აშშ ლტოლვილების მიღების პროგრამას ანახლებს, თუმცა 11 ქვეყნიდან მიგრანტების შემოწმების კრიტერიუმებს ამკაცრებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters – ი ავრცელებს.
აღნიშნული პროგრამის მოქმედება დონალდ ტრამპმა ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ 120 დღით შეაჩერა.
დოკუმენტის თანახმად, ახალი წესები 90 დღე იმოქმედებს. ამასთან, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამკაცრებულ კონტროლს გაივლიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც აშშ-ისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, თუმცა პრეზიენტის ახალ განკარგულებაში არ არის მითითებული, თუ რომელ 11 ქვეყანაზეა საუბარი.
26 ივნისს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ნაწილობრიოვ ნება დართო პრეზიდენტ ტრამპს 6 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები შემოეღო.
ეს ქვეყნებია: ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. ამასთან, აიკრძალა ლტოლვილების მიღებაც.