Home რუბრიკები პოლიტიკა გია ხუხაშვილი: ივანიშვილს წასვლის საშუალება აღარ აქვს, გამოსასვლელ კარს ვეღარ პოულობს

გია ხუხაშვილი: ივანიშვილს წასვლის საშუალება აღარ აქვს, გამოსასვლელ კარს ვეღარ პოულობს

1112

იანვარი მიიწურა, მატულობს ხალხის უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ. ეროვნული ვალუტის კურსი კვლავ ეცემა, პირველადი მოხმარების პროდუქტები ძვირდება, ყოველი მეორე ოჯახი ბანკისმძევალია”. ქვეყანაში მხოლოდ ბანკები, ლომბარდები, ონლაინსესხების ოფისები მუშაობს. გაირკვა, რომ ხელისუფლებაში მევახშეებიც გვყოლია…  ვინ ნიშნავს მინისტრებად ადამიანებს? რა ხდება ქვეყნის რეალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, კარზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში _ გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო გია, დამოუკიდებელ საქართველოს ახსოვს ყაჩაღების მთავრობა, აგრეთვე, _ მექრთამეების. გვახსოვს ხელისუფლება, რომელმაც ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა და ქუჩაში ადამიანებს ხვრეტდარას დაარქმევთ დღევანდელ მთავრობას?

_ დღევანდელ ხელისუფლებას სახელს ჯერ ვერ დაარქმევ. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, არაფერი გააფუჭოს, მაგრამ არც არაფერი გააკეთოს. პოლიტიკური ელიტა არ არსებობს, ამიტომ თქმაც არაფერის შეიძლება. ყველაფერი ისევ ორპოლუსიანობისკენ მიდის. ახალი ხელისუფლება წინასგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს და ამით სურს ძალაუფლების შენარჩუნება. ასე გააკეთა შევარდნაძემ, შემდეგ _ სააკაშვილმა.

_ რას იტყვით მინისტრებზე? მაგალითად, ფინანსთა მინისტრს ბრალს მევახშეობაში სდებენ, ამის ფაქტებიც არსებობს; გვყავს განათლების მინისტრი ჯეჯელავა, რომელიც არაადეკვატურიავის მოჰყავს ეს ადამიანები ხელისუფლებაში, ვინ წყვეტს ამ საკითხს?

_ ეს სისტემური ხარვეზია. საზოგადოებას აქვს განცდა, რომ არავინ არაფერს წარმოადგენს, შესაბამისად, კონცენტრირებული აგრესიაც არ აქვთ. არ ვიცი, ქუმსიშვილს რა უკეთებია, მაგრამ მინისტრის პოსტზე მის ყოფნას ფასი არ აქვს… ქუმსიშვილი კი არა, პრემიერი ღარიბაშვილი ორი წლის თავზე თანამდებობიდან წავიდა და სამ დღეში აღარავის ახსოვდა.

ხალხმა იცის, რომ ხელისუფლებაში მყოფი არც ერთი ადამიანი გადაწყვეტილების მიმღები არ არის. ისინი პასუხისმგებლები არ არიან არაფერზე. ამბობენ, ქუმსიშვილი მევახშეაო, ჯეჯელავა _ კომბლე… მაგრამ მერე რა? ასეთია მიდგომა. მინისტრების საქციელი აგრესიას არ იწვევს. ისინი არაფერს წარმოადგენენ. ყველა პაიკია, პაიკების მიმართ კი აგრესიის გამოხატვა არასერიოზულია.

_ თქვენ იყავითქართული ოცნებისგუნდში, თანაც _ მნიშვნელოვანი პერსონა. რას იტყვით, რა ხდება ივანიშვილის კარზე, ივანიშვილს ხელს აძლევს ასეთი პაიკების ყოფნა ხელისუფლებაში?

