კოლუმბიის მოქალაქემ რომელსაც ასობით გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, ვენესუელაში დააკავეს.
სამართლადამცველთა მონაცემებით, 37 წლის მამაკაცი ძირითადად ბიჭებსა და მოზარდებს აუპატიურებდა და თავისი დანაშაულის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ყიდდა. ძალადობას ის კოლუმბიაში ახორციელებდა.
ამჟამად მოძალადე კარაკასის ციხეში იმყოფება და კოლუმბიამ მისი ექსტრადიცია უკვე მოითხოვა.
გამოძიების მონაცემებით, ის თავის მსხვერპლს ვიდეოთამაშების სალონებსა და სავაჭრო ცენტრებში ეძებდა. კოლუმბიის პოლიცია მის დაკავებას ხუთი წლის განმავლობაში ცდილობდა.