Home რუბრიკები საზოგადოება სასულიერო პირები ილია მეორის დაცვის სამსახურის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ

სასულიერო პირები ილია მეორის დაცვის სამსახურის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ

504

პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი გარკვეული სასულიერო პირების ნაწილის მხრიდან პატრიარქის დაცვის მიმართ უკმაყოფილებას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას უკავშირებს. 

როგორც ოხანაშვილი ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ზოგიერთი მღვდელმთავარი უსაფრთხოების წესების გაძლიერებას მიესალმება, ზოგიერთი კი თაკილობს.

”მას შემდეც, რაც ”ისლამური სახელმწიფო” შეიქმნა და მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხეები ძალიან მასშტაბური გახდა, რა თქმა უნდა, ჩვენმა სამსახურებმა, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტა, გარკვეული სახის ღონისძიებები გაეტარებინა. მითუმეტეს, რომ საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს ”ხალიფატის” ზოგიერთი წარმომადგენლის ღია მუქარა, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგაც იყო მიმართული. დავიწყეთ საპატრიარქოში შემავალი მანქანების ე.წ. სარკეებით შემოწმება (სტანდარტული პროცედურაა ნაღმის აღმოსაჩენად და ერთი მანქანის შემოწმებას 7-8 წამი სჭირდება), ძალიან ბევრი მღვდელმთავარი ასეთ ზომებს მოწონებით შეხვდა, თუმცა ზოგი თაკილობს – ვის უბედავთ, მე ნაღმის შემოტანას როგორ ვიკადრებო და ა.შ. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ღვთისმსახურს რაიმე საფრთხის შექმნა უნდოდეს, მაგრამ წარმოიდგინეთ: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია რესტორან ”ქალაქურიდან” (რომელიც საპატრიარქოს მეზობლადაა) დააკვირდეს საპატრიარქოში შემავალ მანქანებს, რომელი მოწმდება და რომელი – არა. უკვე ქუჩაში გაჩერებული მანქანის ქვეშ ნაღმის ჩადება დღეს ძნელი არ არის”, – აცხადებს ოხანაშვილი.

მისივე თქმით, სასულიერო პირებში უკმაყოფილება გამოიწვია სამების საკათედრო ტაძარში ე.წ. სკანერების დადგმის იდეამაც.

”ასევე გვინდოდა, დიდ დღესასწაულებში, მაგალითად, შობას და აღდგომას, სამებაში უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად ე.წ. სკანერები დაგვედგა. სახელმწიფო მზად იყო, დაგვხმარებოდა, თუმცა წინააღმდეგობას კვლავ ”შიგნით” გადავაწყდით და იძულებული გავხდი, განზრახვაზე ხელი ამეღო”, – აღნიშნავს ოხანაშვილი. 








LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here