Home რუბრიკები პოლიტიკა რას გვერჩის ”გირჩი”?

რას გვერჩის \”გირჩი\”?

587

ევრონიუსის მიერ ეს-ესაა გავრცელებული ინფორმაციით, კოლუმბიის მთავრობამ ადგილობრივ ფერმერებს მიმართა წინადადებით, რომ ყოველთვიურად გადაუხდის 350 დოლარს, მარიხუანას მოყვანაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

ცნობისთვის: ნარკოტიკების წარმოება კოლუმბიაში ფართოდაა გავრცელებული: 1993-1999 წლებში ეს ქვეყანა კოკას და კოკაინის ძირითად მწარმოებლად ჩამოყალიბდა მსოფლიო მასშტაბით.

2006 წლის მონაცემებით ამ კულტურის წარმოებით დაკავებული იყო 67000 საოჯახო მეურნეობა.

1970 წლების შუა ხანს, 16 თვის განმავლობაში ერთ-ერთმა ბანდამ, სახელწოდებით “შავი თინუსი”, რომელიც მაიამიში იყო დაბანაკებული, აშშ-ში შეიტანა 500-ზე მეტი ტონა მარიხუანა.

ნარკოტიკები კოლუმბიაში აკრძალულია 1914 წლიდან, რომლის მიხედვით დაუშვებელია ოპიატებისა და კოკაინის წარმოება და მოხმარება. 1937 წელს კანონში შეიტანეს ცვლილებები მარიხუანის, თამბაქოსა და ალკოჰოლის, 1964 და 1968 წლებში კი სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და სტიმულატორებთან, ანტიდეპრესანტებთან, ჰალუციოგენებთან და ა.შ. დაკავშირებით.

ნაცების ძირზე აღმოცენებული ჩვენი გირჩელები კი ამ კულტურის მოყვანა-გავრცელების მოთხოვნით სულელურ აქციებს მართავენ. გაუგებარია: თავად აცხადებენ, თესლები ვართო, ნაძვის, ანუ გირჩი. მაშ, მიხედონ მწვანე დედოფალს, მარიხანას თავსატეხი კი კოლუმბიას დაუტოვონ, ქვეყანას, სადაც ამ კულტურის წარმოება ტრადიციულად მოსდგამთ.

იქ ამოძირკვის პოლიტიკას განახორციელებენ, აქ დანერგვასა და გავრცელებას გვახვევენ თავს.

ხელისუფლება კი ისე უყურებს, თითქოს ბავშვები ანცობენ.

 

 

 

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here