“ცივი ომის” მთავარი სიმბოლოს, ბერლინის კედლის მშენებლობა, ვარშავის შეთანხმების ქვეყნების გადაწყვეტილებით და საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივნის პირადი ინიციატივით 1961 წლის 13 აგვისტოს დაიწყო. 1989 წლამდე ის ბერლინს ორ – დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად ყოფდა.
დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გამყოფი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ნგრევა, რომლის სიგრძეც 155 კილომეტრი, ხოლო სიგანე 3,6 მეტრი იყო, ისევ საბჭოთა კავშირის ხელისუფალთა „კეთილი ნებისა“, თუ მოღალატეობრივი ქმედების წყალობით 1990 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო.
რა ხდებოდა ამ დროს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკაში მდებარე საბჭოთა კავშირის რეზიდენტურაში დრეზდენში, პროცესების ერთ-ერთი მონაწილე თავად გვიამბობს:
„ ამ საქციელის მომსწრე ათასობით ადამიანი იქცა, თუმცა ჟურნალ-გაზეთებში არაფერი დაწერილა. იმ ღამეს , როცა ბერლინის კედელი ინგრეოდა დიდი ზეიმი ჰქონდათ გერმანელებს. ბერლინის კედლის ნანგრევებს მიღმა პუტინი დრეზდენში, საბჭოთა კავშირის დაზვერვის სამსახურის რეზიდენტურაში იმყოფებოდა.
ღამით სიხარულით გაბრუბულმა 5 000 ნასვამმა ახალგაზრდებამ გააცამტვერა გერმანიის დაზვერვის „შტაზეს“ შენობა .
ყველაფერი წაიღეს, საარქივო , საიდუმლო მასალები, ფაილები… საშინელი აღმოჩნდა იმ ადამიანების ბედი!
შენობა ბოლომდე განადგურდა და ყველაფერი მასის ხელში აღმოჩნდა!
კედლის ახლოს საბჭოთა კავშირის რეზიდენტურის კგბს შენობა იყო განთავსებული.
რეზიდენტურის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი, ხალხის მასის დანახვისას უბრალოდ გაიქცა, შეეშინდა. შენობის დაცვა, წოდებით უფროსს, პოდპოლკოვნიკ ვლადიმირ პუტინს ერგო წილად. პუტინი მიხვდა რა, რომ ხალხის მასა კგბ-ეს შენობაში შეჭრას აპირებდა და მოხდებოდა იგივე რაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დაზვერვის შენობაში, პუტინმა დახმარებისათვის საბჭოთა სამხედრო შტაბს მიმართა.
დრეზდენში განლაგებულმა საბჭოთა კავშირის სახმელეთო ძალებმა მოსკოვის ბრძანების გარეშე დახმარება ვერ გაბედა. მოსკოვი ზარებზე არ პასუხობდა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მოსკოვმა ისინი მიატოვა.
იმ ღამეს, მოსკოვის კინოს სახლში, რუსეთის ლიბერალური ინტელიგენცია ბერლინის კედლის დანგრევას დილამდე აღნიშნავდა.
მართლაც, 5 ათასი შეზარხოშებული ადამიანისგან შემდგარი მასა , ლუდის ქილებით ხელში შეეცადა კგბს ეზოში შეჭრას.
მათ შესაჩერებლად პუტინი უშიშრად გავიდა მათთან შესახვედრად და მიმართა: „ბერლინის კედლის დანგრევა ჩვენი ქვეყნის კეთილი ნებაა, ეს შენობა რომელსაც ჩვენ ვიცავთ , საბჭოთა კავშირის საკუთრება, ჩვენ, ოფიცრები, ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებთ და ვიცავთ მას.
პუტინს ეგზალტირებულ მასამდე რამდენიმე კიბეღა ყოფდა. „იცოდეთ, მე ოფიცერი ვარ! მე მაქვს 12 ტყვია, ისევე, როგოც ამ შენობის დაცვის 8 თანამშრომელს. თითოს ჩვენთვის დავიტოვებთ, მაგრამ ჩვენს მოვალების პირნათლად შეავსრულებთ. ვისვრით, სხვანაირად არ გვძალუძს, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას…“ ,- თქვა პუტინმა, შებრუნდა და ნელი ნაბიჯით აუჰყვა კიბის საფეხურებს. ადიოდა ნელა, დინჯად და ელოდა, რომ ზურგს უკან ქვას ან „შნაფსის“ ბოთლის ესროდნენ. როცა კიბის ბოლო საფეხურებზე ავიდა, შებრუნდა….ხალხის მასამ ნელნელა დაშლა დაიწყო.
არც იმ ღამეს და არც შემდეგ, კგბ-ს შენობაში არავინ შეჭრილა და არც საარქივო დოკუმენტებს არავინ შეხებია. ამ ამბის მომსწრე, 5 ათასზე მეტი ადამიანის უმეტესობა დღესაც ცოცხალია, დრეზდენში ამ ისტორიას ყველგან მოგიყვებიან, ისტორიას, რომელიც ლეგენდად იქცა.
https://www.youtube.com/watch?v=3Tnz6DO0744
პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