Home რუბრიკები საზოგადოება როგორ ჭურჭელში ინახავს “ქართული ოცნება” ვიდეოკომპრომატებს?

როგორ ჭურჭელში ინახავს “ქართული ოცნება” ვიდეოკომპრომატებს?

ვიდეოკამერა

თანამედროვე საქართველოში საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ ინტერესი, კონკრეტულად რომელ პერსონებზე აქვთ ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებს ვიდეო თუ სხვა სახის მაკომპრომეტირებელი მასალები, გაცილებით ნაკლებია და მთავარ საკითხად წინა პლანზე იწევს თემა: როდის, რა შემთხვევაში და რა გარემოებაში გამოაქვეყნებს მათ ხელისუფლება.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ზუსტად ასე იქცევა ე.წ. ოპოზიციაც, ანუ დამნაშავეთა და მანიაკთა ვითომ ნაციონალური მოძრაობა თავისი პოლიტიკური განაყოფებით, თავისი “იქ დარჩენილებით”, თავისი სპეცაგენტი “ჟურნალისტებით”, “ჩიტებით”, “გვრიტებითა” თუ კიდევ სხვა საშუალებებითა და მეთოდებით.

რომელიმე “მოღვაწის” არასწორ, არაეთიკურ, არაზნეობრივ თუ, უბრალოდ, შერეკილ საქციელზე საზოგადოების წარმომადგენლები მხოლოდ მაშინ შევიტყობთ ხოლმე, როდესაც იგი ან მთავრობაში მოუშლის ვინმეს ნერვებს, ან ოპოზიციაში. მანამდე მისი მიუღებელი საქციელის ამსახველი ვიდეოფაქტი თუ სხვა სახის კომპრომატი, როგორც იტყვიან, კომბოსტოსავით მჟავდება და, თუკი ამ კონკრეტულმა მოღვაწემ გარკვეულ “წითელ ხაზს” არ გადააბიჯა, შესაძლოა, ლოთი, ბოზი, ქურდი, დებოშირი ან ხულიგანი კაი 5 ან 10 წელიწადს იყოს ფრიად საპასუხისმგებლო სახელმწიფოებრივ თანამდებობაზე, ისე, რომ ბუზიც არავინ აუფრინოს.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო ოთარ ფარცხალაძისა და ლაშა თორდიას გახმაურებული დაპირისპირება. სახელმწიფოს მთავარ აუდიტორს ხელისუფლებამ სწორედ მას შემდეგ გამოუქვეყნა ერთ-ერთ ღამის კლუბში ჩადენილი შეიარაღებული ხულიგნობის ვიდეოკადრები, როცა მთავრობის “ახლობელ” ყოფილ მთავარ პროკურორს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მეტიც _ ფარცხალაძე-თორდიას ჩხუბის შემდეგაც, ორიოდე კვირის განმავლობაში, არც არავინ არაფერს აქვეყნებდა, უბრალოდ, ცდილობდნენ თორდიას დაშოშმინებას და საქმის “ჩაფარცხვას”. ვიდეოკადრები, რომ თურმე ჩვენს ქვეყანას ხულიგანი და შფოთისთავი, წესრიგის დამრღვევი გენერალური აუდიტორი ჰყოლია, მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდა, როცა თორდიამ კატეგორიულად უარი თქვა ოთარ ფარცხალაძესთან გარიგებასა და მორიგებაზე.

გამოდის, თუ გვინდა, გავიგოთ, ჩვენი სახელმწიფო მოხელეები ნორმალური, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არიან თუ უზნეო, უპასუხისმგებლო სისხლის სამართლის დამნაშავეები და დებოშირები, კონკრეტული თანამდებობის პირი უნდა დავატაკოთ ოთარ ფარცხალაძეს. მოგვიანებით მას ინტერნეტში გამოუქვეყნებენ დანაშაულებრივი ან ამორალური საქციელის ამსახველ ვიდეოს. თუკი ასეთი ვიდეო არ გამოქვეყნდა, .. ეს მოხელე პატიოსანი ყოფილა და მას უნდა ვენდოთ.

არანაკლებ ეფექტიანია ოპოზიციად წოდებული “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი განაყოფების მოქმედების სტილი. თუკი რომელიმე თანამდებობის პირი მათ ეკოაბიტაციება, მაშინ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, თუ ვინმე მათ ინტერესებს მკვეთრად ეწინააღმდეგება, მაშინ იმ წამიდან იწყებენ ფრენას “ჟურნალისტის ჩიტები” და ამ თანამდებობის პირზე ათასგვარი საზიზღრობა ხდება “საზოგადოებისთვის ცნობილი”.

