აშშ–ში თვითმხილველმა მოახერხა და იდუმალ გიგანტურ თვალს, რომელიც ცაზე მისი სახლის შორიახლოს გამოჩნდა, ფოტო გადაუღო. ამის თაობაზე წერს Politexpert.net.
ამერიკელის თქმით, გადაღების მომენტში მან იგრძნო, რომ ცუდად გახდა. რამდენიმე წუთში კი უცნაური ბუნებრივი მოვლენისგან კვალიც არ დარჩა.
სპეციალისტებმა ფოტო გააანალიზეს და მისი ნამდვილობა დაადასტურეს.
თვითმხილველმა განაცხადა, რომ თავისი ფოტოგრაფული კარიერის განმავლობაში მსგავს ანომალიას არასოდეს წასწყდომია.
მოცემულ მომენტში მეცნიერები ცდილობენ, გაარკვიონ იდუმალი “თვალის” ნამდვილი ბუნება. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კი ის უკვე მონათლეს და მას “ღვთის თვალი” უწოდეს.