესებულების დირექტორის მოადგილე, გიორგი კოხრეიძე და რეჟიმის უფროსი ლევან ლეჟავა – 2010 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, ღამის ათ საათზე სპეცრაზმმა პატიმრები დაბა ქსნის №15 დაწესებულებაში სასტიკად სცემა; ისინი გააშიშვლეს და სპეცრაზმის ე.წ. ცოცხალ კორიდორებში გავლისას რეზინის ხელკეტებს ურტყამდნენ. ამ საქმეში სპეცრაზმელებს გიორგი კოხრეიძე და ლევან ლეჟავაც ეხმარებოდნენ;

11–12. ქიტესა გულისაშვილი, გელა ოსიავა – დაბა ქსნის N15 საპატიმრო დაწესებულების გამორჩეული ჯალათები. ნაწამები ჰყავთ არა ერთი პატიმარი;

13–14. ლაშა ბრეგვაძე, დავით ბუხრაშვილი – ლაშა ბრეგვაძე რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებას ხელმძღვანელობს. ითვლება ახალაიას კლანის წევრად – პენიტენციურ  სისტემაში ახალაიას მისვლის შემდეგ  გამოჩნდა. ახლო წარსულში რუსთავის N6 საპყრობილეს ხელმძღვანელობდა. ბრეგვაძის სახელი სულ ცოტა ხნის წინ  წამოტივტივდა, მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადესთან მიმართებაში. პატიმრის მიერ დაწერილ განცხადება–საჩივარში აღნიშნულია, რომ ბრეგვაძე მის მოადგილესთან, დავით ბუხრაშვილთან ერთად მამედ–ზადეს სასტიკად აწამებდა;

15. დავით მარგებაძე, რუსთავის N6 საპყრობილის დირექტორი  – პატიმარ კახაბერ თედლიაშვილის წამებაში მონაწილეობდა; კახაბერ თედლიაშვილი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამკვიდრებდნენ თვითმკვლელობის ვერსიას, მაგრამ ადვოკატთა და ექსპერტთა განმარტებით, თედლიაშვილი მოკლეს;

16. ჯონი ივანიშვილი, რუსთავის N6 საპყრობილის თანამშრომელი – ასევე, მონაწილეობდა კახაბერ თედლიაშვილის წამებაში;

17. ვინმე ანგო, გლდანის N8 საპყრობილე – სასტიკად აწამებს პატიმრებს;

18. დათო ხონსკი, გლდანის N8 საპყრობილე – სასტიკად აწამებს პატიმრებს;

19. გოდერძი გუნიავა, N7 საპყრობილის დირექტორი – აწამა გაიოზ ზვიადაძე;

20. ექიმი გია კირკიტაძე, რუსთავის N6 საპყრობილეში მუშაობს – მხილებულია პატიმართა წამებაში;

21. ექიმი აფციაური, რუსთავის N17 დაწესებულება – მხილებულია პატიმართა წამებაში;

20. შოთა თოლორდავა, ქსნის მე-15 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი – მხილებულია პატიმართა წამებაში;

22. კესო დანელია, ქალთა და არასრულწლოვანთა საერთო და საპყრობილის რეჟიმის N5 დაწესებულების ექიმი – მხილებულია პატიმართა წამებაში;

23. დიმიტრი ჩხეიძე, ქსნის ციხის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი –  სასტიკაც სცემა პატიმარი ილია ჭიჭიბოშვილი;

24–28. გლდანის  ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები: ბექა მჟავანაძე, ბაკურ ქავთარაძე, რომან მიქავა და ექიმები: ნუნუ მჭედლიშვილი და მაყვალა მღებრიშვილი – ცოტნე გამსახურდიას ინფორმაციით, პატიმრებს სასტიკად აწამებდნენ;

29. ზაზა ზარნაძე- რუსთავის მე-6 დაწესებულების სოციალური განყოფილების თანამშრომელი, პატიმრებზე მიზანმიმართულ ფისიქოლოგიურ ზეწოლას და დაშინებას ახორციელებს. პატიმრების გარდაცვალების ფაქტები საპატიმრო დაწესებულებებში, რომ არ დაფიქსირდეს, ფაქტობრივად გარდაცვლილი პატიმრები სამოქალაქო ტიპის კლინიკებში გადაჰყავთ, რაც სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა “სიკვდილის ექსპორტად“ შეაფასა, რის საფუძველზეც ჩვენ, ჟურნალისტებმა (და არა მარტო ჩვენ) სასჯელაღსრულების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს “სიკვდილის ექსპორტის მინისტრი” ვუწოდეთ.

