ნუცუბიძეზე, დაკავების დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი დაზარალებულად ცნობას და საქმის მასალების გაცნობას ითხოვს. განცხადება ადვოკატმა პროკურატურაში შეიტანა.
“ან პროკურატურა იტყუება ან – შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩამოყალიბდნენ და თქვან, იყო თუ არა ჩართული კამერები დაკავების და ცუდად გახდომის დროს. მოვითხოვთ, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყოს”, – ამბობს ადვოკატი.
33 წლის პაატა პავლიაშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, ნუცუბიძის პლატოზე, 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.