Home სხვადასხვა დაიჯესტი Интерфакс: ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ომი აშშ-თან გარდაუვალია

Интерфакс: ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ომი აშშ-თან გარდაუვალია

კორეა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სამხედრო სწავლება, რომელსაც აშშ და სამხრეთ კორეა განახორციელებენ, ასევე, ვაშინგტონელი მოხელეების განცხადებები აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ მოწინააღმდეგეები კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისთვის დარტყმის მისაყენებლად ემზადებიან.

“ამ მტრულ განცხადებებს განვიხილავთ, როგორც გაფრთხილებას, რომ უნდა ვემზადოთ ომისთვის კორეის ნახევარკუნძულზე”, _ მიუთითებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ფხენიანში  ისიც აღნიშნეს, რომ მათ არ სურთ ომი, მაგრამ არც დამალვას აპირებენ.

აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მიერ განხორციელებულ უდიდეს ერთობლივ სწავლებაში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებთან მონაწილეობდა 230 თვითმფრინავი და 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე; 6 ამერიკული F-22 და ამდენივე F-35A, რომლებიც იაპონიის სამხედრო ბაზებიდან იყო მივლინებული, ასევე, _ სტრატეგიული ბომბდამშენები B-1B. სამხრეთ კორეის მხრიდან ჩართული იყო ათობით ავიაგამანადგურებელი და სხვა ტიპის თვითმფრინავები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here