Home რუბრიკები ბლოგი სტალინი იყო ერთადერთი, ვისთვისაც ძვირფასი იყო რუსეთი, მის გარეშე რუსეთი არ...

სტალინი იყო ერთადერთი, ვისთვისაც ძვირფასი იყო რუსეთი, მის გარეშე რუსეთი არ იარსებებდა – ებრაელი დიპლომატი (ვიდეო)

იაკობ კედმი
იაკობ კედმი

ებრაელი საზოგადო მოღვაწე, ექსპერტი და დიპლომატი იაკობ კედმი რუსეთის ტელევიზიის პირველი არხზე, ტოქშოუში: “Вечера с Владимиром Соловьевым”, სტალინის პიროვნების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სტალინის პიროვნებამ, მისმა მკაცრმა პოლიტიკამ და რუსეთისადმი სიყვარულმა გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა რუსეთი

“რატომ არის დღეს ასეთი დამოკიდებულება სტალინის მიმართ? საოცარი ქვეყანაა რუსეთი. არ არსებობს სხვა ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ასე უყვარდეს და შეეძლოს საკუთარი ისტორიის დაკნინება, ლაფის მისხმა, ფეხქვეშ გათელვა, როგორც რუსებს. თქვენს ისტორიაში არ გყოლიათ არც ერთი მმართველი, რომელიც არ დაგიმცირებიათ, გაგინადგურებიათ, თუ არ მოგიხდენიათ მისი დემონირება, ყველა ცოდვა მათზე არ აგეკიდებინათ… თვით ებრაელებსაც კი არ გაგვიკეთებია მსგავსი რამ. ეს ერთი მიზეზია.

სხვა საკითხია,რომ თქვენ არც კი გსურთ გაერკვეთ რა მოხდა რეალობაში, თუნდაც ხუთი, ათი, ოცი წლის წინ, ისტორიას მხოლოდ არსებულ იდეოლოგიას და პროპაგანდას უსადაგებთ. რა თქმა უნდა, ასე არც გეცოდინებათ სინამდვილე. ისმის კითხვა, რატომ უყვარს ხალხს ასე სტალინი?!  სტალინი იყო უკანასკნელი სახელმწიფო მოღვაწე რუსეთში, რომელიც ზრუნავდა თავის ქვეყანაზე. მის შემდგომ მსგავსი არ ყოფილამას საერთოდ არ აინეტრესებდა საკუთარი ინტერესები, ის არ ზრუნავდა საკუთარ  გამდიდრებასა თუ კეთილდღეობაზე. რუსებს არ გყოლიათ მისი მსგავსი .

მისი მოღვწეობას როდესაც განიხილავენ, ამბობენ, რომ სტალინი იყო სასტიკი, დაუნდობელი… მაგრამ, დაუნდობლობა არ ყოფილა მისი თვითმიზანი, ეს იყო ინსტრუმენტი, სხვა მან ვერ გამოძებნა, არსებობდა კი სხვა მსგავსი ინსტრუმენტი, რომ ამხელა მშიერი და გაუნათლებელი , ბნელი ქვეყანა დაეყენებინა ფეხზე?! ჰქონდა მას სხვა გზა, ან იყო იმ დროს სხვა ალეტერნატივა? ტროცკი?! მას ხომ  საერთოდ ფეხებზე ეკიდა რუსეთი და სტალინზე ასჯერ მეტი დაუნდობელი და სასტიკი პიროვნება გახლდათ.

ამ შემთხვეაში ვსაუბრობ სტალინის ალტერნატივაზე. ტროცკის, ისევე როგორც ბოლშევიკების 90 %-ს, ისევე როგორც რუსებს, ფეხებზე ეკიდათ რუსეთი!

სტალინი გახლდათ ერთადერთი, ვისთვისაც ძვირფასი იყო რუსეთი!

სტალინი იყო ქართველი სემინარიელი, მას, თავისებურად უყვარდა რუსეთი. მან ვერ გამოძებნა სხვა მეთოდები ქვეყნის მართვის.

არსებობდა სხვა გზა? მე არ ვიცი.

ვინც აკრიტიკებთ სტალინს, თქვენ გეკითხებით თავად როგორ შეძლებდით მონების ერისგან, გაუნათლებელი რუსეთისგან , რომლის ინტელიგენციას ეზიზღებოდა საკუთარი ხალხი, ინტელიგენციისგან, რომელმაც იცოდა მხოლოდ გერმანული და ფრანგული, ნორმალური და ძლიერი ქვეყნის შექმნას?! რა უნდა გაეკეთებინა, მას ამ ქვეყნისთვის იმ დროს, იმ ეპოქაში , მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის სხვა გზით, სხვაგვარად რამე? ყველა განიკითხავს სტალინს, თუ რატომ შეუქმნა გლეხებს კოლმეურნეობები...და ეს ყველაფერი რომ არ გაეკეთებინა, რით იბრძოლებდა საბჭოთა კავშირი 1941-ში? ამაზე გიფიქრიათ ვისმეს?!

