გერმანიის ხელისუფლება მათ პოვნას ვერ ახერხებს, იუწყება Bild -ი. ეს ადამიანები დევნილების სტატუსის მინიჭებას ელოდნენ. პროცესი იმდენად გაიწელა, რომ ლტოლვილებმა საკუთარ თავს თავადვე მიხედეს და მთელ გერმანიაში ისე გაიფანტნენ, რომ მიგრანტებს ვერ პოულობენ.
ტელეარხმა RTVI-მა დააზუსტა, რომ 2016 წლის დეკემბრისთვის ქვეყნიდან უნდა გაესახლებინათ 54 ათასი ადამიანი, მაგრამ სახელმწიფოს დახმარება მხოლოდ 23-მა ათასმა მიიღო. რა იქნენ დანარჩენები, არავინ უწყის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ისინი ან “ფსკერზე დაწვნენ”, ან თავისით დატოვეს გერმანია.
მეტიც: 2016 წლის 26 თებერვლისთვის ხელისუფლებამ ვერ გაარკვია 130 ათასი მიგრანტის ადგილსამყოფელი, რომლებიც წლების წინ იყვნენ დარეგისტრირებულნი.
ასეთია ანგელა მერკელის “სტუმართმოყვარე” პოლიტიკის პრაქტიკული შედეგი.