Home რუბრიკები პოლიტიკა ეს არ არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის დასაწყისი, უბრალოდ ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს და იქნება...

ეს არ არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის დასაწყისი, უბრალოდ ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს და იქნება ძალიან ხალგრძლივი პაუზა

591

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავსირებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამით საქართველო დიდი სარგებელს მიიღებს. მისი თქმით, ქვეყანა ნელნელა თავის ისტორიულ ოჯახს უბრუნდება და მთლიანობაში ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია.

„საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის ექსპერტ სოსო ცინცაძეს დაუკავშირდა.

სოსო ცინცაძე:- რა გითხრათ, უკვე დღეს მესმის ხელისუფლებისგან, რომ საქართველო ევროპას უბრუნდება, რომ ისტორიულ ოჯახში შევდივართ და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ლირიკაა. რეალურად მათ თავი უნდა შეიკავონ ზედმეტი სიხარულისა და ეიფორიისგან, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ეს რა თქმა უნდა, არის გარკვეულწილად წინგადადგმული ნაბიჯი.

რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, ზოგს ჰგონია, რომ გაგვიხსნეს საზრღვრები, წავა ევროპაში და ფულს გააკეთებს, ასე არ არის. ხალხს უნდა აუხსნან, რომ აქ საუბარია ძირითადად ტურისტულ ვიზებზე.  ახლა ვეკითხები იმ ხალხს, ვინც ეს დღეებია, ხბოს აღტაცებაშია: რამდენ ადამიანს იცნობთ თქვენს სანაცნობოში და საახლობლოში, რომელიც მზადაა, სამი თვით წავიდეს ევროპაში და დაათვალიეროს ვერსალის, ვენეციის, რომის, რურის, ბერლინის სასახლეები?! ჩემი აზრით, ეს არ არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის დასაწყისი, უბრალოდ ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს და იქნება ძალიან ხალგრძლივი პაუზა, უკეთეს შემთხვევაში…

–  საფრთეებზე რას ფიქრობთ, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება ამას ჩვენთვის მოჰყვეს?

–  საფრთხეებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება, ევროპაში წასვლის მსურველი ადამიანების სულ ცოტა 80 პროცენტი იქ ჩადის არა ტურისტად, არამედ იმ მიზნით, რომ სამუშაო იშოვოს, შესაბამისად ისინი პოტენციური არალეგალები არიან. პირადად ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის სიმბოლური პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც გარღვევად არ ჩაითვლება, მით უმეტეს დღევანდელი მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითერბიდან გამომდინარე. 10-15 წლის წინ რომ გადადგმულიყო ეს ნაბიჯი, სხვა იქნებოდა, მაგრამ დღევანდელი ევროპა უკვე სულ სხვა სივრცეა და სულ ხსვა მოცემულობაა… 

1 COMMENT

  1. მე მეშინია ის საწყალი ჩვენი არალეგალი ემიგრანტები არ გამოყარონ! თორემ ჩვენ გაჭივრებულ ხალხს რა ეექსკურიებათ !!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here