Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: ხელისუფლებას ვურჩევ, მაკკეინის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკოს

ელიზბარ ჯაველიძე: ხელისუფლებას ვურჩევ, მაკკეინის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკოს

2017 წელი საინტერესოდ დაიწყო. 2 იანვარს, ბედობას, საქართველოს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ეწვია და საახალწლო უქმე დღეებშინაბახუსევიმთავრობა ფეხზე წამოახტუნა. ამერიკელმა სტუმარმა ქვეყნის პირველი პირები მხოლოდ მას შემდეგ მოინახულა, რაცნაციონალური მოძრაობისოფისს ეწვია. მაკკეინმა, ფეხზე დააყენა ქართული ჯარიც. გამოგვიცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი საშიშია და ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად მის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. მაკკეინის წასვლიდან ზუსტად ერთ კვირაში ხელისუფლებამ მოსახლეობა დედაქალაქის ყოფილი მერის პატიმრობიდან გათავისუფლებით დაასაჩუქრა _ სასამართლომ გაამართლა გიგი უგულავა და მასთან ერთად ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც.

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლა მიტევების დროა, წარსული უნდა დავივიწყოთო დაღირსეულადშეუერთდა საქართველოს მთავრობას სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც საშობაო წირვალოცვა მიმდინარეობდა. ყოფილი მერის გათავისუფლებას უმალ გამოეხმაურნენ ამერიკის სალჩო და ვეროპარლამენტარები: “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი მერის, გიგი უგულავას, საქმის განვითარებას. გასაჩივრების უფლება არის ნებისმიერი დემოკრატიული სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და მხარეებს მისცა საშუალება, ედავათ კანონის შესაბამისობაზე და წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები. ეს ნაბიჯები არის ცხადი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო სისტემას აქვს საშუალება, იყოს დამოუკიდებელი, რაც ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის განუყოფელი ნაწილია. ადრეც გვითქვამს, რომ სასამართლო ხელისუფლების ყველა შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან. როგორც ასეთი, სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეზე კომენტარის გაკეთება ჩვენი მხრიდან შეუფერებელი იქნება”.

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გვესაუბრება:

_ ბოლო პერიოდში საახალწლო განწყობა დავკარგე, ახალი წლისგან არაფერს ველი. ხალხს შია

“რა გითხრათ, რით გაგახაროთ…” _ ასე ვიწყებ ყოველ ახალ წელს, არადა, დიდი იმედი მქონდა, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსული “ოცნება” რაღაცას მაინც გააკეთებდა სასიკეთოს, მას ხომ არანაირი ხელისშემშლელი პირობა არ აქვს. მეგონა, პარლამენტს მაინც გადმოიტანდნენ დედაქალაქში, მაგრამ ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ქუთათურების წყნენინებაზე დაიწყებდნენ საუბარს. პარლამენტი სააკაშვილმა ქუთაისში იმიტომ გადაიტანა, რომ საპროტესტო აქციები აერიდებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებასაც ანალოგიური შიში აქვს და უნდა ჰქონდეს კიდეც, რადგან ხელისუფლებაში მყოფი არც ერთი ადამიანი ქვეყანაზე არ ფიქრობს, ყველა თავის სკამსა და ჯიბეზეა ორიენტირებული.

ხანდახან ვუყურებ ქართულ შოუებს და ვხედავ ახალგაზრდა პარლამენტარებს, რომლებიც გახარებულები სხედან. რა ახარებთ? ქვეყანა თავზე დაგვემხო… ხალხში უდიდესი უკმაყოფილებაა, მთავრობა კი ხალხის პრობლემას ვერ ხედავს.

რა უნდა ვიწამო იმ პარლამენტარების, რომლებიც სააკაშვილის მიერ დაღვრილი სისხლის გამართლებას ცდილობენ?!

