Home რუბრიკები პოლიტიკა ლიტვა კალინინგრადის სასაზღვრო მონაკვეთზე კედლის აშენებას გეგმავს

ლიტვა კალინინგრადის სასაზღვრო მონაკვეთზე კედლის აშენებას გეგმავს

475

ლიტვა რუსეთის საზღვარზე დამცავ კედელს ააშენებს. „რუსული მხარე გამოდის ნებისმიერი ინიციატივის მხარდასაჭერად, რომელიც ეხება საზღვის უსაფრთხოების, გამჭირვალობისა და კონტრაბანდის შემოსვლასთან დაკავშირებულ არსებულ პრობლემებს“. – განაცხადა კალინინგრადის ოლქის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ანტონ ალიხანოვმა ტელეკომპანია „Россия 24“-თან ეთერში.

ლიტვური მხარის თქმით, შესაბამისი ხარჯები 2017 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. თუმცა ალიხანოვი მიიჩნევს, რომ 135 კილომეტრიანი სასაზღვრო კედლის მშენებლობისთვის არ იქნება საკმარისი გამოყოფილი თანხა, რომელიც 3.6 მილიონ ევროს უტოლდება. ლიტვა კალინინგრადთან გამყოფ ზოლს თვალთვალის თანამედროვე სისტემით აღჭურვავს, რაც ლიტვის ხელისუფლების თქმით, ქვეყანაში არალეგალებისა და კონტრაბანდის შედინებას აღკვეთს. ამაზე კომენტარი ალიხანოვმაც გააკეთა და თქვა, რომ „ რომ ეს ან უბრალოდ არასწორი ინტერპრეტაციიაა გაჟღერებული ინფორმაციის, ან კიდევ ერთი მცდებობა მოახდინონ მასმედიაზე შთაბეჭდილება“. რუსული მხარის განმარტებით, უსაფრთხოების საკითხებზე ძრუნვა ორივე მხარის ინტერესებში შედის და მიესალმებიან ამგვარ ინიციატივას მეზობელთან. 


წყარო: informpskov.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here