Home ახალი ამბები მსოფლიო Facebook-მა ზომები მიიღო: ცუკერბერგმა ლესბოსური ნახატის რეკლამირება აკრძალა

Facebook-მა ზომები მიიღო: ცუკერბერგმა ლესბოსური ნახატის რეკლამირება აკრძალა

1656

აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის „ლგბტ“ საზოგადოების მისამართით წამოწყებული პოლიტიკის კვალდაკვალ Facebook-ის შემქნელმა – მარკ ცუკერბერგმა ფეისბუკიდან Mossgreen -ის სააუქციონო სახლის მიერ რეკლამირებული ნახატი ამოიღებინა.

ფეისბუკი დღესდღეისობით  ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სარეკლამო საიტია და თითქმის ყველა კომპანია ცდილობს თავისი პროდუქტის რეკლამირებას და მომხმარებლის მოზიდვას. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ ფუნქციონირებს საიტი, დაინტერესებული კომპანია (პირი) იხდის გარკვეულ თანხას და საიტი მას უწევს რეკლამას.

ამჯერად საქმე ეხება ჩარლზ ბლექმენის ტილოს, რომელზეც ასახულია ორი მანდილოსნის პიკანტური სცენა, შესაბამისად მისი რეკლამირებით საიტიც ხელს შეუწყობდა პროპაგანდისტულ პოლიტიკას „ლგბტ“ საზოგადოების მისამართით.

სოციალურ ქსელის ადმინისტრაციის განმარტებით, ჩარლზ ბლექმენის ნამუშევარი ქალი საყვარლები უფროსების მომსახურების პროდუქტის რეკლამირებაა. სურათზე ორი შიშველი ქალი შავ კატასთან ერთად საწოლში წევს. 88 წლის მხატვრის ნამუშევარი „ჭადრაკის თამაში“ გასულ წელს აუქციონზე 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here