Home რუბრიკები პოლიტიკა ვაშინგტონს ფერადი რევოლუციის სიომ ჩამოუქროლა

ვაშინგტონს ფერადი რევოლუციის სიომ ჩამოუქროლა

469

აქტივისტების რამდენიმე ჯგუფმა  განაცხადა, რომ შეეცდებიან ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლასერთერთი ჯგუფის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში დაუფარავად წერს, რომ სურვილი აქვს, ქვეყანაში ამბოხების ხანძარი ააგიზგიზოს

სისტემა არასისტემური მეთოდებით ებრძვის არასისტემურ დონალდ ტრამპს – ლეგალურად არაფერი გამოვიდა. ადამიანები საშინლად დაიღალნენ ამერიკის ისტებლიშმენტისგან და აირჩიეს ალტერნატიული ლიდერი – ექსტრავაგანტური მილიარდერი, რომლის მოსაზრებები ე.წ. ლიბერალი ამერიკელებისგან სრულიად განსხვავებულია.

ინაუგურაციამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და, რაც უფრო ახლოვდება ეს საკვანძო მოვლენა, მით მეტად ძლიერდება სურვილი, ჩაუშხამონ ტრიუმფატორს ინაუგურაცია, რადგან სხვა არაფერი გამოუვიდათ. ტრამპს ხომ მტერი საკმარისზე მეტი ჰყავს ვაშინტონის აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელობაში? ის ძალიან პოპულარული და, ასე ვთქვათ, კაშკაშა პიროვნებაა: ტრამპს ან აღმერთებენ, ან საშინლად სძულთ, გულგრილები უმცირესობაში არიან.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/trampi-a.jpg

“კოჭლი იხვი” ცდილობს, “შავი ნიშანი” დაადოს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს. ყველგან დაუგეს  ნაღმები და ხაფანგები, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაშიც. ამაზე ბარაკ ობამას გუნდი შეუპოვრად და თავდაუზოგავად მუშაობდა ბოლო თვეების განმავლობაში. და ტრამპისთვის რისკები არის, უზრუნველყვეს. მათ შორის, თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცების მიმართულებით.

რთული გასარკვევია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვინ დგას ამის უკან – ტრამპის მოძულე ცალკეული ენთუზიასტები თუ სისტემური ძალები, რომლებიც ვერ შეეგუვნენ დამარცხებას. ამას ისტორია გაარკვევს.

სახელმწიფოს ახალარჩეული მეთაურისა და მისი კოლეგებისთვის საგანგაშო ინფორმაცია ზვავივით აგორდა. მაგალითად, The Washington Timesის ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ, ვინც ინაუგურაციის დღეს საპროტესტო აქციაში მონაწილეობას მიიღებს, საკმაო თანხას გადაუხდიან – 50 დოლარს საათში. ასეთი განცხადებები გაჩნდა აშშის 20-ზე მეტ ქალაქში. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს განცხადება “ფეიკია”, ანუ ფალსიფიკაცია, მაგრამ სად არის გარანტია? მით უმეტეს, რომ მოქალაქეთა უფლებების დამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციის აქტივისტებმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადეს, რომ ტრამპის საწინააღმდეგო აქციების კვირეულის მოწყობას აპირებენ. დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერმა პრესამაც განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეთათვის თანხის გადახდის შესახებ ინფორმაცია ბანალური სიყალბეა, მაგრამ აქ საკითხავია, რატომ ზრუნავს ტრამპზე მისი დაუძინებელი პოლიტიკური მტერი ან საიდან ასეთი ინფორმირებულობა? ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, მიმართულია ტრამპისა და მისი გარემოცვის ყურადღების მოსადუნებლად – განა დღეს პრესისა და ინტერნეტის ეპოქაში ცოტა ვინმეს შეუძლია თავისი ტექსტის გავრცელება? ეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ ისიც ხომ ცნობილია, რომ აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფს განზრახული აქვს ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლა? ერთ-ერთი მათგანი საჯაროდ წერს სოციალურ ქსელში თავის სურვილზე, ქვეყანაში ამბოხების ხანძარი ააგიზგიზოს.

