Home რუბრიკები პოლიტიკა ”მაიდანი ვაშინგტონში”: პუტინმა ისაუბრა, როგორ ცდილობენ აშშ-ში ტრამპისთვის ხელის შეშლას

\”მაიდანი ვაშინგტონში\”: პუტინმა ისაუბრა, როგორ ცდილობენ აშშ-ში ტრამპისთვის ხელის შეშლას

460

“აშშ-ში გარკვეულ ძალებს სურთ, ძირი გამოუთხარონ დონალდ ტრამპის არჩევის ლეგიტიმურობას. რჩება შთაბეჭდილება, რომ კიევში გავარჯიშების შემდეგ მზად არიან, მაიდანი ამერიკაში მოაწყონ, ოღონდ არ დაუშვან პრეზიდენტის სავარძელში რესპუბლიკელის ჩაჯდომა”, _ განაცხადა 17 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადების თანახმად, ტრამპის მოწინააღმდეგენი, სულ ცოტა, ორი ამოცანის გადაჭრას ცდილობენ: პირველი _ ძირი გამოუთხარონ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას; მეორე ამოცანაა ახალარჩეული პრეზიდენტისთვის ხელ-ფეხის შეკვრა იმ დაპირებების შესრულებაში, რომლებიც მან წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გასცა.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთს აქვს კომპრომატი ახალარჩეულ პრეზიდენტზე, პუტინმა ფალსიფიკაცია უწოდა. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთში ტრამპის ვიზიტი  რამდენიმე წლის წინათ გაიმართა, როდესაც ტრამპი ჯერ კიდევ არ იყო პოლიტიკური მოღვაწე. “რა, ვიღაც ფიქრობს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები თითოეულ ამერიკელ მილიარდერს კუდში დასდევენ? ეს ასე არ არის! ეს სრული ბოდვაა!” _ განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა.

ტრამპის რეპუტაციის შემლახველი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება კი, პუტინის აზრით, ამერიკის პოლიტიკური ელიტის დეგრადაციაზე მიანიშნებს.

“ადამიანები, რომლებიც უკვეთავენ ასეთ სიყალბეებს, როგორსაც ახლა ავრცელებენ აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ და იყენებენ პოლიტიკურ ბრძოლაში, მეძავებზე უარესები არიან. მათ საერთოდ არ აქვთ მორალური შეზღუდვები”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ანონიმური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ვიღაც “რუს აგენტებს” თითქოს აქვს ტრამპის მაკომპრომეტებელი ინფორმაცია, ინტერნეტრესურსმა

BuzzFeed-მა გამოაქვეყნა. ავტორი კი აღმოჩნდა ბრიტანეთის სპეცსამსახურის _ “მი-6”-ის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად ლონდონური საგამოძიებო კომპანია “ორბისის” თანადამფუძნებელი, 52 წლის კრისტოფერ სტილი. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here