Home ახალი ამბები მსოფლიო ფსაკიმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო

ფსაკიმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო

947

ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსი დიდი ინტელექტით რომ არ გამოირჩევა, არახალი ამბავია. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი და ვიცეპრეზიდენტი დიკ ჩეინი 2005 წელს მსოფლიოს ყველაზე გონებაჩლუნგი ადამიანის კონკურსში იყვნენ ნომინირებულნი და პრემიებიც დაიმსახურეს ბრიყვული გამონათქვამებისთვის, ჯორჯ ბუში-უმცროსმა კი ამ კონკურსის გამარჯვებულის ტიტულიც დაიმსახურა. 

ცოტა ხნის წინათ კი აშშის კონგრესის წევრმა მაქსინ უოტერსმა სამარცხვინო არაინფორმირებულობა გამოავლინა და რუსეთი ჯერ კორეაზეშეტევაშიდაადანაშაულა, შემდეგ კი რუს პრანკერებთან საუბარში რუსეთის მხრიდან ლიმპოპოს (მდინარეა აფრიკაში) პრეზიდენტის _ ბარმალეის დამხობისა და მის ნაცვლად აიბოლიტის დანიშვნის გამო აღშფოთება ვერ დამალა.

ახლახან კი კვლავ წამოყო თავი და რჩევა-დარიგებებით გამოვიდა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელი _ ჯენიფერ ფსაკი, რომელმაც სახელი არაკომპეტენტურობითა და ბრიყვული გამონათქვამებით გაითქვა, განსაკუთრებით თვალში საცემია მისი უცოდინარობა გეოგრაფიაში.

ტელეარხ “სი-ენ-ენ”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის _ ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა ჯენიფერ ფსაკიმ ურჩია თეთრი სახლის ახალ პრესმდივანს _ შონ სპაისერსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველს _ კელიენ კონუეის, არ იცრუონ, გულმოდგინედ შეამოწმონ ფაქტები და არ გაიმეორონ დონალდ ტრამპის ნათქვამი.

ფსაკიმ, ზემოჩამოთვლილ პირებს, აგრეთვე, ურჩია, რომ ბევრი იმოგზაურონ ამერიკის შტატებში, რათა “ტრამპი შეხვდეს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის”. ამას გარდა, ფსაკის აზრით, უნდა შეიცვალოს ტელეეთერში გამოსვლების სტრატეგია, საჭიროა უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლები, მეტი ყურადღების დათმობა მემარცხენე თვალსაზრისის მქონე პრესისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი დილაობით მიიღონ.

ჟურნალისტებმა არაერთხელ დასცინეს ფსაკის არაკომპტენტურობის, ფაქტების შეუმოწმებლობისა და ბრიყვული გამონათქვამების გამო და ახლა აშშის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, ალბათ, ძალიან სასაცილოა, მისი რჩევების მოსმენა, რომ არ იცრუონ და ფაქტები გულდასმით შეამოწმონ.

აი მისი რამდენიმე ფრთიანი ფრაზა:

* “თუ ბელარუსი შეიჭრება უკრაინაში, აშშის მე-6 საზღვაო ფლოტს გადავისვრით ბელარუსის ნაპირებთან (მათთვის, ვინც საქმის კურსში არ არის: ბელარუსს საზღვაო საზღვარი არ აქვს).

* 2014 წლის მაისში აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებული რეფერენდუმის კომენტირებისას ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ არ ცნობს ამ რეფერენდუმის შედეგებს, რადგან ის “სერიოზული დარღვევებით” ჩატარდა. დარღვევებს შორის ფსაკიმ დაასახელა “კარუსელები”. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა არისკარუსელი”, შეცბუნებულმა ფსაკიმ თქვა: “არ ვიცი, ასე წერია ფურცელზე”.

* რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ფსაკიმ გამოთქვა სურვილი: “ჩვენ გვინდა, რომ უკრაინისთვის ხელმისაწვდომი იყოს ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა, თუკი ის დასჭირდება. როგორც ყველამ ვიცით, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ხდება დასავლეთ ევროპიდან უკრაინის გავლით რუსეთში”.

* 2014 წლის ივნისში სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ფსაკიმ უარყო ინფორმაცია თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დასძინა, რომ ის ჯერ კიდევ რჩება იქ, როგორც ძლიერი, დემოკრატიული უკრაინა”.

* 2014 წლის ივლისში საგარეო პოლიტიკური უწყების რეგულარულ ბრიფინგზე ფსაკი ცალი ფეხსაცმლით გამოცხადდა.

ბრიფინგის შემდეგ ფსაკიმ აღიარა: “მინდოდა შემეთხზა ისტორია, მაგრამ კარგი ვერაფერი მოვიფიქრე. ბრიფინგის მსვლელობისას, რომელიც ეგვიპტეში შექმნილ სიტუაციას ეძღვნებოდა, ფსაკის კომენტარი სთხოვეს ექსპრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქისთვის ბრალდების მოხსნაზე, მან კი ჟურნალისტს ზოგადი ფრაზებით უპასუხა. ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ეგონა რა, რომ მიკროფონი გათიშული იყო, ფსაკიმ თქვა: ეს ნაწილი ეგვიპტეზე, აბდაუბდა გამოვიდა”.

* 2014 წლის 5 აგვისტოს ჯენიფერ ფსაკიმ რუსეთის სამხრეთში მდებარე ასტრახანის ოლქი უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიად მოიხსენია და განაცხადა, რომ, ღრმად არის შეშფოთებული “რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მანევრებით ასტრახანის ოლქში, რადგან ეს ემსახურება მხოლოდ დაძაბულობის შეტანას რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში”.

* 2015 წლის თებერვალში, კითხვაზე უკრაინაში 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ფსაკიმ ასე უპასუხა: მე არ ვაპირებდი ისტორიაში ჩაღრმავებას, მაგრამ, რადგან თქვენ ამის შესაძლებლობა მომეცით, გეტყვით _ უკრაინის ყოფილი ლიდერი თავისი ნებით წავიდა”.

აი ასეთ “ბრძნულ აზრებს” აფრქვევდა ჯენიფერ ფსაკი, როცა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლად და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის პოსტზე მუშაობდა და არაერთხელ გაუოგნებია ჟურნალისტები და საზოგადოება თავისი არაკომპეტენტურობით. ახლა კი ეს ქალბატონი დონალდ ტრამპის მრჩეველსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის პრესმდივანს რჩევა-დარიგებას აძლევს.

ამაზე ითქმის, ფსაკიმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here