Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ დაივიწყა სანდრამ, როგორ ფორთხავდა მისი „ძალგულოვანი“ მეუღლე გორში

რატომ დაივიწყა სანდრამ, როგორ ფორთხავდა მისი „ძალგულოვანი“ მეუღლე გორში

“არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა” – სწორედ ეს ქართული ანდაზა შეეფერება “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც 9 წლის განმავლობაში ტყუილითა და ძალადობით მართავდა ქვეყანას და ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები, როგორც ჩანს, კვლავაც აპირებენ საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას.

“იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც ეშინია ზოგიერს ამ ქვეყანაზე. მისი თითოეული აშენებული შენობის, ხიდის, ყველაფერის ეშინიათ. რაც უნდა სცადონ, რომ მიშა შეასუსტონ, პირიქით შედეგს მიიღებენ. თქვენ იცით, რომ მიშა ყველაზე მობილიზებულია, როცა წინააღმდეგობა შეხვდება. რაც არ უნდა გაუკეთონ მიშას, გინდა მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც ქართველი რჩება, იმიტომ რომ მისი გული საქართველოსთვის სცემს. რაც უნდა ქონება წაართვან ან სახლი, დარწმუნებული ვარ რომ ყველგან, თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის იქნება პატარა მყუდრო ადგილი, ყველი და პური და სითბო. რაც არ უნდა წაართვან, გინდა თანამდებობა, გინდა თავმჯდომარეობა, ამასაც ამდენი მნიშვნელობა არა აქვს სადაც მიშა არის, იქ ქმნის ამინდს, არის წამყვანი ძალა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, _ განაცხადა სანდრა რულოვსმა 20 იანვარს “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გამოსვლისას.

ქართველი ხალხის სისხლში ხელგასვრილი და ტერიტორიების დამკარგავი მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს, ეტყობა, ჰგონია, რომ ქართველ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს და დაავიწყდა, ვის ეშინია ჩრდილის და ვის – არა; დაავიწყდა, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე როგორი შეშინებული ფორთხავდა მიშა გორში 2008 წლის აგვისტოში  საფრანგეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის – ბერნარ კუშნერისა და უამრავი ტელეკამერის წინაშე. ან, განა სანდრა რულოვსის ძალგულოვანი მეუღლე არ იყო კუდამოძუებული რომ გაიქცა საქართველოდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა, ქართველი ხალხის მრისხანებას  და ქართული მართლმსაჯულებას დამალვოდა?

რაც შეეხება “ამინდის შექმნას“ და „წამყვან ძალობას“, არამხოლოდ საქართველოში 9-წლიანი ბოგინის, არამედ  ამერიკელი პატრონების მიერ ოდესის გუბერნატორად დასმის შემდეგაც მშენივრად გამოჩნდა,  რისი შემქმნელი და გამკეთებელია სააკაშვილი. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც დააჯერეს ან უნდათ, დააჯერონ, რომ მიშა მაგარია, “მიშას ჩრდილისაც კი ეშინია ზოგიერთს”…

ნეტარ არიან მორწმუნენი!..

 

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here