ეს განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ მანილაში გამართულ ბრიფინგზე.
დუტერტემ თქვა, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებს ნება დართო ქვეყნის ნავსადგურებში შესვლის, ოღონდ ქვეყნის ხელმძღვანელობამ წინასწარ უნდა იცოდეს მათი (გემების) იქ ყოფნის მიზეზი. სააგენტო “ბლუმბერგის” ცნობით, ჩინეთის სამხედრო ხომალდებსაც იგივე უფლება ექნებათ.
სააგენტო შეგვახსენებს, რომ წლეულს, იანვარში, პრეზიდენტმა დუტერტემ დაათვალიერა ნავსაწინააღმდეგო ხომალდი “ადმირალი ტრიბუცი”, რომელიც მეგობრული ვიზიტით ჩავიდა მანილაში. მაშინ პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის ფედერაცია მისი ქვეყნის მოკავშირე და მფარველი იქნება.