Home რუბრიკები ბლოგი Politico: საქართველო, 2035 წელს შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი, შანსები- მხოლოდ 20%

Politico: საქართველო, 2035 წელს შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი, შანსები- მხოლოდ 20%

როგორც ევროპული პრესა გვამცნობს, ევროკავშირი, 2027 წლამდე, ახალი წევრების გაერთიანების შესაძლებლობასაც კი არ განიხილავს.

გამოცემა Politico“-ს  ანალიტიკოსები  ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების შანსებს აფასებენ- კერძოდ, მათი აზრით, უკრაინის და საქართველოს შანსები 2035 წელს მაინც გახდნენ ევროკავშირის წევრები- 20%-ს შეადგენს, მოლდოვასი კი -50%.

ანალიტიკოსების აზრით, მოლდოვას არსებითი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის მჭიდროდ თანამშრომლობს რუმინეთთან, რომელიც უკვე 2007 წელს გახდა ევროკავშირის წევრი. თუმცა ევროინტეგრაციის გზაზე მოლდოვას წინააღმდეგობებიც გააჩნია, კერძოდ, ანალიტიკოსები ასეთად თვლიან პრორუს პრეზიდენტს, დნესტრისპირეთის კონფლიქტს და  მოქალაქეების ცხოვრების ძალიან დაბალ დონეს.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა რას წერენ ანალიტიკოსები საქართველოსთან მიმართებაში. ისინი თვლიან, რომ უკრაინას და საქართველოს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები გააჩნიათ ევროინტეგრაციის გზაზე. კერძოდ, მათი აზრით, საქართველოს მოქალაქეები სკეპტიკურად უყურებენ  ნატოსა და ევროკავშირს, აგრეთვე მათი ქვეყნის ამ კავშირებში გაერთიანებას. ამას გარდა, საქართველოს რუსეთთან აქვს ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობები.

 რაც შეეხება უკრაინას, მისი შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა კიევის უარის შემდეგ მოაწეროს ხელი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. ევროკავშირის წევრებს უკრაინის მიმართ უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზეც  არ გააჩნიათ ერთიანი აზრი. უკრაინის შანსებს ამცირებს შეიარაღებული კონფლიქტიც, რომელიც კვლავ გრძელდება მის ტერიტორიაზე, აგრეთვე, ყირიმის გადასვლა რუსეთის შემადგენლობაში.

ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ ალბანეთი, შესაძლოა 2025 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი, 2027 წელს – სერბია, ჩერნოგორია, ბოსნია და ჰერცოგოვინა და კოსოვო. აღსანიშნავია, ევროკავშირის წევრობაზე თურქეთის შანსები  გამოცემამ- 0%-ად შეაფასა.

 რას წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი თვით ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებით?  გერმანიის მემარცხენეთა პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, სარა ვაგენკნეხტი ბუნდესტაგის ტრიბუნიდან  პირდაპირი ტექსტით გამოთქვამს ყველაფერს რასაც ფიქრობს საბერძნეთის კრიზისიდან გამოყვანის და რეფორმების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მას საერთაშორისო კრედიტორებმა შესთავაზეს, ხოლო გერმანიამ მხარი დაუჭირა.

სარა ვაგენკნეხტი მიმართავს რა ანგელა მერკელს და გერმანიის სხვა ხელმძღვანელებს, პირდაპირ აცხადებს:

ევროკავშირი ოდესღაც სახელმწიფოების კავშირს წარმოადგენდა, ახლა კი ის ხალხების ციხედ გადააქციეს. ციხედ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც საიმედოდ აკავებენ ვალების სადავეებით, და მათ არა აქვთ არანაირი საშუალება განთავისუფლდნენ იმ ბორკილებისგან, რომლებიც მათ საერთაშორისო კაპიტალისტებმა დაადეს. დააკვირდით საბერძნეთისთვის თავსმოხვეულ ხელშეკრულებებს, ესაა იმ ბოლო 5 წლის საშინელი პოლიტიკის გაგრძელება, რომელმაც საბერძნეთის ეკონომიკის მეოთხედი გაანადგურა, შეიყვანა რა ის რეკორდულ უმუშევრობაში, უბედურება დაატრიალა ქვეყანაში, და ეს უბედურება ახლაც გრძელდება, რადგან საბერძნეთის ვალი ყოველდღე იზრდება….და ქალბატონო მერკელ, თქვენ სწორედ ამ პოლიტიკას აგრძელებთ!!!“

 მინდა გაგაცნოთ მოკლე ამონარიდი ,  ლატვიის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, იანის იურკანსის ინტერვიუდან: ძველი ლატვიისაგან ტერიტორია და დროშა დარჩა, მეტი აღარაფერი!“.

 ჟურნალისტის კითხვაზე:რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნების მიმართ შესაძლო აგრესიაზე საუბარი ბლეფია?რა სიტყვით? იურკანსი სიტყვა-სიტყვით პასუხობს შემდეგს: რა თქმა უნდა, ბლეფია. ეს ხდება საზოგადოებრივი აზრის მილიტარიზაციის მიზნით. აბა, სხვა რა შეუძლიათ?! რა გააჩნიათ, რომ შესთავაზონ ხალხს? ცხოვრების უკეთესი პირობები? უკეთესი მედიცინა და განათლება? არ შეუძლიათ, არა აქვთ საჭირო თანხები, არ იციან….. ჩვენი განათლება დასავლეთისთვის სულ უფრო და უფრო მიუღებელი ხდება, ასე რომ, ლატვიის მომავლის მიმართ არანაირი ილუზიები არ გამაჩნია. ფაქტიურად, ლატვია იქეთ კი არ მიცურავს, საითაც სურს, არამედ წყლის დინებას მიყვება, სადაც ის მიაქანებს იქეთ….ისე, ვიცით კი საითკენ გვსურს რომ წავიდეთ?! არანაირი მიზანი, დანიშნულების ადგილი ჩვენ ხომ არა გვაქვს.

და ბოლოს, გაგახსენებთ ჩემს ძველ სტატიას, რომელშიც მოყვანილია ამონარიდები  Eurostat-ის (ევროკავშირის ოფიციალური სტატისტიკური სამსახურის), მიერ  გამოქვეყნებული  მოხსენებიდან, დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ  ევროკავშირის ქვეყნებში,   2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. სადაც ფაქტობრივი მასალაა მოყვანილი იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაში არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები ამჟამად. ეს საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის, რომლის  დიდ ნაწილს, ქართული მედიასაშუალებების დიდი მონდომებით, ჩაუნერგეს მცდარი შეხედულებები იმის შესახებ,  თითქოსდა ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის სახით ედემის ბაღში არიან მოხვედრილი. ევროკავშირის ოფიციალური წყაროებიდან ირკვევა, რომ იგივე ბრიუსელში, ბალტიისპირეთის ქვეყნების საქმეებში ღრმად ჩახედულთათვის სავსებით ნათელია: ამ ქვეყნებს არა აქვთ მომავალი და ისინი მხოლოდ დაკნინებისა თუ დაცემის საზომად თუ შეიძლება იქნან აღქმული, მაგრამ არანაირადწარმატებულობის!

 სტატია ვრცლად იხილეთ ბმულზე ქვემოთ:

http://www.geworld.ge/NEW/?page=view&art=7725-evrokavSirma-baltiispiretis-qveynebis-kvdoma-aRiara#

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here