Home სხვადასხვა დაიჯესტი Daily Mail: სილვიო ბერლუსკონი დიდ პოლიტიკაში დასაბრუნებლად ემზადება

Daily Mail: სილვიო ბერლუსკონი დიდ პოლიტიკაში დასაბრუნებლად ემზადება

სილვიო ბერლუსკონი

იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, 80 წლის სილვიო ბერლუსკონიმ მუნიციპალურ არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ გადაწყვიტა, დაბრუნდეს დიდ პოლიტიკაში.

22 დიდი ქალაქიდან 16-ში გაიმარჯვა მემარჯვენე ძალების კოალიციამ, რომელშიც გაერთიანებული იყო: ბერლუსკონის “წინ, იტალია!”, “ჩრდილოეთის ლიგა” და “იტალიის ძმები”. ამომრჩეველთა დასწრებამ 46 პროცენტი შეადგინა.

ასეთი შედეგი, ბრიტანული გამოცემის დაკვირვებით, მოულოდნელი იყო მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული დემოკრატიული პარტიისთვის. ყველაზე მტკივნეულად დემოკრატებმა აღიქვეს დამარცხება გენუაში _ მსხვილ რეგიონულ დედაქალაქში, რომელსაც მანამდე მართავდნენ მემარცხენე შეხედულების პოლიტიკოსები.

დემოკრატების ლიდერმა მატეო რენციმ უარი თქვა, ეღიარებინა დამარცხება და განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნები არ ასახავს იტალიელთა შეხედულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამის მიუხედავად, წერს “დეილი მეილი”, გამარჯვება რეგიონულ არჩევნებში ნიშნავს, რომ მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციას იტალიის პარლამენტის არჩევნებში, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართება, სერიოზული შანსი აქვს.

გამარჯვებული კოალიციის ლიდერები _ სილვიო ბერლუსკონი და მატეო სალვინი არაერთხელ მოითხოვდნენ ევროპის ანტირუსული სანქციების გაუქმებას. “წინ, იტალიისა” და “ჩრდილოეთის” დელეგატები არაერთხელ ჩავიდნენ ყირიმში, რუსეთთან მისი შეერთების შემდეგ. ამას გარდა, ბენეტოს, ლომბარდიის, ლიგურიისა და ტოსკანას რეგიონულმა პარლამენტებმა, რომლებშიც ამ პარტიების წარმომადგენლები დომინირებენ, ოფიციალურ რომს მიმართეს რეზოლუციით _ რუსეთის კუთვნილებად ყირიმის აღიარებისა და ანტირუსული სანქციების გაუქმების შესახებ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here