Home რუბრიკები პოლიტიკა რა დამსახურებისთვის მიიღო ფიიონის ცოლმა 500 ათასი ევრო საპარლამენტო ფონდიდან

რა დამსახურებისთვის მიიღო ფიიონის ცოლმა 500 ათასი ევრო საპარლამენტო ფონდიდან

673

საფრანგეთის ექსპრემიერმინისტრის და პრეზიდენტობის კანდიდატის ფრანსუა ფიიონის ცოლმა პენელოპამ დაახლოებით ათი წლის განმავლობაში საპარლამენტო ფონდებიდან, რომელზეც ხელი მის მეუღლეს მიუწვდებოდა, 500 ათასამდე ევრო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Politico ფრანგულ სატირულ ჟურნალზე Canard Enchaine-ე დაყრდნობით.

საფრანგეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ფრანსუა ფიიონი სარკოზის პარტიის, რესპულიკელების კანდიდატია ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის პირველი ტურიც აპრილში უნდა ჩატარდეს. 

გამოცემის ცნობით, პენელოპა ფულს 1992-2002 წლებში იღებდა დეპუტატების ანაზღაურებისთვის განკუთვნილი ფონდებიდან. მაშინ ფრანსუა ფიიონი პარლამენტის წევრი იყო. 

აღნიშნულია, რომ ოჯახის წევრების მთავრობაში დასაქმება კანონს არ ეწინააღმდეგება, თუკი სამუშაო ფიქტიური არ არის. გამოცემა წერს, რომ პენელოპა ფიიონი ამ თანხებს რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა და სხვადასხვა პოზიციაზე იყო გაფორმებული, თუმცა პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ის ამა თუ იმ თანამდებობაზე ნამდვილად მუშაობდა – არ არის. 

ფიიონის წარმომადგენელმა სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ პენელობა ყველა ჩამოთვლილ პოზიციაზე ნამდვილად მუშაობდა, უბრალოდ ყოფილი პრემიერის მეუღლეს არ უყვარს საკუთარი საქმიანობის რეკლამირება.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here