Home ახალი ამბები საქართველო დეკანოზის ნათლულის ძმა: პატრიარქს მემკვიდრედ გიორგი მამალაძე ჰყავდა დასახელებული

დეკანოზის ნათლულის ძმა: პატრიარქს მემკვიდრედ გიორგი მამალაძე ჰყავდა დასახელებული

1037

მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის ბრალდებული დეკანოზის ნათლულის ძმა ამბობს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მემკვიდრედ გიორგი მამალაძე ჰყავდა დასახელებული. ამის შესახებ განცხადება დეკანოზის ნათლულის ძმამ გადაცემა “რეაქციაში” სატელეფონო ჩართვისას გააკეთა.

“მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ილია მეორეს მის მემკვიდრედ დასახელებული ჰყავდა დეკანოზი გიორგი მამალაძე. ეს ინფორმაცია ერთ-ერთი საერო და ერთ-ერთი მაღალი სასულიერო პირისგან მაქვს”,- აღნიშნა პირდაპირ ეთერში დეკანოზის ნათლულის ძმამ.

10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით, ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილ ბრალდებაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის სახელი ფიგურირებდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ  ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here