Home ახალი ამბები დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ბიუროს დღეს წარედგინა, 11 კანონპროექტისგან შედგება.

ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

კანონპროექტი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ის ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც დასაქმებული არიან სამოქალაქო და შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად.

კანონპროექტით დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა. პროექტი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს შექმნას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს. კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებასთან, დავების გადაწყვეტილებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here