Home რუბრიკები პოლიტიკა ლავროვი: რუსეთი არასდროს ყოფილა დაინტერესებული ევროკავშირის დაშლით

ლავროვი: რუსეთი არასდროს ყოფილა დაინტერესებული ევროკავშირის დაშლით

464

25 იანვარსრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ვლადიმერ პუტინის სიტყვები და აღნისნა, რომ მოსკოვს ყოველთვის სურდა ევროკავშირი ენახა ერთიანი, ძლიერი და მდგრადი. „მე ძალიან მაკვირვებს განცხადებები, კითხვები და კომენტარები იმის შესახებ, თითქოს რუსეთი მუშაობს ევროკავშირის დაშლის საკითხზე, რომ აშშ-ში დემოკრატების ეპოქას ბოლო  რუსეთმა მოუღო და ახლა აპირებს იგივე გააკეთოს გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში და სხვა ქვეყნებში. ამ მოსაზრებებს კი ამყარებს მოლაყბე, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებები“. – განაცხადა ლავროვმა. 

რუსეთს სურს, რომ ევროკავშირის ქვეყნები არ მოექცნენ რუსოფობი დაჯგუფებების ზეგავლენების ქვეშ, რომლებიც სპეკულიანტობენ სოლიდარობის პრინციპებზე აპელირებით.ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პოლიტიკაზე გადავა. „ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ბიზნეს და სამეცნიერო წრეებში იზრდება მოთხოვნა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ბრიუსელი შეძლებს პრიორიტეტების განსაზღვრას და არ აყვება იმ ვიწრო აგრესიულ ანტირუსულ ჯგუფს“, – დასძინა ლავროვმა.

მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან სხვა ქვეყნების საქმეების ჩაურევლობის ხაზს გაჰყვება, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.  „ვიმედოვნებთ, რომ დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა თავის განზრახვაზე პირველ რიგში გადაწყვიტოს ამერიკის პრობლემები და უარი თქვას სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაზე, დაიცავს ამ ხაზს“, – აღნიშნა ლავროვმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here