Home ახალი ამბები დონალდ ტრამპი ლტოლვილების მიღების პროგრამას ანახლებს

დონალდ ტრამპი ლტოლვილების მიღების პროგრამას ანახლებს

1183

აშშ ლტოლვილების მიღების პროგრამას ანახლებს, თუმცა 11 ქვეყნიდან მიგრანტების შემოწმების კრიტერიუმებს ამკაცრებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters – ი ავრცელებს.

აღნიშნული პროგრამის მოქმედება დონალდ ტრამპმა ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ 120 დღით შეაჩერა.

დოკუმენტის თანახმად, ახალი წესები 90 დღე იმოქმედებს. ამასთან, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამკაცრებულ კონტროლს გაივლიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც აშშ-ისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, თუმცა პრეზიენტის ახალ განკარგულებაში არ არის მითითებული, თუ რომელ 11 ქვეყანაზეა საუბარი.

26 ივნისს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ნაწილობრიოვ ნება დართო პრეზიდენტ ტრამპს 6 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები შემოეღო.

ეს ქვეყნებია: ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. ამასთან, აიკრძალა ლტოლვილების მიღებაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here