Home რუბრიკები საზოგადოება ეროვნული ხელისუფლება სამშობლოს მომავალს ზნედაცემულ დასავლეთს არ დაუკავშირებს

ეროვნული ხელისუფლება სამშობლოს მომავალს ზნედაცემულ დასავლეთს არ დაუკავშირებს

2016 წლის ნოემბერში ჩემი წერილისრუსეთის ფაქტორი _ ტესტი პატრიოტიზმზე ლიბერასტებისთვისგამოქვეყნებისთანავე (იხ. “საქართველო და მსოფლიო”, #43, 23-29 ნოემბერი, 2016 .) დამიკავშირდა პიროვნება, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა და განმიცხადა: ,,მე ვიყავი დსთში მყოფი საქართველოს პატიმარი 2005-2007 წლებში”.

ამ ლოგიკით სააკაშვილის მანიაკური მმართველობა დსთ-ში საქართველოს შესვლასთან ყოფილა დაკავშირებული. მის მიერ განხორციელებული ვანდალიზმი და მკვლელობები სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის, გურამ შარაძის, როინ შავაძის, დათო ცინდელიანისა და სხვა ათობით უდანაშაულო ადამიანის დსთ-ს უკავშირდება? არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ხელისუფლებაში მსგავსი მანიაკების კასტა არ ჰყოლია. საქართველო დსთ-დან 2009 წლის 12 აგვისტოს გავიდა. ამ პერიოდში ნაცები ავტოკრატიის ფაზაში იყვნენ და პატიმართა რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე იყო. სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა თავის სამოქმედო პროგრამად გამოაცხადა და 2003-2009 წლებში 69 კაცი დახვრიტა.

2009 წლის შემდეგ გია კრიალაშვილის, ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის მკვლელობები, ლაფანყურის სპეცოპერაცია, აფეთქების პროვოცირება ამერიკის საელჩოსთან რომელ გაერთიანებას უკავშირდება? სააკაშვილი იყო და არის შევარდნაძის გზის გამგრძელებელი ამერიკული პროექტი. სააკაშვილის შესახებ ევროპის 7 ავტორიტეტული კლინიკის მიერ 2006 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია: ძლიერი პარანოიდული აშლილობა, ისტერიულობა და ნარცისიზმის კომპლექსი”. ქართველმა ფსიქიატრმა უფრო მარტივი დიაგნოზი დასვა: მანიაკური, დეპრესიული სინდრომი”. მსგავს არსებებს სპეციალურად არჩევენ ამერიკელები ამა თუ იმ ქვეყნის დასანგრევად და ცდილობენ, სააკაშვილის მსგავსი კრიმინალების ლობირებით თავიანთი ინტერესები გაატარონ საქართველოსა თუ უკრაინაში.

პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო და უკრაინა აღმოჩნდა ყველაზე სუსტი რგოლი იმ ჯაჭვისა, რომელსაც თავის დროზე სტალინი აწრთობდა. ამ ქვეყნებმა მისცეს საშუალება უცხოეთის სპეცსამსახურებს, დამანგრეველი საქმიანობა ეწარმოებინათ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რუსეთმოძულეებო! თუ ქვეყანა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, ლიბერასტების მითითებით იხელმძღვანელეთ _ ჩანგლებითა და კოვზებით დაიცავით თავი და საჯიშე ბიჭები მტრის ინტერესებს საზარბაზნე ხორცად შესწირეთ. შევარდნაძე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) აგენტი იყო, ასევე _ სააკაშვილიც. ირაკლი ალასანიასაც ცსს-ს სკოლა აქვს დამთავრებული.

სააკაშვილის მმართველობის ხანა დასრულდა. დავიწყეთ ოცნება, რაც დღემდე გრძელდება, ხოლო ახალი სახეების სახით ბიუჯეტს ახალი მღრღნელები შეემატა. მოდი, გულახდილად ვთქვათ: თუ მხოლოდ ვოცნებობთ, თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის ეპოქის დარუბანდიდან ნიკოფსიამდე გადაჭიმულ, დამოუკიდებელ და ძლიერ საქართველოზე ვიოცნებოთ, თორემ უცხო ქვეყნისა და ლიბერასტპედერასტების უფლებებზე მოღავღავე ივანიშვილის საქართველო რა საოცნებოა?! ხელისუფალნი, რომლებიც თვლიან, რომ პროგრესია, თუ არ გვკლავენ და გვაუპატიურებენ, ფსიქიატრის პაციენტები უნდა იყვნენ; ერთადერთი, რაც შეასრულეს, გადაარჩინეს ნაცები. საზოგადოების უმრავლესობამ, რომელიც ქვეყნის დასავლური ვექტორის მომხრე არ იყო, ხმა მაინც “ქართულ ოცნებას” მისცა. ვეკითხები მათ: ვისგან ელით დაანონსებულ კეთილდღეობასა და პროგრესს _ მდიდარ სექსზე მეოცნებე სოროსელი პრეზიდენტისგან და ისტორიის არმცოდნე, დასავლეთში გაწვრთნილი პრემიერისგან, რომელსაც მკერდში გული ქართულად არ უძგერს? ჩვენთვის ხომ ცნობილია, რომ ევროკავშირს საქართველო თავისი პროექტების განსახორციელებლად და პროდუქციის გასასაღებლად სჭირდება, როგორიცაა, მაგალითად, ბუსუსიანი პრეზერვატივები?! ეს საკითხი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ კანონპროექტიც შეიქმნა, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხში წინგადადგმულ ნაბიჯად განიხილება… ხელისუფლება, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

