გამოკითხვა ჩატარდა მას შემდეგ, რაც აშშ–ს უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ იწყებს საქმის მოსმენას აშშ–ს შტატ კოლორადოში მცხოვრები მცხობელის, ჯეკ ფილიპსის წინააღმდეგ, რომელმაც რელიგიური და მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე ჰომოსექსუალ წყვილს მათი ქორწილისთვის ტორტის გამოცხობაზე უარი უთხრა. გეი–წყვილმა ფილიპსის წინააღმდეგ დისკრიმინაციის ბრალდებით სასამართლოში საქმე შეიტანა.
სასამართლო დავის გარდა ჯეკ ფილიპსის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გეი-აქტივისტების მხრიდან არაერთი მუქარა, მათ შორის, მკველობის მუქარები გაჟღერდა.
რაც შეეხება გამოკითხვას, რომლის ცდომილებაც 3%-ის ფარგლებში შეიძლება იყოს, ამერიკელი ამომრჩევლების 57% მხარს უჭერს ჯერ ფილიპსის უფლებას, მორალური და რელიგიური მოსაზრებებით, უარი განაცხადოს გეი-ქორწილისთვის ტორტის გამოცხობაზე.
კონსტანტინე ჩიკვილაძე