როგორც Le Monde იუწყება, მსახიობი წუხელ პარიზის ერთ–ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც აგვისტოდან იმყოფებოდა.
როშფორმა კარიერა 1950 -იან წლებში დაიწყო. ყველაზე დიდი პოპულარობა მას ისეთ ფილმებში შესრულებულმა როლებმა მოუტანა, როგორიცაა “შესანიშნავი ანჟელიკა”, “შავფეხსაცმლიანი მაღალი ქერათმიანი მამაკაცი”, “ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა”, “მემკვიდრე”, და “ფანფან-ტიტა”. როშფორმა კინოსა და თეატრში 150-ზე მეტი როლი ითამაშა, მას სამჯერ ჰქონდა მინიჭებული ფრანგული კინოპრემია “სეზარი”. პარიზის მერმა ან იდალგომ მსახიობის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მას ფრანგული კინომატოგრაფის “ნამდვილი ლეგენდა” უწოდა.