Home რუბრიკები პოლიტიკა გუგულიმ მხვნელების ბუდეს “გადაუფრინა”

გუგულიმ მხვნელების ბუდეს “გადაუფრინა”

620

მაიკროსოფტმაშექმნაქართული ანბანი”; “დედალმამალი ძროხები”; “ამ თანხებით მოხდებოდათალიბანის” _ ამ პიროვნების დაფინანსება”; “ხარისხიანი ქართველები”; “თურქეთის საქართველოს ისტორიული მეგობარია”; “მიჯირყვნა”; “დაჰეჯირება”; “დედოლარიზაცია”; “ლარიზაცია”; “ვალატილობა” _ საქართველოს ყოფილი და ამჟამინდელი ხელისულების ამ აბსურდული ტერმინებისა და ფრაზების შემდეგ თითქოს არაფერი უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ, ბოლო დღეებია, “ქართული ოცნებისმთავრობის წევრები და დეპუტატები მართლაც გამაოგნებლად აჭიკჭიკდნენ.

“ქართული ოცნების” წევრებმა, როგორც კი სახელისუფლო სავარძლები გაინაღდეს, სულ რაღაც, 3 თვეში დაივიწყეს თავიანთი წინასაარჩევნო ლოზუნგი “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” მას თან მიაყოლეს 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ გაცემული დაპირებები (ისევე, როგორც 2012 წლის დაპირებები სამართლიანობის აღდგენაზე, წართმეული ქონების დაბრუნებაზე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაიაფებასა და უკეთეს წლებზე) და ისედაც სიდუხჭირეში მყოფ მოსახლეობას ნავთობპროდუქტებსა და სიგარეტზე აქციზის გაძვირებით, ავტომობილების იმპორტის გადასახადის მომატებით კიდევ უფრო გაურთულა და დაუმძიმა ცხოვრება.

ამას ისიც დაემატა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-8 და მე-9 მოწვევის წევრის _ გუგული მაღრაძის პირით განაცხადა, რომ ქართველ გლეხებს შეიძლება აღარ დაეხმარონ და მიწა აღარ დაუხნან.

უკვე ვხედავთ, რომ გარკვეული პროგრამები საჭირო აღარაა, მაგალითად, 4 წლის განმავლობაში მცირე ფერმერებს მიწას უფასოდ ვუხნავდით. იმ ადამიანებს, რომლებსაც მიწაზე მუშაობა უნდათ, ამ ოთხი წლის განმავლობაში უნდა შეექმნათ საფუძველი, რომ ამიერიდან თავის მიწას თავად მოუარონმიუხედავად იმისა, რომ დახმარებები კიდევ არის, მიზანშეწონილად აღარ მიმაჩნია, რომ მიწები ყველას გადაუხნათ. ამ გადახვნამ თავისი საქმე უკვე გააკეთა. ადამიანებმა უკვე დაინახეს, რომ მიწას შეუძლია ოჯახი არჩინოს. როცა სოფლებში ადამიანებს ვხვდები, მეუბნებიან, რომ, თუკი ოჯახში ორი შრომისუნარიანი წევრი მაინც არის და მიწა აქვს, ძირითადი პრობლემა დაძლეულია, რაც მოჰყავთ, ყველაფერი იყიდება”, _ აი ამ განცხადებით “გადაუფრინა” გუგულიმ მხვნელების ბუდეს.

შემდეგ კი ხვნისუარმყოფელმა ქალბატონმა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვას დაუჭირა მხარი: როდესაც უცხოელი ამ მიწებს ყიდულობს, გარანტია და ფინანსური მხარდაჭერა აქვს, რომ ამ მიწის დამუშავების თანხას გამოიმუშავებს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ მიწები მივყიდოთ უცხოელებს, რათა მათ დაამუშავონ მიწა და ამ პროცესში დასაქმდებიან სხვა ადამიანები”.

