Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი ტიგინაშვილი: მამა გიორგი მამალაძემ ჭირისუფლებს მიცვალებული ამოათხრევინა და შეურაცხყო საფლავი

გიორგი ტიგინაშვილი: მამა გიორგი მამალაძემ ჭირისუფლებს მიცვალებული ამოათხრევინა და შეურაცხყო საფლავი

თეოლოგი, მკვლევარი, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი) საქართველოს ეკლესიაში განვითარებული მოვლენების და  მაღალი სასულიერო იერარქის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ  მამა გიორგი მამალაძის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს.

თეოლოგის თქმით, მამა გიორგი მამალაძემ ქობულეთის სასაფლაოდან ერთი თვის დაკრძალული ახალგაზრდა ქალის ცხედარი ჭირისუფლებს ამოათხრევინა და შეუარცხყო საფლავი. ტიგინაშვილის მტკიცებით,  აგრეთვე როდესაც დეკანოზი გიორგი მამალაძე დონეცკში მსახურობდა, თავისი ამორალური და უხამსი ქმედებების გამო, იქაური ქართული დიასპორის ძალისხმევის შედეგად გამოძევებულ იქნა ქალაქიდან.

ამონარიდი წერილიდან:

” დეკანოზი გიორგი მამალაძე ის პიროვნებაა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, კერძოდ კი 2011 წლის მაისში (ნაციონალური მოძრაობის ზეობის პერიოდში), ქობულეთის სასაფლაოდან ერთი თვის დაკრძალული ახალგაზრდა ქალის ცხედარი საბრალო ჭირისუფლებს ამოათხრევინა და საფლავი შეურაცხყო, იმ მოტივით, რომ მანამდე ნაგავსაყრელად ქცეული მიწა, ვითომ მისი საკუთრება გახლდათ და როცა იქ ადამიანი დაკრძალეს, მერე გაახსენდა, რომ იმ მიწის რამდენიმე  კვადრატულ მეტრს საკუთრებაში ფლობდა (რაც რეესტრში გადამოწმების შემდეგ არც დადასტურდა), თუმცაღა მოკვლევა უკვე გვიანი იყო, რადგან ჭირისუფალნი ორჯერ აგლოვა, გვამი ამოათხრევინა, სხვაგან დაამარხინა და საწყალი ოჯახი შანტაჟითა და პოლიციის მუქარებით დაამცირა.

აგრეთვე, საყოველთაოდ ცნობილია, რომ როდესაც დეკანოზი გიორგი მამალაძე დონეცკში მსახურობდა, თავისი ამორალური და უხამსი ქმედებების გამო, იქაური ქართული დიასპორის ძალისხმევის შედეგად გამოძევებულ იქნა ქალაქიდან. საქმე ეხებოდა საეკლესიო საკუთრებაში. არსებული მიწების თვითნებურ გასხვისებას, ფინანსური თაღლითობის ფაქტებსა და აღვირახსნილ ქმედებებს.

საგულისხმოა, რომ ჩაქვის რაიონის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის გიმნაზიაში, რომელსაც ღვაწლმოსილი დეკანოზი არჩილ ჩხარტიშვილი ხელმძღვანელობდა, ავადსახსენებელმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ თავისი ჩვეული ინტრიგნობით მიტროპოლიტ დიმიტრის გადააყენებინა დაკავებული თანამდებობიდან და ამასთან ერთად სხვა ტაძარში გადააყვანინა.

ცნობილია, რომ ამის შემდეგ, მავნებელ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც სასწავლებელს დაეპატრონა, საშინელ დღეში ჰყავდა პედკოლექტივი და მოსწავლე ახალგაზრდობა, რომელნიც მისგან სიტყვიერ შეურაცხყოფებსა და ყოველდღიურ წნეხს განიცდიდნენ”- წერს ტიგინაშვილი.

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here