ვინმე ახსნის გასაგებად-  სხვაგვარად, სხვა გზით, შეიძლებოდა კი იმ ეპოქაში, იმ დროს, იმ პირობებში, იმ ხალხით თუ  ხელისუფლებით, რაც არსებობდა, ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის ორგანიზება?!

არ შეიძლებოდა!!! იმ დროს რუსეთში კი არა, არსად მსოფლიოში არ იყო დემოკრატია. ამბობთ, რომ ხალხს თავისუფლება შეუზღუდა?

არ არსებობს მსგავსი რამ, რომ  ბნელი და გაუნათლებელი ხალხი სადმე იყოს თავისუფალი! პირველი თაობის მონების თავისუფლება შეუძლებელია!

ამიტომაც იყო რუსეთში ასეთი ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო მხოლოდ ამ გზით რუსეთის შენარჩუნება. სხვა ხელისუფლების პირობებში რუსეთი დღეს არ იქნებოდა!

ადამიანის სიცოცხლე, ღირსება სტალინს არ გაუფასურებია რუსეთში.

ეს მანამდე მოხდა, მეფის დროს.

არ შეძლება ისტორიის გარკვეული მონაკვეთის განხილვა ამოგლეჯილად, ცალკე – განყენებულად და დამოუკიდებლად.

სტალინის პიროვნება ჩამოყალიბდა პირველი მსოფლიო ომის ბოლოს.

არც არავინ აფასებდა მაშინ ადამიანის სიცოცხლეს. ადამიანები, რომლებიც გაიზარდნენ იმ ატმოსფეროში , როცა მილიონები  უაზროდ იხოცებოდა, მათ სხვაგვარად არ შეეძლოთ. ეს იყო მათთვის ნორმალური მოვლენა.

ყოველთვის ყველაზე მეტი დაბნეულობა ომის შემდეგაა, როცა მეომრები ბრუნდებიან სახლში. ყველა დროს , ყველა ეპოქაში, ყველა ქვეყნის ისტორიაში ასე იყო, არის და იქნება.

ნაპოლეონ ბონაპარტმა საკუთარი ქვეყნის, ფრანგების სამი თაობა პირწმინდად გაანადგურა, არავინ არ დაზარალებულა მისგან , როგორც თავად ფრანგები, მთელი ფრანგული კულტურა მოსპო და …ამის მიუხედავად, დღეს პარიზში მისი პანთეონია! ეს იმიტომ, რომ ფრანგები  პატივს ცემენ საკუთარ ისტორიას.

ასე, რომ ფრანგების მაგალითი არც თქვენ რუსებს  გაწყენდათთუ როგორი პატივისცემით ეპყრობიან ისინი საკუთარ წარსულს და ისტორიას, ქვეყნის მმართველებს!  რუსეთშიც მოვიდა დრო, ასე მოიქცეთ, პატივი სცეთ საკუთარ წარსულს და იმ პიროვნებებს ვინც  ქვეყანა შეგინარჩუნათ!

კონსტანტინე ჩიკვილაძე

იაკობ კედმის გამოსვლა

https://www.youtube.com/watch?v=OCLaEWSGeQk

ტოქ-შოუ “Вечера с Владимиром Соловьевым” სრული ვერსია:

https://www.youtube.com/watch?v=POYe3fQr1X0

10 COMMENTS

  1. კედმი ბრძენი კაცია და ბევრი იცის, ქართველებიც ასე არა ვართ როგორც უმადური რუსები?. როგორ ცხოვრობდა ქართველი ხალხი და ოთხჯერ უკეთესად ვიდრე სხვა რესპუბლიკები, რუსეთის სახით, ჩვენ დიდი კოლონია დავკარგეთ. რუსეთის ისტორიას ქართველებმა უდიდესი სამსახური გაუწიეს: პეტრე დიდი და სტალინი, მათ ააღორძინეს რუსეთი.

  2. ბევრი გვაკლია ქართველებს დღეს (ცოდნაც და სხვა რამეც) ფეხი რომ ავუწყოთ ცხოვრებას.

  3. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, დიდის ამბით ზეიმობენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და ერთხელაც არ ახსენებენ სტალინის სახელს! ასეთი სიბრიყვე და ახლოსმხედველობა რუსეთს კარგს არაფერს მოუტანს!

  4. სულის შემძვრელია, როცა სტალინის სახელს არ ახსენებენ გამარჯვების დღესასწაულზე!

  5. ეეჰ…რაც გინახავს ვეღარ ნახავ კნიაზ- ჯან.კარგი გაგებით.როდის მიაღწევს ეკონომიკა იმ დონემდე საკითხავია. ჯერ მირაჟია…

  6. საქმე ის არის რომ რუსეთი იღვიძებს და განსსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკური პარტიებიც გაერთიანებაზე საუბრობენ, მიმდინარეობს ნოლაპარაკებეი ყველა ერთ დასკვნამდე მიდის, რო სოციალიზმის გარეშე რუსეთიც დაიღუპება და სხვებიც. სტალინურ სამართლიან ცოციალისტურ სისტემაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here