Home რუბრიკები პოლიტიკა ქეთევან ზარნაძე: რუსთავი-2 ჩახოცილ ბიჭებს ყაჩაღებად ნათლავდა, ზონდერებს კი გმირებად..

ქეთევან ზარნაძე: რუსთავი-2 ჩახოცილ ბიჭებს ყაჩაღებად ნათლავდა, ზონდერებს კი გმირებად..

რამოდენიმე დღის წინ სიცრუის, უზნეობის და ბოროტების გამავრცელებელმა ტელევიზიამ „ცრუსთავი-2-მა” პროტესტის შესანიშნავ ფორმას მიმართა და დაბნელდა. აღნიშნული ქმედებით ხელისუფლება და საზოგადოება „დატესტეს” … მანამდე კი მისმა უზნეო დამცველებმა საზოგადოებას „შეახსენეს” „რუსთავი-2-ის” დამსახურებები.

მაია ასათიანმა „იმედის დარბევას” ვერავინ ნახავდა, რომ არა „სიცრუის” ტელევიზიის გმირებიო. ეტყობა დაავიწყდა მათი მამა-მარჩენალი „ნიკოლოზ პატარა” აღნიშნულ პერიოდში პროკურორი, იყო და „იმედს” ტენდენციურ ანტისახელმწიფოებრივ მედიად ნათლავდა. როცა იმედს არბევდნენ, “რუსთავი-2” გადატრიალებაზე ლაპარაკობდა…

დიმიტრი შაშკინმა სოციალური ქსელის საშუალებით დამოძღვრა სატანის მრევლი –რუსთავი-2 წლების განმავლობაში გვიცავდა ყველას, მოვიდა დრო, ჩვენც დავიცვათ რუსთავი-2.

რუსთავი -2 არის უკანასკნელი ინსტიტუციური ბასტიონი, რომელიც აშორებს საქართველოს ჩრდილოეთ კორეის მსგავსი პოლიტიკური წყობისგან. რუსთავი-2-ის ჟურნალისტები არიან ბოლო იმედი ბევრი ადამიანისთვის, რომ მერიაში, საკრებულოში თუ სამინისტროში გაღორებული ჩინოვნიკები არ წაართმევენ ბოლო ლუკმა პურს.

კიდევ არაერთმა „მამალმა ნაცმა” აფრქვია „ქებაი და დიდებაი” იმ ტელევიზიის მისამართით რომელიც ნაცხროვასთან ერთად გემრიელად ილუკმებოდა თანამემამულეების სისხლით, მოკლედ ნაცხროვის და მათი რუპორის რწმენით, რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2 არ იქნებოდა მზე, მთვარე და ვარსკვლავები, სიცოცხლეც კი არ იქნებოდა დედამიწაზე.

არადა, მართლაც საინტერესოა რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2. მიშამდე და მიშას შემდგომ. რადგან ისტორიას სწორედ ამ პრინციპით ყოფენ მიშმადიდებლები. დიდი ობიექტურობით არც მანამდე გამოირჩეოდა სანამ მიშა მათი დახმარებით ხელისუფლებას ძალადობის გზით გადაიბარებდა.

რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2, მიხეილი, ჯორჯის და ჯონის დახმარებითაც ვერ მოახდენდა ვარდების რევოლუციას, ვერ ჩაცეცხლავდა პარლამენტის შენობაში ედუარდის ჩაის, ვერ აირჩევდა და დანიშნავდა გარეწრებს თანამდებობებზე, ვერ გაბედავდა საჩვენებელ – ასეულობით უდანაშაულო ბიჭების ჩახოცვას პირდაპირ ქუჩაში, რომლებსაც შემდეგ უტიფრად რუსთავი-2 „აპრავებდა” და ყაჩაღებად ნათლავდა ხოლო ზონდერებს გმირებად და ქვეყნის აღმშენებლებად…

რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2, ვერავინ გაბედავდა სულხან მოლაშვილი, კორუმპირებულ მოხელედ გამოეცხადებია და მის ნაწამებ სხეულზე ეჭვი შეეტანა, თვითდაზიანებაოო ეთქვა და ათასობით სულხანი კიდევ, რომლებიც ნაცხროვას თვალში არ მოსდიოდა.

რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2, სვანეთში მძიმე არტილერიის და ჯარის თანხლებით ვერ მოაწყობდა საჩვენებელ ხოცვა ჟლეტას უდანაშაულო ოჯახზე, ადამიანებზე მონადირე შს მინისტრი, რომელსაც სწორედ ცრუსთავის ჟურნალისტები ახლდნენ სისხლიან ნადიმზე.

რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2, იმედის დაწიოკებას ვერ გაბედავდა ნაცხროვა და ვერც სხვა მედიას დაატერორებდა და დახურავდა.

ვერ გამოასახლებდა ხალხს საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან, ვერ გაბედავდა წაერთმიათ მთელი ცხოვრების მანძილზე ნაგროვები, კონსტიტუციით დაცული კერძო საკუთრება ადამიანებისთვის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სააკაშვილი თავის ერთგულ „ყმებს” ერთ ლარად ჩუქნიდა.

რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2, არ მოხდებოდა ახალგაზრდების გარყვნა, „დასავლურ ღირებულებებს” ვერ მოახვევდნენ ჩვენს ტრადიციულ ქვეყანას, არ გაიყიდებოდა სტრატეგიული ობიექტები და მიწა-წყალი ჩვენი ქვეყნის მტრებზე, არ დაიქცეოდა ფიზიკურად და მორალურად ქვეყანა. ცოცხალი იქნებოდა ასეულობით ახალგაზრდა.

 მიხეილის და მისი დასავლელი პარტნიორების გასამდიდრებლად დაწყებულ ომს არ შეეწირებოდა ასეულობით ჯარისკაცი და მოქალაქე, ვერ დაყრიდნენ ბედის ანაბარა ბრძოლის ველზე მიცვალებულებს და არ მიატოვებდნენ დაჭრილებს, შემდეგ სამარცხვინოდ ვერ დაასაფლავებდნენ გმირებს რომლებიც კურდღელმა, ხოხვის ოსტატმა, ჰალსტუხლოღნერა მხედართმთავარმა გაწირა. არ დავკარგავდით ტერიტორიებს.

 რომ არ ყოფილიყო რ-2. მიხეილი ვერ გაბედავდა ყიზილბაშების, ჩინელების, ირანელების, არაბების „გაჯეჯილებას”  ჩვენს ქვეყანაში, ვერც იმას გაბედავდა მსოფლიო ბანკიდან და სავალუტო ფონდიდან შემოსული თანხები არამიზნობრივად ეფლანგა და შემდეგ ვალი სახელმწიფოსთვის დაედო.

რომ არ ყოფილიყო რ-2 მიხეილი რამოდენიმეჯერ ვერ გახნიდა ჯერ კიდევ დაუმთავრებელ საავადმყოფოებს თუ სკოლებს. ვერ გააჩუქებდა სახელმწიფო საკუთრებას ნათესავებზე და ახლო მეგობრებზე.

რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2, ვერავინ გაბედავდა ტრადიციულ ქვეყანაში გეების, ლესბოსელების, ტრანსსექსუალების რეკლამირებას თან, ასე თავგამოდებით, როცა მათი დაცვა ეჭვს ბადებს, რომ იგივე პრობლემა აქვთ რაც მათ, ანუ ასევე გაუკუღმართებული ცხოვრებით ცხოვრობენ, თავი რომ დაიცვან ხან პროვინციალიზმს და ხან ისტორიულ წარსულში დაბრუნების უბადრუკ მცდელობას აბრალებენ…

რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2, არ იქნებოდა 7 ნოემბრის სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში, არ იქნებოდნენ ძაღლის რძით გაზრდილი ზონდერები, რომლებმაც სისხლში ჩაახშვეს ხალხის სამართლიანი პროტესტი და შემდგომ ისევ რუსთავი-2 „აპრავებდა” ნაცხროვის უსახელო საქციელს.

არ იქნებოდნენ თვალებდათხრილი ქართველებიც რომლებსაც სამართლიან მოთხოვნის გამო ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან, თანამშრომლები ზონდერების თანხლებით, კანონით აკრძალული რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით სასტიკად გაუსწორდნენ და არა მარტო მამაკაცებს.

რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2, არ იქნებოდა 26 მაისს მსხვერპლი. არ გაუსწორდებოდნენ სამართლიანი პროტესტისთვის გამოსულ ხალხს განსაკუთრებული სისასტიკით და არ გათელავდნენ მათ ღირსებას.

რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2, არ იქნებოდა უამრავი ემიგრანტი, ასიათასობით პრობაციონერი და ათიათასობით პატიმარი, რომლებზეც ათასი ბინძური ექსპერიმენტი ტარდებოდა.

რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2, სანდრა პატიმრის ორგანოებით ვაჭრობას ვერ გაბედავდა და ვერც სამედიცინო სფეროში ჩაყოფდა თავის ბინძურ ცხვირს. ვერც „რუსეთის აგენტების” გაუპატიურებას გაბედავდნენ „ბუნკერში” მაწანწალა ძაღლის მიერ დედაგაუპატიურებული უჯიშო ცხოველები,

რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2, კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნებოდა და ქვეყნის კონსტიტუციას ნაცლიდერები ვერ გააჭენებდნენ სასურველი მიმართულებით. ვერც გვარამია და ადეიშვილი გაბედავდა მოსამართლეების მოქრთამვა პროვოცირებას.

რომ არ ყოფილიყო, კარგი იყო რადგან ზიანი რომელიც რუსთავი-2-ის არსებობამ მოუტანა ქართველ ხალხს და ქვეყანას აუნაზღაურებელია.

 

უტიფარი გვარამია ქრისტეს გზაზე ალაპარაკდა, არადა კარგად მახსოვს მედიაში არაერთხელ გაჟღერდა, რომ მისი ძმა თავგადაკლული იეღოველია. სწორედ რუსთავი-2 და ნაცხროვა, ფარისევლების მონათესავე ჯგუფებთან ერთად შეთანხმებულად ებრძოდნენ და ებრძვიან პატრიარქს და მართლმადიდებლობას.

ის ადამიანები რომლებიც თავისუფალი სიტყვის დაცვის მოტივით დღეს რუსთავი-2-ს იცავენ, ნაცსექტიდან, მონათესავე სექტებიდან, ფარული თუ შეფარული ნაცები. უკლებლივ ყველა ამართლებს იმ სისხლიან, მტაცებლურ ტერორს რომელიც უსულგულო, ქვეყნის და ხალხის მიმართ მტრულად განწყობილი გარეწრების მიერ იმართებოდა.

აქციას არ გამოხმაურებია აშშ ელჩი რაც იმას ნიშნავს, რომ ბოროტების ტელევიზიამ ამოწურა თავის შესაძლებლობები და უსარგებლო გახდა. ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და სამართლიანად დარჩება რუსთავი-2-ს სიცრუის, ბოროტების, ქვეყნის და ხალხის მოძულე ტელევიზიის სტატუსი.

და ბოლოს, კარგი იქნებოდა რომ არ ყოფილიყო რუსთავი-2. რადგან იყო და უამრავი, გამოუსწორებელი ბოროტება მოასწრო. „გამორთვა” და „ჩართვაც” მოასწრო ისე, რომ „უფროსს ძმებს” არც გახსენებიათ ესეიგი უახლოეს მომავალში სამუდამოდ დადუმდება…

 

ქეთევან ზარნაძე

1 COMMENT

  1. ბრავო ქეთევან! ჩემი სათქმელი შენ თქვი, უკეთესად მე ვერ დავწერდი. დიდი ენერგია გადმოიფრქვევა შენი განცდილიდან. ეს წერილი სხვადასხვა გაზეთებში უნდა გამოქვეყნდეს რომ ხალხმა კარგად გაიხსენოს რასაც ჩადიოდნენ \\\”ნაციონალმკვლელები.\\\”

  2. ასე მკვეთრი და აქცენტირებული სიმართლე არ დაწერილა. დასცხე მაგ არამზადებს და კაცისმკვლელებს ქეთევან!!! ძალიან ნიჭიერ ქალბატონს ვხედავ!

  3. ეს კორესპონდენტი აღმოჩენაა ჩემთვის, მიაწექი მაგ \\\”ნაციონალურბოროტებას.\\\”

  4. es aris utkuari simartle, koveli aso koveli sityva, vinc rustavi 2 dasacavad gaxvedit tkven kvelam sheurackavit girgvlianis xsovna ,chaxocili bichebis xsovna, irina enuqidze mokalit meored, gaunatlebelo brbo aricodit davijero? bevrma aricoda imdeni 20 lariani xepre idga ik, magram vinc icoda didi ubedureba gelit kvelas jer sadaxart…… imitom rom sxvisi shvilebi tkventvis araperia marto tkveni shvilebia kvelaperi.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here