Home რუბრიკები პოლიტიკა სანდრო ბრეგაძე: მარგველაშვილო და ჩიჩუა!!!! ფეხქვეშ მიწა უნდა გეწვოდეთ გარყვნილო არაადამიანებო!!

სანდრო ბრეგაძე: მარგველაშვილო და ჩიჩუა!!!! ფეხქვეშ მიწა უნდა გეწვოდეთ გარყვნილო არაადამიანებო!!

843

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტისა და პირველი ლედის უცხოურ ვოიაჟებს. 


,,მარგველაშვილო და ჩიჩუა!!!! ამ ფოტოს დახედეთ თქვე არაადამიანებო. მაშინ როდესაც ბრაზილიაში სასტუმროს ნომერში 35000 იხდიდით და რიოს სანაპიროზე გრიალში 300000 დახარჯეთ ქართველები საჭმლის საძიებლად ნაგვის ბუნკერში იქექებიან. ფეხქვეშ მიწა უნდა გეწვოდეთ გარყვნილო არაადამიანებო,ნებისმიერი თავმოყვარე საზოგადოება ყურით გამოგათრევდათ მაგ 100 მილიონიანი სასახლიდან. ან კვირიკაშვილს მინდა ვკითხო—5 მილიონს აეროსმიტს რომ აძლევ ბაბუაშენის დანატოვარი ხომ არ გგონია??? ნუთუ საერთოდ არ გრცხვენია ან ღამე როგორ გძინავს???? და ბოლოს ქართველ მილიარდელ-მილიონერებს მინდა მივმართო—სულ რათაც 2 მილიონია საჭირო წელიწადში,რომ თქვენმა თანამემამულეებმა არ იშიმშილონ,ყველა მოკვდავი ხართ და საფლავში წაიღებთ მაგ ფულებს???? შექმენით ფონდი და დაამთავრეთ ხალხის ნაგავში ქექვა,ღმერთის არ გწამთ????”“- წერს სანდრო გრეგაძე.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ოპოზიციურ რიგებში მას შემდეგ იმყოფება, რაც მან თანამდებობა დატოვა. თავის დროზე სანდრო ბრეგაძემ  თანამდებობიდან გათავისუფლება ახსნა იმით, რომ მას “პრინციპებზე უარის თქმა” მოსთხოვეს და ამის გამო გადადგა.”მე გადავდექი. უფრო სწორედ, ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა. დიახ, ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება” – განაცხადა ბრეგაძემ სოციალურ ქსელში.

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ani Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here