Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე სენსაციური ფაქტები: მსოფლიოს 10 ყველაზე ახალგაზრდა დედა (+18)

სენსაციური ფაქტები: მსოფლიოს 10 ყველაზე ახალგაზრდა დედა (+18)

დედა ხდება ქალი მაშინ, როცა ის ამისთვის ფიზიოლოგიურად და მენტალურად მზადაა, თუმცა მსოფლიოში დაფიქსირებულმა ფაქტებმა სრულიად საწინააღმდეგო რეალობის წინაშე დაგვაყენა. სიაში წარმოდგენილ გოგონებს (უფრო მართებული იქნება თუ მათ ბავშვებს ვუწოდებთ) არჩევანის გაკეთების საშუალება არ ჰქონიათ, მაშინ როცა მათ თოჯინებით უნდა ეთამაშათ მათზე ძალადობა ხორციელდებოდა და შემდგომ ამ გოგონებს უწევდათ გაეჩინათ ბავშვები. 

“საქართველო და მსოფლიო” წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა დედებს, რომლებიც ადრეულ ასაკში გახდნენ მშობლები.

10. ტერეზა მიდლტონი, 12 წლის

12 წლის ტერეზა შვილთან – ანისთან ერთად
ტერეზას ძმა – ჯეისონი

ტრეზა მიდლტონი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა დედაა. ის დედა 12 წლის ასაკში გახდა. მას ცხოვრება მისმა ძმამ დაუნგრია, რომელმაც მასზე იძალადა 11 წლის ასაკში. ტერეზას ძმა, ჯეისონი 16 წლის იყო, როცა მან და გააუპატიურა. ინცესტის შედეგად გაჩნდა პატარა გოგონა, სახელად ანი. ტერეზა დედა 2006 წელს გახდა. მან ბავშვი როგორც კი გააჩინა გააშვილა.

ტერეზა ახლა 23 წლისაა, ჰყავს მეუღლე და შვილი. ის მუდმივად ცდილობდა შვილის შესახებ მიეღო ინფორმაცია ბავშვთა სახლიდან, მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შეწყდა ბავშვთა სახლიდან წერილების მიღება. მისი თქმით, ის მაშინ მიხვდა, რომ მისი გოგონა გააშვილეს.

ტერეზა მეუღლესთან – დერენთან ერთად

“მე მინდა ის კარგად იყოს, საუკეთესო ცხოვრება ჰქონდეს. ჩემს შვილს აუცილებლად ეცოდინება თავისი უფროსი დის შესახებ და იმედი მაქვს ერთ დღესაც ისინი გაიცნობენ ერთმანეთს. ვინ იცის ეს როდის მოხდება, მაგრამ ძალიან მინდა ასე მოხდეს. ახლა ვხვდები როგორი განსხვავებაა, როცა 12 და 23 წლის ასაკში აჩენ შვილის. ეს არ უნდა მომხდარიყო მაგრამ მაინც მოხდა. ეს არავინ არ უნდა დაუშვათ”. -განაცხადა ტერეზამ ინტერვიუში.

მეტი ინფორმაცია ტერეზას შესახებ შეგიძლიათ ქვემოთ ბმულზე წაიკითხოთ:

http://www.mirror.co.uk/news/uk-news/britains-youngest-mum-aged-12-9813109

9. სამანტა გუდმენი, 10 წლის

ზიმბაბველი სამანტა გუდმენი იყო 10 წლის, როცა 2003 წლის 2 ნოემბერს ქვეყანას მოავლინა ჯანმთელი გოგონა. ბავშვის მამაც 10 წლის იყო (ზოგ წყაროში წერია რომ მამა 12 წლის იყო). პირველად თავისი ისტორია სამანტამ 16 წლის ასაკში გაუმჟღავნა ფართო საზოგადოებას და თქვა, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა ის და ბავშვის მამა თამაშობდნენ დახუჭობანას მეგობრის სახლში.

თამაშის დროს მათ შორიახლოს იპოვეს წიგნი, სადაც აღწერილი იყო სექსის პიკანტური დეტალები და მათ გადაწყვიტეს გაემეორებინათ ნანახი.

8. ლაურა მარინა ვილანუევა, 10 წლის

2012 წლის 24 იანვარს მარინა 10 წლის ასაკში გახდა დედა, მას შემდეგ რაც მასზე ზედიზედ 3-ჯერ იძალადეს. მოძალადე მისი უფროსი დის შეყვარებული იყო. მარინამ საკეისრო კვეთით გააჩინა ბიჭი, რომელსაც ჯასტინი დაარქვა. მარინას ისტორია სენსაციად იქცა მაშ შემდეგ, რაც გაირკვა რომ მოძალადე 45 წლის მამაკაცი იყო. პოლიციამ იგი მალევე დააკავა.

7. ელენა ჩირიტესუ, 10 წლის

ელენას დედობის ისტორია სენსაციად იქცა 2010 წლის ნოემბერში, როცა ის დედა 10 წლის ასაკში გახდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვის მამა ელენას  13 წლის ბიძაშვილი იყო. ელენამ ბუნებრივი მშობიარობით გააჩინა ჯანმთელი გოგონა, მას ნიკოლეტა დაარქვა. ბავშვის აღზდაში მონაწილეობას ბავშვის მამა არ იღებს, ბავშვს ელენა და დედამისი ზრდიან ესპანეთში.