როგორ დაიწყო ახალი წელი? ამერიკელი სენატორის _ მაკკეინის ჩამოსვლით, კაცის, რომელიც სამყაროს მტერია. მაკკეინის ჩამოსვლას ზუსტად ერთ კვირაში გიგი უგულავას გათავისუფლება მოჰყვა. ეს თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რადგან უგულავას გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში ამერიკის საელჩომაც და ევროპარლამენტარებმაც წინასწარ დაწერილი ტექსტები გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა არ ვართ, თუმცა, ალბათ, ილუზია სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე ამ ქვეყანაში აღარავის აქვს.

ამერიკაში ყველაფერი იცვლება. ახალი პრეზიდენტი აღარ აპირებს იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომელსაც წლების განმავლობაში ლიბერალი პრეზიდენტები ატარებდნენ და ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ?

_ სწორედ ეს მინდოდა, მეკითხაჩვენი ქვეყნის პირველი პირები დიდი პატივით ეგებებიან ამერიკელ სენატორს და შემდეგ მის ბრძანებას დაუყოვნებლივ ასრულებენროგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცნობიერებენ, რა ცვლილებები მიმდინარეობს მსოფლიოში?

_ ამ ხელისუფლების უბედურება ახლომხედველობაა _ სიბეცე. ტრამპი საქართველოში იმყოფებოდა, ამბობენ, პატივისცემით არის განწყობილი ქართველების მიმართო, მაგრამ რად გინდა?! მთავრობა ისევ წარსულშია ჩარჩენილი და სამარცხვინოდ მაკკეინის დავალებებსა და ბრძანებებს ასრულებს. არ უნდათ ტრამპი, რადგან მან განაცხადა, ლიბერასტებსა და ქვეყნის გამყიდველებს აღარ დავაფინანსებო.

სიმართლე გითხრათ, ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მსგავსი უსამართლობა, უმსგავსობა, არც მსმენია და არც მინახავს…

_ როგორ ფიქრობთ, გიგი უგულავას გათავისუფლებით ამერიკას რა აქვს ჩაფიქრებული?

_ ნაციონალების დაბრუნება სურთ. მაკკეინი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დაალაგოს კარტები. ამერიკელები მიშას არ გაწირავენ. მათ ხელს აძლევთ ეს ავადმყოფი კაცი. მიმიფურთხებია ამერიკისთვის, თუ სააკაშვილი “დემოკრატიის შუქურაა” და მისი დათმობა უჭირთ. არადა, ძალიან კარგად იციან, რასაც სჩადიოდნენ სააკაშვილი და ნაცები, ისინი ხომ ამერიკელების მითითებებს ასრულებდნენ.

სამწუხაროდ, დღესაც იგივე გრძელდება. ჩვენი პრემიერი გამოდის და ამბობს, მაგარი წელიწადი გვექნებაორა არის მაგარი, უგულავას გამოშვება?! ახლა ევროპელები ამბობენ, ვიზალიბერალიზაცია თუ გინდათ, მერაბიშვილი და ახალაიაც გაათავისუფლეთო და დარწმუნებული ვარ, მათაც გამოუშვებენ.

_ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მთავრობა მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, ეროვნული არაფერი კეთდება. 2016 წლის დასასრულს მთავრობამ სიურპრიზი მოგვიწყო _ მიწის გასხვისების კანონპროექტი დაამტკიცა

_ ჯერ ერთი, ეროვნული მთავრობა ჩვენ არ გვყავს; მეორეც, იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა ბევრი ცუდი საქმე ჩაიდინა. ქართული მიწა წულუკიანის მამის დანატოვარი არ არის და ხელს ნუ ახლებს. მე ესენი გავაფრთხილე _ ქართულ მიწას ხელი არ ახლონ. ის ჩვენი წინაპრების სისხლით არის ნაკვები.

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც მიწის თავისუფლად გაყიდვის კანონი არსებობს. ეს ამერიკის, ლიბერასტების პოლიტიკაა და ჩვენ, როგორც მონები, მათ მითითებებს უსიტყვოდ ვასრულებთ.