“ეს საქართველო მძულს, სიამოვნებით გავიქცეოდი აქედან”, _ ამბობს ქალბატონი, რომელსაც, მისი თქმით, სააკაშვილის მმართველობისას ყველაფერი წაართვეს. მას ახალმა ხელისუფლებამ არ თანაუგრძნო და ჭრილობები ვერ მოუშუშა, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ: საქართველო უნდა გვძულდეს თუ მმართველი სისტემა? ჩვენი სამშობლოც ხომ მსხვერპლია მახინჯი სისტემისა _ კალთებშემოგლეჯილი და სისხლდაწრეტილი, ღირსებაშელახული და გაუპატიურებული, უძღები და უმადური შვილებისგან თანაგრძნობამოკლებული, რომელიც მხოლოდ სიყვარულს ელის ჩვენგან? უმალ მომაგონდა სტუდენტობის პერიოდში ენის უკეთ შესასწავლად სტუდენტური მისიით აღმოსავლეთში წასული თანაკურსელი, რომელიც, მძიმე ნოსტალგიით შეპყრობილი, სასწრაფოდ დააბრუნეს საქართველოში. ნოსტალგია ხომ იმ ადამიანების სენია, რომლებისთვისაც, “როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა”. დღეს, ეროვნული იდეოლოგიის არარსებობის პირობებში ახალგაზრდები უწყვეტ ნაკადად გადიან საქართველოდან. დღეს ნოსტალგია აღარავის აწუხებს, რადგან ქვეყანაში არ ტრიალებს ეროვნული სული; “სამშობლოს განცდა განსაკვირველი”, დედის რძესთან ერთად რომ ჰქონდა შესისხლხორცებული ქართველს, გაუცხოვდა.

ძნელია, გულგრილად მოუსმინო გულისტკივილს იმ გორელი გლეხისა, რომელსაც სოფელი იძულებით დაუტოვებია და თავის გადასარჩენად ხელოსნობა დაუწყია ქალაქში, მაგრამ არ ასვენებს ფიქრი იმ ნაშრომ-ნაამაგარ ტონობით ვაშლზე, რომელიც ულპება, და რუსეთისკენ გზა ვერ მოუნახავს. დიახ, დედამიწის 1/6-ზე გადაჭიმული სახელმწიფო იმ ადამიანებისთვის იყო და არის მისაღები, რომლებისთვისაც სამშობლო ცარიელი სიტყვები არ არის. ხელისუფლებას ხალხისთვის ჯერ არ სცალია, რადგან ღორების იდენტიფიკაციით არის დაკავებული, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება. ეს ხდება იმ ფონზე, როცა სახელისუფლო ხარჯები მილიარდით არის გაზრდილი, ხოლო 1 600 000 ადამიანი შემწეობას ითხოვს. ამასთანავე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, აღმოსავლეთიდან ახალი ლტოლვილების მიღების ვალდებულებაც დაიკისრეს და უცხოელებზე მიწების გაყიდვაც განაახლეს. გვინდა ასეთი ევროკავშირი, რომელიც უცხო ჯიშსა და ჯილაგს მოგვიმრავლებს საქართველოში და ქართველებს ქვეყანას დაატოვებინებს?