_ ამ გუნდში აღარ ვარ. თავისუფლება ვამჯობინე. თავიდანვე განვაცხადე, ციკლი დასრულდება და წავალ-მეთქი, მაგრამ ადვილად ვერ მოვახერხე გამოსვლა, დიდი მორალური ზარალიც მივიღე… ივანიშვილი ცდილობდა ჩემს შენარჩუნებას. თავდაპირველად ვმონაწილეობდი გუნდის ფორმირებაში და პასუხისმგებლობასაც ვიღებ ამაზე, თუმცა მაქვს გამამართლებელი მოტივიც. გარდამავალ პერიოდში მოვიყვანეთ გუნდი ფილტრაციის გარეშე. ვცდილობდით, ხელისუფლებაში მოგვეყვანა ისეთი ადამიანები, რომლებიც დაიკისრებდნენ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობას. ეს იყო გადაწყვეტილება იმ ხალხის, რომელიც პოლიტიკაში მუდმივად დარჩენას არ აპირებდა, ასე ფიქრობდა ბიძინა ივანიშვილიც. მე გამოსვლა მოვახერხე, მაგრამ ივანიშვილი _ ვერა, რადგან არ ხერხდება ფორმირება ისეთი გუნდისა, რომელიც დაიკისრებს პასუხისმგებლობას.

პარადოქსულ ამბავს გეტყვით: ივანიშვილს აღარ სურს ძალაუფლება, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები კი კომფორტულ პირობებში არიან _ რაც უნდა გაფუჭდეს, ყველაფერი ივანიშვილს ბრალდება. ასე მუშაობა ადვილია, ამიტომაც ივანიშვილს წასვლის საშუალება აღარ აქვს, გამოსასვლელ კარს ვეღარ პოულობს.

_ რა თქმა უნდა, დაბრალდება ივანიშვილსმაგალითად, ერთი საშუალოზე დაბალი დონის ადვოკატი და უფრო დაბალი დონის პოლიტიკოსი აგერ უკვე მეორე მოწვევის პარლამენტარია. ეს არ არის ბიძინას ბრალი?

_ მართალია. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურად გამოუცდელი ელიტა, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, შეიძლება იყო გამოუცდელი პოლიტიკოსი, მაგრამ განვითარდე, გაიზარდო. ჩვენ კი უკუპროცესის მომსწრენი ვართ _ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები დეგრადაციას განიცდიან.

ივანიშვილის პასუხიმგებლობას იმაში კი არ ვხედავ, რომ ავტორიტარულად მართავს, მან ვერ მოახერხა ისეთი ადამიანების მოყვანა, რომლებიც განვითარდებოდნენ, ვერ შექმნა ლიდერები. ყველა მომსახურე პერსონალის წარმომადგენელია.

_ ბევრს მიაჩნია, რომ კვირიკაშვილისნაირი უნიათო პრემიერი საქართველოს არ ჰყოლია

_ კვირიკაშვილზე აღმატებულ რეგისტრში ვერ ილაპარაკებ, მაგრამ აგრესიასაც ვერ გამოავლენ. ის ბევრს ლაპარაკობს სიყვარულზე, რაც მისი საქმე არ არის…

ივანიშვილის არჩევანი ყოველთვის შეზღუდულია, ცდილობს, მაგრამ წრე ვიწროვდება, ხალხი შემოეცალა; შერჩა ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ ინკუბატორში დაიბადნენ. ზოგი სპორტიდან მოვიდა, ზოგი _ კინოდან, ზოგი ბუღალტრობდა. მათი მხრიდან სისხლიან ცხრა წელზე აპელირება სასაცილოა, რადგან, როდესაც იმ ცხრა წელს ვაპროტესტებდით, ბევრი მათგანი ბრაზდებოდა კიდეც… არ მოვწონდით, მუშაობაში ხელს ვუშლიდით. ბიძინას დიდი მინუსია, რომ არ განავითარა პოლიტიკური ელიტა. მან არასწორი მენჯმენტი აირჩია. არსებობს ორი სახის მენეჯმენტი: ერთი, როდესაც ადამიანში საუკეთესოს წარმოაჩენ და ხელს შეუწყობ, და მეორე, როდესაც ადამიანში ეძებ ცუდს, როგორც კომპრომატს და ამით აყალიბებ სისტემას. ივანიშვილმა მეორე აირჩია. ის აქცენტს ადამიანის სისუსტეებზე აკეთებდა, რაც განვითარებას უშლის ხელს.

_ გამოდის, რომ ივანიშვილს ხელს აძლევს განუვითარებელი ხელისუფლება

_ შევარდნაძეც ასე იქცეოდა. ყველაფერს ადამიანების სისუსტეებზე აგებდა.

_ რჩევებს თუ იღებს ივანიშვილი?

