Home ახალი ამბები 37 წლის მამაკაცი ასობით გაუპატიურებისთვის დააკავეს

37 წლის მამაკაცი ასობით გაუპატიურებისთვის დააკავეს

1434

კოლუმბიის მოქალაქემ რომელსაც ასობით გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, ვენესუელაში დააკავეს.

სამართლადამცველთა მონაცემებით, 37 წლის მამაკაცი ძირითადად ბიჭებსა და მოზარდებს აუპატიურებდა და თავისი დანაშაულის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ყიდდა. ძალადობას ის კოლუმბიაში ახორციელებდა.

ამჟამად მოძალადე კარაკასის ციხეში იმყოფება და კოლუმბიამ მისი ექსტრადიცია უკვე მოითხოვა.

გამოძიების მონაცემებით, ის თავის მსხვერპლს ვიდეოთამაშების სალონებსა და სავაჭრო ცენტრებში ეძებდა. კოლუმბიის პოლიცია მის დაკავებას ხუთი წლის განმავლობაში ცდილობდა.

სრული ვერსიის ნახვა primenewsgeorgia.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here