_ ვის შეუძლია შეცვალოს ეს გადაწყვეტილება?

_ ხალხს, მხოლოდ ხალხს შეუძლია ყველაფრის შეცვლა. უნდა გამოვფხიზლდეთ. ოთხმოც წელს მიტანებული კაცი ვარ. მზად ვარ, ქუჩაში გავიდე, ყინვაში, წვიმაში… ჯოხს აიღებს ხალხი ხელში _ ჯოხს დავიჭერ, იარაღს მოკიდებენ ხელს _ იარაღს ავიღებ… მაგრამ სამშობლოსა და მიწა-წყალს არ დავთმობ! დააკვიდრით, აბა, მთავრობის რომელიმე წევრს სიტყვა “სამშობლო” თუ უხსენებია.

ფულმა დაღუპა მსოფლიო. ყველგან მილიონერები ბატონობენ, ასეა საქართველოშიც.

ქვეყანაში დამნაშავეები ბოგინობენ. ბევრია დასაჭერი, მაგრამ, სამწუხაროდ, პარლამენტში სხედან. არადა, “ოცნებაუმრავლესობაშია და მათ შეუძლიათ იმუნიტეტის მოხსნა და ნებისმიერის დაპატიმრება. რას ჰგავს სასამართლო, რას აკეთებს პროკურატურა? ხომ გეუბნებით, მსგავსი სისაძაგლე არ მინახავს. ყველა მათგანი დასაჭერია, ჩვენ უნდა დავიჭიროთ ისინი და საჩვენებლად ხეებზე დავკიდოთ. სხვა გზა არ არის, ვერავინ ვერაფერს აკეთებს. ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, განზე გადგა და გაქცევას აპირებს, რადგან თავს ზემოთ ძალა აღარ არის.

როდესაც უდიდესი ძალა მიმართულია იმისკენ, რომ ქართველი ამოძირკვოს, ნებისმიერი ადამიანი უძლურია, მხოლოდ ხალხს შეუძლია შეცვალოს არსებული პოლიტიკა.

საახალწლოდ ტელევიზიები სანდრა რულოვსს აჩვენებდნენ, დაგვანახვეს, როგორ მიუტანა გაჭირვებულ ოჯახს ნივთები, მაგრამ არავინ თქვა, ორგანოებით რომ ვაჭრობდა გათახსირებული დედაკაცი. უნდა დაწვა ყველა ერთად და იქაურობას დეზინფექცია გაუკეთო, რათა ბაცილებიც მოსპო.

ხალხი დაადუმეს, ღირსება აღარ შეგვრჩაყველაფერი თავდაყირა დგას, კაცის მკვლელები გმირებად აქციეს. ზარზეიმით ათავისუფლებენ დამნაშავეებს. დანიშნავენ თანამდებობაზე ადამიანს ისე, რომ წასრულს არავინ კითხულობს. გაყინული გველის უბეში ჩასმა არ შეიძლება

ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, თუ ხალხი არ გამოვიდა ქუჩაში. ქართველი შიმშილის გამო ქუჩაში არასოდეს გამოვა, მას ღირსება უნდა შეულახო, რომ აჯანყდეს. ქართველისთვის სულში ჩაფურთხების ტოლფასია მიწის გაყიდვა და თუნდაც გიგი უგულავას გათავისუფლება, ამიტომაც ვფიქრობ, რომ უარყოფითი მუხტი გროვდება და ჩვენ, უფლის იმედით, ანტიქრისტეს გავანადგურებთ.

ხელისუფლებას ვურჩევ, მაკკეინის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკოს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ჩვენს სათქმელს ამბობთ ბატონო ელიზბარ,ეს მთავრობა მოსვლის დღიდან გასაყრელია,უვიცი მარიონეტები

  2. zalian ckvianurs ambobs elizbar zavelize,vin agdia makkeini putintan sedarebit erti araraobaa.magram cveni mtavroba iseti ususuria nabizi ver gadaudgams kveknis saketildgeod da sabolood kagad ver daamtavrebs.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: tengo Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here