Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის უჩივის მიხეილ სააკაშვილს უკრაინელი უფლებადამცველი?!

რისთვის უჩივის მიხეილ სააკაშვილს უკრაინელი უფლებადამცველი?!

469

უკრაინელი უფლებადამცველი ოლეგ კურჩინი მიხეილ სააკაშვილის დასჯას ითხოვს. ამის თაობაზე ინფორმაციას გამომცემლობა „Сегодня.ua“ ავრცელებს. 

უფლებადამცველის განცხადებით, სააკაშვილმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ოდესის ოლქზე შეურაცხმყოფელად ისაუბრა, რასაც ქვეყანაში შესაძლოა, ეროვნული შუღლის გაღვივება მოჰყვეს. გამოცემას სააკაშვილის ციტატაც მოჰყავს, სადაც იგი ოლქში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე და დაბრკოლებებზე საუბრობს: „რა თქმა უნდა, ისინი ხელს მიშლიდნენ, ვიცოდი, რომ ყველა ხელს შემიშლიდა, რამდენადაც ეს სეპარატისტული რეგიონია, მანდ ხელისუფლებაში ყველანი სეპარატისტები არიან“.

კურჩინმა სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მოთხოვნით უკრაინის გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, საგამოძიებო უწყება რამდენად გაითვალისწინებს მის განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა მცირე ხნის წინ ანალოგიური განცხადება ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში საქართველოზეც გააკეთა და განაცხადა, რომ 2003 წლამდე („ვარდების რევოლუციამდე“) „საქართველო  ერთი კარიკატურული ქვეყანა იყო, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here