_ სანამ მე იქ ვიყავი, ვკამათობდით, ვდაობდით. წრე, რომელიც მას შეედავება, პატარაა, სულ ორი-სამი ადამიანი. ვიწრო წრეში დავით უსუფაშვილიც იყო. კამათში არასდროს მონაწილეობდა ღარიბაშვილი. დღეს მეჩვენება, რომ კამათი და დავა ამა თუ იმ საკითხზე აღარ არის, რადგან ხელისუფლებას დავალების უსიტყვოდ შესრულება ურჩევნია, ვიდრე ინიციატივის გამოჩენა.

_ ვის და რა დავალებებს ასრულებენ ხელისუფლების წარმომადგენლები?

_ ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემაა მოუგვარებელი, რადგან გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვთ. კომუნიკაციას ვერ ახერხებენ იქ, საიდანაც დავალება უნდა მიიღონ, ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება…

_ მსოფლიო დიდი ცვლილებების მოლოდინშია მას შემდეგ, რაც ამერიკაში აირჩიეს ახალი პრეზიდენტი, რომელიც ლიბერალების წინააღმდეგ ილაშქრებს. საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა კი არ შეცვლილა, კვლავ ნატოში შესვლაზე საუბრობენ. მოკლედ, როგორც იტყვიან, მსოფლიო ალთასაა, ხოლო საქართველო _ ბალთას

_ ერთ დღეში ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია, არ გამოვა. ჩვენ თუ რამეს დავთმობთ, ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ სარგებელი ვნახოთ, გადაგვიხადონ. ოფიციალურად რაიმეს გაცხადება დახურდავებას ნიშნავს.

გლობალიზაციის პროექტი, რბილად რომ ვთქვათ, შეფერხდა და დაიწყო კონსერვატორული კონტრრევოლუცია.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკის ახალი პრეზიდენტის _ ტრამპის განცხადება. მან თქვა, რომ ნაცია, რომელსაც საზღვრები არ აქვს, არ შეიძლება ნაციად იწოდებოდეს. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა და არ შეიძლება ფუჭად ნასროლ სიტყვად ჩათვალო.

დიდი ამბავია ატეხილი იმაზე, რატომ არ წავიდნენ ნატოს სამიტზე ქართველები. ნატოს თავისი გასჭირვებია, დღის წესრიგში საქართველო არ დგას.

_ თქვენ პოლიტიკურ ვაჭრობაზე საუბრობთ, შეძლებს ეს ხელისუფლება მსგავსი ვაჭრობის წარმოებას?

_ ამ პოლიტიკური გუნდის იმედი არ მაქვს, ამას პირდაპირ გეტყვით.

რთული წელიწადი გვექნება. სოციალური პრობლემების მოგვარება წამყვანი საკითხი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ქართველს არ უყვარს “მშიას” ძახილი.

პროტესტი არის, მაგრამ კონსოლიდაციის პრობლემაა. წარმმართველი ძალა არ არსებობს, მაგრამ ხელისუფლებას სიმშვიდის უფლება არ აქვს. მესამე ძალაზე მოთხოვნა არსებობს, სამზარეულოში ჩაბუდებული პროტესტი ელოდება ახალს, რაც, დიდი ალბათობით, გამოჩნდება კიდეც.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

4 COMMENTS

    • მთავრობაში მასეთი არავინაა დღეს რომელმაც 9აპრილი უნდა ცოდნოდა წინასწარ.და არც აღარავინაა აქტიური მაგის მცოდნე. 30 წელია გასული და თუ ივანაშვილი გყავს მხედველობაში მასზე ლუბოი მეცეხემ იცოდა მაშინ.იმის თქმა მინდა რომ არავინ არიყო მაგდროისთვის ბიძინა.

  1. ნეტავი რა განსხვავებაა მიშისტობასა და ლიბერალობას შორის? რაც შეეხება მეუფე დიმიტრის ლიბერალობა არალიბერალობას დაუშვათ რომ არ არის ლიბერალი _ მისი ხმა ვინმეს გახსოვთ რომ ამოეღოს 9 წლის მანძილზე? ერთადერთი \\\”დამსახურება\\\” მისი ის არის, რომ პატრიარქის ძმიშვილია!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნინა ვაშაკიძე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here