ამჟამინდელ დროებაში უკვე მოძველდა ფორმულა, რომლის თანახმადაც რევოლუციას იწყებენ იდეალისტები, ახორციელებენ რომანტიკოსები, შედეგებს კი იმკიან არამზადები, რომლებიც სწორედ მსგავსი პროცესების სათავეებთან დგანან, შემდეგ კი შედეგებს სათავისოდ იყენებენ. და მხოლოდ რომანტიკოსებს რჩებათ საზარბაზნე ხორცის როლი. ასე რომ, აქტივისტები, რომლებიც მზად არიან ქვეყანაში ამბოხების ხანძარი ააგიზგიზონ ტრამპის არჩევის გამო, სრულიად შესაძლებელია საპროტესტო აქციების ცინიკური და გულუხვად დაფინანსებული ორგანიზატორები იყვნენ. ისიც ხომ ცხადია,რომ ბევრია ასეთი საპროტესტო აქციების დაფინანსების მსურველი.

ცეცხლზე ნავთი დაასხა CNNმა, თითქოს შური იძიაო თავისი ჟურნალისტის გამო, რომელსაც ტრამპმა არ მოუსმინა თავის პირველ პრესკონფერენციაზე. ამ ტელევიზიამ დაიწყო სპეკულაცია თემაზე, რომ, თუ ტრამპს ხელისუფლების გადაცემის მომენტში მოკლავენ, აშშის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ობამას მიერ დანიშნული კაცი. ამ ფონზე დემოკრატიული პარტიიდან რამდენიმე ათეული კონგრესმენის უარი ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობაზე ბავშვურ ცელქობად ჩანდს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოლდოვას პრეზიდენტად იგორ დოდონთან შეხვედრისას აშშ-ში განვითარებული ბოლო მოვლენები შეაფასა და მათ ამერიკელი პოლიტიკური ელიტის დეგრადაცია უწოდა. რუსეთის ლიდერის აზრით, ამ პროვოკაციების ინიციატორებს სურთ, არჩეული პრეზიდენტების ლეგიტიმაციას ძირი გამოუთხარონ ან კიევის მსგავსად მოაწყონ “მაიდანი” ვაშინგტონშიც, რათა ტრამპს თანამდებობის დაკავების საშუალება არ მიეცეს. ასეთი “ღონისძიების” ჩატარების გამოცდილება კი მათ საკმარისზე მეტი აქვთ – ვაშინგტონი ხომ ამის სპეციალისტია. როგორც ჩანს, პრობლემა არის ის, რომ ობამას გუნდს, რომელმაც ძალაუფლება დაკარგა, პიროვნული წყენის გამო შურისძიება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისა და დანარჩენი მსოფლიოს ინტერესები.

ცნობისათვის: აშშის 45- პრეზიდენტის _ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება. დილით ადრე დონალდ ტრამპი და ვიცეპრეზიდენტი მაიკლ პენსი ოჯახებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიას ეწვევიან. ამის შემდეგ ბარაკ და მიშელ ობამები ტრამპსა და მის მეუღლეს თეთრ სახლში მიიღებენ.

თბილისის დროით 18:30 საათზე ინაუგურაციის ცერემონია გაიხსნება მუსიკალური პერფორმანსით.

თბილისის დროით 21:00 საათზე ტრამპი ფიცს დადებს აშშის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარ გლოვერ რობერტსის თანდასწრებით. ინაუგურაციას დაესწრებიან აშშის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები. აგრეთვე, აშშის ყოფილი პრეზიდენტები _ ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუშიუმცროსი

აშშის ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს 16 წლის მომღერალი ჯეკი ივანკო,

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here