“სიკვდილის ექსპორტის“ ფაქტები არა მარტო საქართველოს სახალხო დამცველმა და ქართველმა უფლებადამცველებმა, არამედ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დააფიქსირეს.

ჩვენ ხელთ გვაქვს ”სიპიტის” – ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანოს დასკვნა, რომლის მიხედვით საპატიმროებიდან “სიკვდილის ექსპორტის“ კუთხით სამოქალაქო ტიპის კლინიკებს შორის წამყვან ადგილზეა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, სადაც ქალაქის საავადმყოფოში გარდაცვლილ პატიმართა 43%-იანი წილი მოდიოდა; მეორე ადგილზეა ღუდუშაურის კლინიკა, სადაც ანალოგიური მაჩვენებელი 33,8%-ს შეადგენს; ხოლო 2010 წლის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა მესამე (ახალი) დაწესებულება – თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი, სადაც გარდაცვალების 12,35% მოდიოდა.

ნინო მიქიაშვილი
http://www.presage.tv/?m=society&AID=7397

1 COMMENT

  1. ამდენი სიცრუით ცა დაგემხობათ თავზე, ალექსანდრე მუხაძე პროფესიით ექიმია, კეთილსინდისიერი, პასუხისმგებლობით სავსე პიროვნებაა და ზოგიერთ თქვენგანისაგან განსხვავებით ქონების მოსახვეჭად და ანგარებით არ ყოფილა საქართველოს სამსახურში, სირცხვილი თქვენ ამდენი ბოროტება, სიძულვილი და უსამართლობა საიდან? იქედან რომ ყველა ნიჭიერი და კეთილსინდისიერი ადამიანი საქართველოში სძულთ და შურთ მათი.

  2. იქედან ხომ არ მოდის ამდენი სიძულვილი და შური რომ საქართველოში რომ მართლა ნიჭიერი , ღირსეული და წესიერი ადამიანები იჩაგრება და მათი შურთ, აკვირდებით თუ არა რომ ასეთი ადამიანები ჩრდილში დგანან და არ ჩანან? მე პირადად ვიცი ადამიანები მთავრობის სამსახურში დღე და ღამე გაერთიანებული აქვთ და კეთილსინდისიერად მუშაობენ, ხშირად ძილი ენატრებათ, საკუთარ ოჯახში სტუმრები არიან დროის უქონლობის გამო, როცა ერთ ადამიანს ვკითხე რატომ არის თქვენს მიმართ სიძულვილი როცა ამდენ კარგ საქმეს აკეთებთ, თქვენც უნდა დაწეროთ თუნდაც სოციალურ ქსელში ის კარგი და სიმართლე რასაც აკეთებთ, მიპასუხა რა ვქნა მე ხომ არ დავიწყებ წერასო?

  3. ჟურნალისტიკა იმ დონემდე მივა საქართველოშით თუ უკვე მისული არაა, რომ თქვენს მიერ გამოგონილი ტყუილები თქვენ თვითონ დაგაზარალებთ და მკითხველი არ გეყოლებათ, რადგან უკვე დიდი ხანია ხალხში არსებობს ის აზრი, რომ გაზეთებში, ჟურნალებში, ინტერნეტში ტყუილები იწერება და დაინტერესება მოკვდება, საზოგადოება კიდევ უფრო განვითარდება და წინ დაგხვდებათ ყველაფერი მხოლოდ დღევანდელი დღით რომ ცხოვრობთ და წინ რომ არ იხედებით, არ ასრებობს რაიმე არასწორი გააკეთო ცხოვრებაში და წინ არ დაგხვდეს, ცხოვრებას თავისი კანონები აქვს, ჟურნალი და გაზეთი იმითაა საინტერესო რომ რეალურ ახალ ამბავს გაიგებ, ტყუილების მოგონება ვის არ შეუძლია

  4. რა პრიმიტიულად და პროვინციულ დონეზე აზროვნებთ, საქართველოზე შემტკივა გული და საქართველოში მცხოვრებ წესიერ, განვითარებულ და კარგ ადამიანებზე, თორემ თქვენთვის ჯერ ძალიან ადრეა დახვეწილ ევროპასთან ურთიერთობა, საქართველო ერთი დიდი პროვინციაა აზროვნების და ცხოვრების დონით!

  5. ვაი ჟურნალისტების სტატუსი უკვე მოპოვებული გაქვთ! ეს წოდება მალე ხალხში სიყვარულს და სიმპატიას კი არა, ზიზღს გამოიწვევს არადა ჟურნალისტის ხიბლი იმაშია რომ სიმართელ ასახოს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here