Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველები, როგორც “საზარბაზნე ხორცი” _ კონტრიბუცია ამერიკელებისთვის

ქართველები, როგორც “საზარბაზნე ხორცი” _ კონტრიბუცია ამერიკელებისთვის

487

სასულიერო პირების გარშემო ატეხილმა სკანდალმა გადაფარა ნატოსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელიც ბრიუსელში გაიმართა. სწორედ ბრიუსელში იყო პირველი კომუნიკაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და მის ამერიკელ კოლეგა ჯეიმს მატისს შორის. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წარუდგინა.

“ჩვენ შევხვდით ნატოს უახლოეს პარტნიორს _ საქართველოს. მე გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა საქართველოს კონტრიბუციისა (?! _ ნ.კ.) და გაღებული მსხვერპლის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანამ გაიღო ნატოს ბრძოლის ველზე, ავღანეთში”, _ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. იენს სტოლტენბერგმა კი აღნიშნა, რომ “ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას ნატოში გაერთიანების გზაზე”…

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში (და, საერთოდ, დასავლელი სახელმწიფო მოღვაწეების) ნათლად გამოსჭვივის საქართველოსა და ქართველი ჯარისკაცებისადმი დამოკიდებულება, რომელიც ძალიან ჰგავს ეგვიპტელი და ერაყელი მმართველების დამოკიდებულებას არამუსლიმანი თეთრკანიანი მონების _ მამელუქების მიმართ. მამელუქებს მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდნენ და მათ შორის ბევრი ქართველი იყო, მაგალითად, დაუდფაშა გურჯი, სულეიმან აბუ ლაილი, სულეიმან ქუჩუქი და სხვ. ოღონდ ახლა ამერიკელები ქართველ ჯარისკაცებს სწორედ ერაყელებისა და ავღანელების წინააღმდეგ იყენებენ საზარბაზნე ხორცად.

ქართველი სამხედროები 1999 წლიდან მონაწილეობენ .. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში, მალიში, რესპუბლიკა ცენტრალურ აფრიკაში. ამჟამად ქართული სამხედრო კონტინგენტი ჩართულია ორ სამშვიდობო მისიაში: ნატოს ეგიდით _ ავღანეთშიმტკიცე მხარდაჭერისმისიასა და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში.

ამ მისიებში საკმაოდ დიდი იყო ქართველების დანაკარგი: 2010-2015 წლებში ავღანეთში დაიღუპა 31 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, 200-მდე კი დაიჭრა. ერაყში დაიღუპა 5 ქართველი ჯარისკაცი. რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში ორმა შვეულმფრენმა კატასტროფა განიცადა და ეკიპაჟის წევრები, რომელთა შორისაც იყვნენ ქართველებიც, დაიღუპნენ (ცნობილი არ არის, რა მისიით იყვნენ იქ ქართველი სამხედროები).

აშშ-ის თავდაცვის 26-ე მინისტრის _ ჯეიმს ნორმან მატისის განცხადებაში აღსანიშნავია სიტყვა კონტრიბუცია, რომელიც ლათინური Contribucio-სგან წარმოდგება და ნიშნავს “ომის დროს ფულად თუ ნატურალურ გადასახადს, რომელსაც ახდევინებს მტერი მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის მოსახლეობას”. და მართლაც, აშშ-ს, უკვე კარგა ხანია, დაპყრობილი აქვს საქართველო _ ჩვენი ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი ხომ ამერიკის შეერთებული შტატებია მისი ელჩის სახით, რომელიც, ვინც მოესურვება, იმას ნიშნავს მინისტრად. გაიხსენეთ, როგორ დანიშნეს თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდის ბიძინა ივანიშვილთან “ყავის დასალევად” მისვლის შემდეგ. ან ის რად ღირს, თბილისში ე.წ. ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორია რომ გახსნეს და ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო ცდებს ატარებენ?

მაგრამ სუზერენი ისე ეპყრობა ვასალს, როგორც საჭიროდ ჩათვლის, მერე კიგაღებული კონტრიბუციისთვისფარისევლურ მადლობასაც არ დააყვედრის.

“ჩვენთან შეხვედრისას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ხაზგასმით გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელების მკაფიო სურვილი გამოთქვა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებობს. ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი საფუძველი, გაფორმებული მემორანდუმით, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში გაფორმებული სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება, საფუძველს გვაძლევს, განვახორციელოთ ძალიან ამბიციური პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება ვაზიანში ერთობლივი ძალისხმევით საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა. ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა იმ მთავარი პრაქტიკული მიზნის განსახორციელებლად, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მდგრადობის განმტკიცება ჰქვია”, _ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, რომელიც თვალებში შესციცინებდა თავის ამერიკელ კოლეგას.

ისე, საკითხავია _ ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორია და ქართულ-ამერიკული საწვრთნელი ცენტრის აშენება გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას და თავიდან აგვაცილებს რუსული რაკეტების დამიზნებას, როცა ქართულ არმიაში ჯარისკაცების რაოდენობა განუხრელად მცირდება? თავდაცვის მინისტრმა ე.წ. ოპტიმიზაციის საბაბით ჯარიდან ახლახან 2250 სამხედრო დაითხოვა და მათი ოჯახები ულუკმაპუროდ დატოვა.

ან რა ნატოში საქართველოს შესვლაზე გველაპარაკება ამ ალიანსის გენერალური მდივანი, რომელსაც თავისი გასჭირვებია აშშ-ის ახალი პრეზიდენტის _ დონალდ ტრამპის მუქარის გამო, _ ნატო მოძველებული ორგანიზაციაა და უნდა დაიშალოსო. სტოლტენბერგის განცხადება ხომ ნაცარის მორიგი ულუფაა, რომელსაც, უკვე მერამდენე წელიწადია, თვალში აყრიან საქართველოს მოსახლეობას.

ნიკა კორინთელი

P.S. მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ, თუ ქვეყნის დედაქალაქ კიშინიოვში გაიხსნება ნატოს ბიურო, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, მას აუცილებლად დახურავს.

ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, მოლდოვის მოქალაქეთა უმრავლესობა ნატოში ქვეყნის შესვლის წინააღმდეგია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here