Home რუბრიკები პოლიტიკა სერგეი ლავროვმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია რუსეთში

სერგეი ლავროვმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია რუსეთში

614

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთში მიიწვია  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი, ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გერმანია დაინტერესებულია რუსეთთან ქონდეს კარგი ურთიერთობა. მინისტრების სატელეფონო საუბარში განიხილეს რუსეთ-გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები, მდგომარეობა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მათ შორის  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბონში (რომელიც დაგეგმილია 16-17 თებერვალს) და ასევე მინსკის კონფერენციაზე, სადაც განხილულ იქნება უსაფღტხოების საკითხები (17-19 თებერვალს).

საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებაში ნათქვამია, რომ სერგეი ლავროვმა კოლეგა მიიწვია სამშობლოში და დასძინა, რომ მას შეუძლია რუსეთს ეწვიოს მაშინ როცა მას ეს მოუხერხდება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა გერმანიის კანცლერთან – ანგელა მერკელთან. მათ განიხილეს სიტუაცია დონბასში და შეშფოთება გამოხატეს სიცუაციის ესკალაციის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კრემლის პრეს-სამსახური.

„განიხილეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ვითარება. აღნიშნეს, რომ მკვეთრად გაუარესდა ბოლო დღეების განმავლობაში სიტუაცია დონბასში, იმის გამო, რომ  უკრაინა მუდმივად ცდილობს პროვოცირებას. ორივე მხარემ გამოხატა შეშფოთება შეიარაღებულ კონფლიქტთან და სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა კონფლიქტს მოყვა მოქალაქეთა  სიცოცხლის ხელყოფა, ინფრასტრუქტურის ნგრევა და საშინელ მდგომარეობაშია დონბასის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დასახლებები“. – ნათქვამია უწყებაში.

მხარეები შეთახმდნენ , რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ რათა მოგვარდეს და დასრულდეს უკრაინაში კრიზისი. აქამდეც იყო მსგავსი მცდელობები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მაგრამ ყველა მცდელობამ კრახი განიცადა, ამ შემთხვევაში რუსული მხარე იმედოვნებს, რომ სიტუაცია შეიცვლება. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here