რა თქმა უნდა, არ ვცდილობთ იმის მტკიცებას, რომ საჯარო მოხელეები არ უნდა ვამხილოთ და მათ არასწორ საქციელზე საზოგადოებას არ უნდა ვაცნობოთ. აქ საუბარი მხოლოდ იმაზეა, რომ, თუკი ესა თუ ის თანამდებობის პირი მიუღებელ საქციელს სჩადის და ვინმეს ამის ამსახველი ვიდეო თუ კიდევ სხვა ტიპის მასალები აქვს, იმწამსვე უნდა ვაცნობოთ ქვეყანასა და საზოგადოებას. არ არის საჭირო, დაველოდოთ, როდის დაეტაკება უზნეო თანამდებობის პირი ან ფარცხალაძეს, ანჩიტებიან ჟურნალისტებსათუ მათ მფარველ გავლენიანოპოზიციონერებს”.

ყველაზე სასაცილო არის ის, რომ ტელეეთერიდან არაერთხელ ითქვა ფრაზა: მართალია, ახალ ხელისუფლებასაც აქვს გარკვეული ვიდეოკომპრომატები, მაგრამ ის ძველ ხელისუფლებასავით კასრებში არ ინახავს მათ”.

გეგონება, მთავარი ის ჭურჭელია, რომელშიც გინდა ძველი და გინდა ახალი ხელისუფლება ამ ვიდეოკომპრომატებს ინახავდა, და არა “შავი დღისთვის” გადანახული ვიდეოკომპრომატების ფენომენი; თუ “ოცნება” მოპოვებულ ვიდეოკომპრომატებს არა ნაცებივით კასრებში, არამედ, დავუშვათ, მუთაქაში ინახავს, მაშინ ეს პრობლემას ამსუბუქებს, ან კიდევ: სულაც არ არის პრობლემა ის, რომ მსგავსი მასალები არა დაუყოვნებლივ, არამედ მსხვერპლის გარკვეული “ურჩობის” შემდეგ ქვეყნდება და ეს შესაძლებელია კონკრეტული დანაშაულის ჩადენიდან 4 ან 5 წლის გასვლის შემდეგაც მოხდეს.

სხვათა შორის, ახალმა ხელისუფლებამ თანამდებობის პირთა შესახებ მაკომპრომეტებელი მასალების გამოქვეყნების წინააღმდეგ ერთგვარი დამზღვევი მექანიზმები, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ შეიმუშავა.

საუბარიაპირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებისამკრძალავ კანონზე, რომელიც ბოლო ხანს უფრო მეტად გაამკაცრეს და ამით ვითომდა ადამიანის უფლებების დაცვას მიაგეს პატივი. სინამდვილეში კი ეს უზნეო თანამდებობის პირთა მიმართ სამთავრობო შანტაჟის მექანიზმია და სხვა არაფერი.

მოგეხსენებათ, ამ კანონში მიახლოებითაც კი არ არის განსაზღვრული და განმარტებული, რას ნიშნავს “პირადი ცხოვრება”, ანუ პიროვნების შესახებ კონკრეტულად რა ტიპის მასალების გამოქვეყნება არის აკრძალული. ეს საშუალებას აძლევს მავანთ, რაიმე ტიპის ქმედება და საქციელი მიიჩნიონ “პირად ცხოვრებად” და ამით ახსნან არსებული მასალების გამოუქვეყნებლობა, ხოლო, როცა მოუნდებათ, ამავე საქციელს აღარ დაარქვან “პირადი ცხოვრება” და მათთვის მიუღებელ პერსონას ეს მასალები გამოუქვეყნონ.

არა, სულაც არ ვარ წინააღმდეგი თანამდებობის პირთა უზნეო, ამორალური თუ უკანონოპირადი ცხოვრებისგასაჯაროებისა. პირიქით _ მიმაჩნია, რომ, როდესაც ადამიანი საჯარო მოხელე ხდება და ქვეყნის, სახელმწიფოს ბედზე გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს, მის შესახებ საზოგადოებამ ყველაფერი, თუნდაც ყველაზეპირადიცკი, კარგად უნდა იცოდეს. და, თუ ადამიანს რაიმე აქვს დასამალი და ოდესმე ისეთი რამ ჩაუდენია, რაც ზნეობის ან კანონის ფარგლებში არ ჯდება, თავი უნდა შეიკავოს საპასუხისმგებლო საჯარო თანამდებობის დაკავებისგან. აი, სწორედ ეს თავშეკავების მექანიზმი უნდა იყოს მისი ე.წ. პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურების საშიშროება.

სხვა მხრივ კი ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს, დასაქმდეს კერძო სექტორში ან აწარმოოს საკუთარი საქმე და აი, ასეთი ადამიანების პირადი ცხოვრება კი, მართლაც, 100 პროცენტით უნდა იყოს დაცული. არასაჯარო მიმართულებით დასაქმებული ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი მასალის გამომზეურება მართლაც უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს.

