Home რუბრიკები საზოგადოება სტამბოლში ღამის კლუბზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით 5 პირი დააკავეს

სტამბოლში ღამის კლუბზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით 5 პირი დააკავეს

492

სტამბოლში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ახალი წლის ღამეს, კლუბ „რეინაში“ განხორციელებული ტერაქტის ორგანიზება ედებათ. 

ერთ -ერთი მათგანი უზბეკეთის მოქალაქე აბდულგადირ მაშარიპოვია, რომელიც ესენიურტის რაიონში მეგობრის სახლში იმალებოდა. სპეცოპერაცია ესენტიურის რაიონში ჩატარდა. დაკავებისას ეჭვმიტანილთან ერთად მისი 4 წლის ვაჟი იმყოფებოდა. მასშტაბური ტერორისტული აქტი სტამბოლში ახალი წლის ღამეს განხორციელდა. ტერორისტმა ღამის კლუბ რეინაში ცეცხლი გახსნა, სისხლიანი თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 50 -მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და დაკავებულიც სავარაუდოდ, ტერორისტთა რიგებშია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here