6. დეფნე, 9 წლის

დეფნემ 9 წლის ასაკში, 2013 წლის 27 იანვარს, საკეისრო კვეთით გააჩინა გოგონა. ეს ამბავი მოხდა მექსიკაში. მას 9 წლის ასაკში ჰყავდა 17 წლის შეყვარებული. გავრცელებული ინფორმაციით მას შემდეგ, რაც მან ბავშვი გააჩინა დეფნე სტერილური გახდა. დეფნეს ისტორია მედიაში ბევჯერ განხდარა სპეკულაციის საგანი (წერდნენ, რომ სინამდვილეში დეფნე 15 წლის იყო როცა იმშობიარა).

5. ვანვისა ჯანმუკი, 9 წლის

ვანვისა ადრეულ ასაკში გაათხოვეს, 8 წლის, როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. მისი პარტნიორი 27 წლის იყო. 2001 წლის 26 თებერვალს, 9 წლის ასაკში ვანისამ გოგონა გააცინა ტაილანდში. დანაშაულად არ ითვლება ბავშვის გაჩენა თუ არასრულწლოვანი კანონიერ ქორწინებაში იმყოფება. ვანვისა ჯანმუკის ისტორიაც სენსაციურ მოვლენად იქცა 2001 წელს.

4. ნუვია ვ.ტ. 9 წლის

ნუვია 2006 წლის 2 დეკემბერს 9 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეზე გახდა დედა. მან პერუში, საკეისრო კვეთით ქვეყანას მოავლინა პატარა ბიჭი. ის დაფეხმძიმდა მას შემდეგ, რაც მისმა ბიძაშვილებმა იძალადეს მასზე, ერთი მათგანი 17 წლის იყო მეორე კი 28 წლის. დეენემის ტესტის მეშვეობით დამტკიცდა ერთ-ერთი მათგანის მამობაც.

3. ანია, 8 წლის

რუსეთში 2000 წლის აპრილში 8 წლის ანიამ შვილი გააჩინა. მასზე კარის მეზობელმა 13 წლის ბიჭმა იძალადა, რის შედეგადაც ანია დაფეხმძიმდა. მან როსტოვში იმშობიარა და გააცინა პატარა გოგონა, თუმცა უცნობია ბავშვს რა ბედი ეწია – დაიტოვა თუ გააშვილა.

2. ჰილდა ტრულიო, 8 წლის

1957 წელის 2 დეკემბერს, 8 წლის ასაკში ჰილდა ტრულიომ გააჩინა გოგონა სახელად მარია დელ როსარიო, პერუში. მასზე იძალადა მისმა 22 წლის დეიდაშვილმა. ჰილდა მის სახლში ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი. ეს ამბავს ისეთი რეზონანსი ჰქონდა, რომ ჟურნალმა Times Magazine-მაც გამოაქვეყნა დიდი მსტატია მომხდარზე. ჟურნალში ხაზგასმული იყო ის, რომ ჰილდა დედა 9 წლის ასაკსი გახდა და არა 8.

  1. ლინა მედინა, 5 წლის 

ლინა მედინა გახლავთ სამედიცინო ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დედა, ეს ფაქტი დაფიქსირდა პერუში 1939 წლის 14 მაისს. როცა გოგონა გახდა დედა ამ დროს ის 5 წლის 7 თვის და 17 დღის იყო, გოგონა დაიბადა 1933 წელს (დღეს ლინა 82 წლისაა).

ლინას მშობლებს თავდაპირველად ეგონათ, რომ გოგონას სიმსიმვნე ჰქონდა, მაგრამ როცა ის ექიმ ჯერარდო ლოზადასთან მიიყვანეს ექიმი შოკში ჩავარდა და გადაწყვიტა გოგონა სხვა წამყვანი სპეციალისტებისათვის ეჩვენებინა, მათაც ეს ფაქტი დაამოწმეს.
როგორც ექიმებმა დაასკვნეს ლინას სრულყოფილი მომწიფება დასრულდა უკვე 2 წლინახევრის ასაკში. ლინამ საკეისრო კვეთის შედეგად გააჩინა ბიჭი წონით 2.700 გრ. მას ექიმის საპატივსაცემით დაარქვეს ჯერარდო. პატარა ჯერარდოს 10 წლის ასაკამდე ეგონა რომ ლინა მისი უფროსი და იყო.
ლინას არასდროს უსაუბრია ბავშვის სავარაუდო მამაზე და არც იმაზე თუ როგორ მოხდა ეს. პროკუტურამ გამოძიების შედეგად დააკავა ლინას მამა და იგი ჩასვეს ციხეში არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, თუმცა ამის უტყუარი მტკიცებულება მაინც არ არსებობს.

ლინას ვაჟი გაიზარდა ჯამრთელი, თუმცა 40 წლის ასაკში დაიღუპა 1979 წელს. თავად ლინამ კი მეორე იქორწინა 1972 წელს ხელმეორედ და გააჩინა მეორე ვაჟი.

*  *  *

მსოფლიო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო გახშირებულია. მშობლებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ  შვილის აღზრდას ამ მიმართულებითაც.

ამასთანავე იმის გამო, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი დოზით არის შემოჭრილი სოციალური ქსელი ამერიკაში ჩატარდა სოციალური ექსპერიმენტი, რომელსაც უნდა დაედგინა რაოდენ მარტივია პატარა გოგონებისა თუ ბიჭების შეცდენა.

ექსპერიმენტში მონაწილე მშობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი შვილები უცხოს (სოციალურ ქსელში გაცნობილს) არ გაიცნობდნენ და მით უფრო არ შეხვდებოდნენ, მაგრამ ექსპერიმენტის ბოლოს ისინი შოკში ჩავარდნენ.

იხილეთ ორივე ვიდეო:

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here