Home რუბრიკები პოლიტიკა მერკელის კონკურენტი კანცლერის არჩევნებში მარტინ შულცი იქნება

მერკელის კონკურენტი კანცლერის არჩევნებში მარტინ შულცი იქნება

493

2017 წლის გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის მთავარი კონკურენტი ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მარტინ შულცი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

მერკელი კანცლერობისთვის მეოთხედ იბრძვის. თუ ის ამჯერადაც  გაიმარჯვებს, გაიმეორებს რეკორდს, რომელიც დაამყარა ჰელმუტ კოლმა. ის კანცლერის თანამდებობაზე ყველაზე დიდხანს იყო.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეკანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა არჩევნებში კანცლერობის კანდიდატად პარტიას მარტინ შულცი შესთავაზა. თავად გაბრიელმა ამ როლზე უარი თქვა.

60 წლის გერმანელი პოლიტიკოსი მარტინ შულცი 1994 წლის შემდეგ ევროპარლამენტის დეპუტატია, ევროპარლამენტის თავმჯდომარე კი 2012 წელს გახდა. შარშან ნოემბერში მან განაცხადა, რომ ამ თანამდებობას დატოვებდა და გერმანიის არჩევნებში “სოციალ-დემოკრატების” პარტიული სიით მიიღებდა მონაწილეობას. 2017 წლის 18 იანვარს ევროპარლამენტის თავმჯდომარედ ანტონიო აიანი აირჩიეს.      

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში, რომლის ჩატარებაც 2017 წლის 24 სექტემბერს იგეგმება მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის სახელით მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას.

პირველი შტორმი, რომელიც მერკელს ემუქრება, “ბრექსიტია”. დიდი ბრიტანეთი ემშვიდობება ევროკავშირს ყველაზე უფრო მკაცრი სცენარით. სეცესია გაჩერებაზე უფრო მეტს ნიშნავს. ერთი ნაბიჯის უკან გადადგმით ბერლინი გაბედნიერდება, რადგან აღკვეთს ბრიტანული სენის შემდგომ გავრცელებას.

მეორე შტორმი შენგენის დასრულებაა, პორტუგალიიდან პოლონეთში უპასპორტო მოგზაურობისა. შარშან, როცა ლტოლვილები ევროპისკენ დაიძრნენ, მერკელი ემუდარებოდა ევროკავშირის დედაქალაქებს, გაენაწილებინათ ეს ტვირთი, მაგრამ მათ გადაკეტეს თავიანთი საზღვრები. ეროვნულმა ეგოიზმმა კოლექტიური სოლიდარობა დაჯაბნა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, დასრულება კიდევ ერთი ოცნება.

მესამე პრობლემა დაკავშირებულია ევროსთან. შენგენის მსგავსად, ერთიანი ვალუტა დაუძლეველი საქმე აღმოჩნდა. გერმანიის გარდა, დანარჩენი ევროპა უარს ამბობს, აღადგინოს კონკურენტუნარიანობა და თავისი ანგარებიანი მიზნების ერთგული რჩება. საბერძნეთისთვის დახმარების გაწევა იოლია, მაგრამ, თუ რომი დაეცემა, ევროც გარდაიცვლება.

მეოთხე გამოწვევა ტრამპის ამერიკაა. არჩეული პრეზიდენტი დაემუქრა ევროპას, რომ ბოლოს მოუღებს ლიბერალურ წესრიგს, რომელსაც აშშ 70 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა. იგი თავისუფალი ვაჭრობის ნაცვლად პროტექციონიზმს დაჰპირდა და თავის მოკავშირეებს განუცხადა: გადაიხადეთ, ან უარს ვიტყვით თქვენზე. ტრამპს სურს, ლოიალური იყოს პუტინთან და “გარიგების ხელოვნების” თავისი უნარი გამოიყენოს ჩინელებთან ურთიერთობაში. თუ იგი შეძლებს აშშ-თან სამთა კავშირში გააერთიანოს ეს ორი გლობალური რევიზიონისტული გიგანტი, ევროპა მეორე პლანზე გადაიწევს.

ეს ოთხივე შტორმი ერთდროულად თავს დაატყდება მერკელს. მან უნდა გამოიყენოს მისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება წარმატების მისაღწევად, რათა განამტკიცოს კოალიცია. მან უნდა მოახერხოს საფრანგეთის პრეზიდენტად ფრანსუა ოლანდის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად კი ტერეზა მეის არჩევა. გერმანია ყოველთვის იყო ძლიერი, მაგრამ არასოდეს ჰქონდა საკმარისი ზალა მარტო მოქმედებისა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა ამერიკის გარეშე მოსკოვის გეოპოლიტიკური ოცნება იყო იოსებ სტალინიდან მოყოლებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here