მაგრამ, როდესაც ადამიანს პრეტენზია აქვს, იმსჯელოს, ისაუბროს, მოქალაქეებსჭკუა ასწავლოსდა აქტიურად ჩაერიოს სახელმწიფოს მმართველობაში ან ხელისუფალთა კონტროლის პროცესებში, თუნდაც ის .. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყოს, ასეთ შემთხვევაში მისი პირადი ცხოვრების შესახებ, ვფიქრობ, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება და საშუალება უნდა ჰქონდეს.

არასამთავრობოები ვახსენეთ და, მიმაჩნია, რომ ასეთ, ორგანიზაციების უმეტესობა სახელმწიფოს მიმართ პირდაპირ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა. ისინი ცდილობენ, თავიანთ ჭკუაზე მოაქციონ საზოგადოების ცნობიერება და პირდაპირი ზეგავლენა მოახდინონ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაზე. ამ დროს კი, თუ გადავხედავთ, რა წარსულისა და ზნეობრივი გაგების ადამიანები არიან თავშეყრილი ამ .. არასამთავრობოებში, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ასეთი მსოფლმხედველობის ქალები და მამაკაცები საერთოდ ხმასაც ვერ უნდა იღებდნენ საზოგადოების წინაშე, მით უფრო, რომ მათი მორალისა და ზნეობის, მათი წარსულისა და მათი საქციელის ადამიანებს არავითარი უფლება არ უნდა ჰქონდეთ, საზოგადოებასჭკუა დაარიგონ”.

აი, სწორედ ამიტომ არანაირი “პირადი ცხოვრების” ამსახველი მასალების გამოქვეყნება მათ შესახებ არ უნდა იყოს აკრძალული და იქნებ ამის შიშით მაინც დააყენონ მეტისმეტად ახუნტრუცებული ერთ ადგილი ამ “ძალიან ტოლერანტმა” ტუტუცებმა, რომლებიც საზოგადოებაში ვითომ ტოლერანტობის, ვითომ პიროვნული თავისუფლებისა და ვითომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ცნებებზე აპელირებით სინამდვილეში ცდილობენ, საკუთარი უზნეო, მიუღებელი საქციელი და ცხოვრების სტილი გაამართლონ და, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ პირად ცხოვრებად შემოგვასაღონ.

ამის კლასიკური მაგალითი იყო ცნობილი ინტიმური ვიდეოები, რომლებიც უმაღლესი თანამდებობის პირ ქალებს გაუვრცელეს. გახსოვთ, ალბათ, როგორი მხარდაჭერა გამოხატეს მათ მიმართ ზოგიერთმა ჟურნალისტმა, თვით პრეზიდენტმა და განსაკუთრებით სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა.

“სექსი სირცხვილი არ არის”, “მეც მაქვს სექსი”, “გისურვებთ, თქვენც გქონდეთ სექსი”, “სექსი სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა” და სხვა მსგავსი სრულიად შტერული ლოზუნგები ისმოდა სხვადასხვა ტელეეთერიდან.

ეს მაშინ, როდესაც არც არავის უთქვამს, სექსი სირცხვილია ანდა სექსი არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებსო. სექსი რომ მიუღებელი იყოს, ადამიანები ვერ გამრავლდებოდნენ. სწორედ ამიტომ იყოსექსის მქონეთადამცველების ეს აჟიოტაჟი სრული დემაგოგია, თორემ რეალურად ყველამ კარგად იცოდა, რომ აქ, საზოგადოდ, სექსზე კი არა, დაქორწინებული, ქმრიანი, ოჯახიანი ქალის ვიღაც შემთხვევით პარტნიორთან სადღაც სასტუმროს ნომერში სექსზე იყო საუბარი, რაც მართლაც ამორალური საქციელია და ასეთისექსის მქონეადამიანები სახელმწიფოს არ უნდა მართავდნენ.

თორემ სირცხვილი არც ჭამაა, თუმცა გააჩნია, რას ჭამ. კიდევ იმას გააჩნია, სად და რა ვითარებაში ჭამ. სამზარეულოში ან სასადილოში, რესტორანში ჭამა სირცხვილი არ არის, მაგრამ თუკი, დავუშვათ, ხალხით გაჭედილ ავტობუსში კაი მაიონეზით, ხახვითა და კეტჩუპით გაძეძგილ შაურმას იღმურძლები და შაურმიდან ამორტყორცნილ კეტჩუპ-მაიონეზის გეიზერებს აქეთ-იქით ისვრი, ეს უკვე დიდი სირცხვილი, არასწორი საქციელი და უზრდელობაა.

ასე რომ, სექსი არ არის მიუღებელი, მაგრამ გააჩნია, რა ვითარებაში, ვისთან და როგორ გაქვს ეს სექსი. უბედურება კი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს, განსაკუთრებით, ამავე არასამთავრობოთა პროპაგანდით ტვინგამორეცხილ ახალგაზრდა თაობას, ამ ელემენტარულის ახსნა სჭირდება.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here