“ქართული მიწები არ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე, ის ქართველ გლეხებს უნდა ეკუთვნოდეთ!” _ ბრძანებს “პატრიოტი” დავით თარხანმოურავი. სრულიად ვეთანხმები ამ პატრიოტულ განცხადებას, მაგრამ ჩნდება კითხვები: ბატონ “პატრიოტს” კარგად მოეხსენება, რომ დასავლეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან გამარტივებული წესით მიწების უცხოელებზე გაყიდვა მოითხოვა და იმავეს ითხოვს საქართველოსგან. როცა დასავლეთისკენ უკანმოუხედავად ისწრაფვი, მასთან უკეთეს პარტნიორობას, ანუ მათი დირექტივების უკეთ შესრულებას აანონსებ და ამ დირექტივების შესრულების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებ, ამას გონივრული ახსნა არ მოეძებნება. დასავლეთისკენ სწრაფვა შევარდნაძე-სააკაშვილის გზის გაგრძელებაა, რაც, 25 წელია, ანგრევს საქართველოს და ასუქებს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჭეშმარიტმა პატრიოტმა ქვეყნის ინეტრესების საწინააღმდეგო ვექტორზე უარი უნდა თქვას. “ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო კურსს (წაიკითხე _ რუსეთს) ვუჭერთ მხარს? თქვენ გინდათ ევროპული ფასეულობები თქვენი შვილებისათვის და მე არ მინდა?” _ მიმართა პარლამენტს ერთ-ერთი გამოსვლისას ირმა ინაშვილმა, რომელიც სულ თავდაცვის რეჟიმშია, _ რუსეთუმეობა არ დამაბრალონო. 25 წლის განმავლობაში გავანადგურეთ ფაბრიკა-ქარხნები, სოფლის მეურნეობა, ხალხს ლუკმაპური წავართვით, ტერიტორიები დავკარგეთ, დემოგრაფიული ფონი შეიცვალა და მოსახლეობა 2 მილიონით შემცირდა. ამერიკის უბინძურესი პოლიტიკის გამხმოვანებლის ფუნქცია მოირგო ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და მედიამ. არადა, ამ პოლიტიკამ მსოფლიო ჩიხში შეიყვანა და ამერიკის წინააღმდეგ განაწყო. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ბოლო 55 წლის განმავლობაში 100-ჯერ მაინც ჩაერია უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში. “არაბული გაზაფხულები”, ომი ერაყში, ომი ლიბიაში, ინტერვენციები ეგვიპტესა და ტუნისში. ამ ომებმა მილიონობით მშვიდობიანი მოქლაქე შეიწირა და ლტოლვილად აქცია. როცა ხელისუფლება თუ ოპოზიცია რეალობაზე თვალს ხუჭავს, ეს, პოლიტიკური სიბეცე კი არა, ქვეყნის შეგნებული მტრობაა. “არავის ვურჩევ ქართველი ხალხის ეროვნულ გრძნობებზე თამაშს! ხალხის ხმა პარლამენტამდე უნდა აღწევდეს”, _ ბრძნებს ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი. მსგავსი განცხადებები მხოლოდ ხალხის გულის მოსაგებად არ უნდა კეთდებოდეს. ეს ხმა ამ პარტიის წევრებამდეც კი ვეღარ აღწევს მას შემდეგ, რაც პარლამენტარის მანდატები მოიპოვეს. არაერთი მიმართვის მიუხედავად, არ აღადგინეს ვალერი კვარაცხელიას საავტორო გადაცემა. ვინმეს მოსწონს თუ არა ბატონი ვალერი პიროვნულად, სხვა საკითხია, მაგრამ განსხვავებული აზრი, რომელსაც ბატონი ვალერი ახმიანებდა, უნდა ისმოდეს დემოკრატიული ტელეეთერიდან. “ბოროტი ენები” იმასაც ამბობენ, რომ ყველა პარტიის წარმომადგენლები რუსეთში დარბოდნენ დაფინანსების მისაღებად, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა არ ისურვა ნაყიდი თანადგომა (ეს იდეოლოგიურად უნდა ხდებოდეს) და განაცხადა, თუ ვინმე თავს იხრჩობს, მას ვერ ვუშველითო. ირმა ინაშვილს არ შეიძლება არ დავუფასოთ ციხის კადრების გამომზეურება და სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამავე ლოგიკით, რატომ არ უნდა დავუფასო რუსეთს საქართველოსთვის თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნება, უფასო განათლება და ჯანდაცვა, ეკონომიკის განვითარება და ყველა დარგის რენესანსი? რატომ არ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ, თუ დღეს ქართველი გვქვია, ეს არა რომელიმე პოზიციაოპოზიციის, არამედ რუსეთის დამსახურებაა?! ვიმედოვნებ, რომ “პატრიოტების” ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მხოლოდ ნაციონალების ჩანაცვლებას არ ისახავდა მიზნად, მაგრამ შევარდნაძე-სააკაშვილის გზით სიარული ქვეყნისთვის წარმატებული ვერასოდეს იქნება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკა პოლიტიკას შეცვლის და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში აღარ ჩაერევა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, როგორ მოიქცევა ხელისუფლება და ოპოზიცია. საქართველო ევროპა-ამერიკის ბორდელიდან უნდა გამოვიდეს და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. ნეოლიბერალებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ და საკუთარ შხამში ამოიგუდებიან. ამერიკის მოქმედი ხელისუფლება პირდაპირ საქმეზე გადავიდა და მსოფლიომ იხილა რუსეთისადმი ობამას გზავნილი ახალი სანქციების დაწესებისა და ამერიკაში რუსი დიპლომატების უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. გველგესლამ შხამიანი კუდი მოიქნია (ვიმედოვნებ, უკანასკნელად) და ამერიკული ე.წ. დემოკრატია მიწასთან გაასწორა. მსოფლიომ ისიც იხილა, როგორი დიპლომატიური თავშეკავება გამოიჩინა რუსეთის პრეზიდენტმა და ანალოგიური ქმედებით არ უპასუხა, ეს მის რეიტინგზე დადებითად აისახა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რუსეთი დემოტრაკიულ დასავლეთში არავის შეეშალოს!

იზა თამაზაშვილი

1 COMMENT

  1. მადლობა ავტორს,საზოგადოების უდიდესი ნაწილი ზუსტად ასე ფიქრობს,მთავარია გააძლიეროს ნინო ბურჯანაძემ ამ კუთხით პოლიტიკური ბრძოლა,უფალი ჩვენთანაა,ჩვენ გადავრჩებით!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: კალანდა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here