ანუ “ხალხის რჩეულ” და “ხალხზე მზრუნველ” ქალბატონ დეპუტატს სურს, ქართველ ფერმერებს სახელმწიფო აღარ დაეხმაროს მიწის დახვნაში. შედეგად, გლეხკაცი მიწას ვეღარ მოუვლის და იძულებული შეიქნება, მიწა გაყიდოს. ამასთანავე, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს უცხოელებისთვის მიწის მიყიდვას, რათა მან “თანხა გამოიმუშაოს”, ქართველები კი მუშებად ჰყავდეს…

მეხუთე წელი დაიწყება, რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლების სათავეშია და ამ ხნის განმავლობაში ორადორი სასიკეთო რამ გააკეთა: პირველი _ შეიმუშავა და აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (რომელშიც, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ცალკეული კლინიკებისთვის შეზღუდვები დაწესდება) და მეორე _ ფერმერებს ეხმარებოდა მიწის დახვნაში.

ახლა კი ქალბატონმა გუგულიმ მიწის დახვნაში ფერმერების დახმარების შეწყვეტა მოიწადინა, უფრო მეტიც _ მიწის უცხოელებზე მიყიდვას ორივე ხელით დაუჭირა მხარი, რათა ქართველი, ისედაც დევნილი სამშობლოში, აიყაროს მშობლიური კერიდან და უცხოეთში გადაიხვეწოს ლუკმაპურის საშოვნელად ან სამშობლოში უცხოელის მოჯამაგირედ იქცეს.

არადა, მიწა ისეთი სიმდიდრეა, რომლის ფასიც არასდროს ეცემა და, თუ სახელმწიფო და ხელისუფლება ადამიანს იქამდე მიიყვანს, ეს სიმდიდრე ლუკმაპურის მოსაპოვებლად კაპიკებად გაყიდოს, მაშინ რა სახელმწიფოა ეს და რისთვის და ვისთვისაა ეს ხელისუფლება?!

ქალბატონ გუგულის, როგორც ჩანს, ოღონდ დეპუტატის მანდატი და კარგი ხელფასი ჰქონდეს, მანქანა ემსახურებოდეს, უცხოეთში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იმოგზაუროს, ევროპარლამენტში დამტვრეული ინგლისურით ილაპარაკოს, თავისიმიზანშეწონილობათავს მოგვახვიოს და სულაც არ ადარდებს საქართველოს მოსახლეობის ბედი. ფეხებზე ჰკიდია, ქართველი კაცი სამშობლოში მოჯამაგირედ დაუდგება უცხოელს თუ, საერთოდ, სიღატაკეში ამოხდება სული

ისე, საკითხავია _ იცის კი გუგული მაღრაძემ, რომელსაცმიზანშეწონილად აღარ მიაჩნია მიწების გადახვნა”, რამდენ ადამიანს აღარ მიაჩნია (არც მიაჩნდა) მიზანშეწონილად მისი პარლამენტში ყოფნა?

“საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომლებშიც ჩვენ ვიმყოფებით და, მიუხედავად იმ სოციალური ფონისა, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობს, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმებზე”, _ ეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 15 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ეს თქვა იმ ქვეყნის პრემიერმა, რომელშიც უმუშევრობის, სიღარიბის, პროდუქტების გაძვირების, ლარის კატასტროფული დაცემის გამო უკვე ბევრი საუბრობს 1990-იანი წლების სიდუხჭირისა და განუკითხაობის დაბრუნების საფრთხეზე.

“საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში ვწერდით, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ილუზიების ტყვეობაშია და, ლარის კატასტროფული დაცემის შეჩერებისა და გაღატაკებული ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, ევროპაში დასეირნობს და განაგრძობს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე ლაპარაკით, მაგრამ, როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” წევრები ილუზიების ტყვეობაში არ არიან და ყველაფერს, დასავლელი პატრონების შეკვეთით, მიზანმიმართულად აკეთებენ, რათა ქართველს ისეთი პირობები შეუქმნან, რომ საბოლოოდ ამოაკვეთინონ ფეხი სამშობლოდან…

გიორგი გაჩეჩილაძე

4 COMMENTS

  1. 1. მიმაჩნია რომ, პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს კანონო პარლამენტარის გაწვევის შესახებ.
    2. ნათელია რომ პარლამენტში ნაცნობობით ხვდებიან უსაქმური, არაფრით გამორჩეული, პარლამენტარები.
    3. ბევრი ფიქრი არ არის მისახვედრათ საჭირო რომ, დღევანდელი არაადეკვატური მთავრობა და პარლამენტი უნდა წავიდეს.
    4. საჭიროა გადაწყვეტილების მიღების მქონე, დამოუკიდებელი აზროვნების გუნდი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here