Home რუბრიკები პოლიტიკა ვიზალიბერალიზაციაზე ატეხილი აჟიოტაჟი – საზოგადოებით მანიპულირება და ტვინის გამორეცხვა

ვიზალიბერალიზაციაზე ატეხილი აჟიოტაჟი – საზოგადოებით მანიპულირება და ტვინის გამორეცხვა

557

მემარცხენე აქტივისტი გიორგი მდივანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც საუბრობს ვიზალიბერალიზაციის გარშემო ატეხილ აყალ-მაყალზე. 

”ვიზალიბერალიზაციის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს მმართველი კლასი/ხელისუფლება საზოგადოების ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენებისკენ – ანუ როგორ ხდება საზოგადოების მანიპულირება და ტვინის გამორეცხვა.

➡ 250 ათასზე მეტი ქართული ოჯახი გამოსახლების პირასაა და დღე დღეზე დაკარგავს ბინას.

➡ საქართველოს მოსახლობის 80%-ს საკუთარი შემოსავლიდან არაფერი არ რჩება და ყოველი მეშვიდე ნასესხები ფულით ი კ ვ ე ბ ე ბ ა!

➡ საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს!

➡ მ ი ლ ი ო ნ ი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ანუ ელემენტარული, ღირსებული ცხოვრების ფუნდამენტური უფლება აქვს წართმეული.

➡ ამ ყველაფრის ფონზე ტერორისტი მევახშეები (კომერციული ბანკები) რეკორდულ მოგებაზე გადიან.

ამ სიის გაგრძელება შეიძლება.

ვიზალიბერალიზაციის შეგეგი არის შერჩევითი – ანუ ამით ისარგებლენ მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ევროკავშირში სამოგზაურო თანხა გააჩნია, რაც საქართველოს მოსახლეობის 15-20%-ს არ აღემატება. ვიზალიბერალიზაცია ჩაგრულ, გაღატაკებულ, ღირსებაშელახულ ხალხს ოდნავადაც ვერ შეუმსუბუქებს იმ საშენილ ყოფას, რაშიც ისინი აგერ უკვე რამდენი ხანია არიან!“ – წერს მდივანი. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here