Home რუბრიკები საზოგადოება იქნებ მომდევნო წელს მაინც…

იქნებ მომდევნო წელს მაინც…

1902

8 დეკემბერს დიდი ხელოვანის, “ჯარისკაცის მამისრეჟისორის _ რეზო ჩხეიძის დაბადებიდან 90 წელი სრულდება. ამ საიუბილეო თარიღს მის გარეშე ვხვდებით. სახელმწიფო კაცი იყო და ცხოვრების ბოლო წლებშიც სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ჰუმანიზმის დიდი მაგალითები მოგვცა.

 “არასრულწლოვანს, ქალს, 70 წელს გადაცილებულ მამაკაცს ციხეში რა უნდა, თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე არ ჩაუდენია?” _ მისწერა 2014 წლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას. მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა ამ დიდი ჰუმანური წინადადების განხილვა, იქნებ ახლა მაინც შევძლოთ.

სამების ტაძარში “ქართული ერთობის დარბაზის” დაფუძნების დღეს, როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საზოგადოებას წარვუდგინეთ “მოქმედების მანიფესტი _ ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო”, მომავლის საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი რამ გვითხრა: “ჩემი თაობის მეგობართა ფართო წრე, ბოლო წლებში ბევრს ვფიქრობდით ასეთი დოკუმენტის შექმნაზე, ამ განწყობას გვიძლიერებდა ჩვენი პატრიარქის სიბრძნით სავსე ქადაგებები. ჭაბუა ამირეჯიბს, გიგა ლოთრთქიფანიძეს, მუხრან მაჭავარიანს, მერაბ ბერძენიშვილის, რეზო ამაშუკელს, ჯანსუღ ჩარკვიანსა და არაერთ სხვა დიდ მოღვაწეს, ღამეები გვითენებია ამ საქვეყნო სატკივარზე ფიქრში. ქვეყნის მდგომარეობით გამოწვეული ტკივილი თან წაიღო სამმა გენიოსმა _ ჭაბუამ, მუხრანმა და გიგამ. მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, ვიყო თქვენ გვერდით, ვიმოქმედოთ ერთად, რომ შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად”.

ამ სიტყვების შემდგომ ორი წელი იცოცხლა. დღეს არც ბატონი რეზოა ჩვენ შორის და არც ბატონი მერაბ ბერძენიშვილი, მაგრამ დარჩა თაობათა დიდი მოწოდება:

გიყვარდეთ საქართველო, გაუფრთხილდით საქართველოს, დაიცავით საქართველო!”

ამ განწყობით მოღვაწე ქართველებმა და საქართველოს მეგობრებმა ისტორიის მძიმე ქარტეხილებში გამოატარეს ჩვენი ქვეყანა. ბატონ რეზო ჩხეიძეს ჰქონდა სურვილი, დოკუმენტურ ფილმებად გვექცია “ქართული მთაწმინდა”, მადლიერები ვყოფილიყავით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც მხრებით ზიდეს ქართული განწყობა. ეს სამომავლო საქმეა და დარწმუნებული ვართ, ხალხის, ხელისუფლების მხარდაჭერით ამას შეძლებს ბატონი რეზო ჩხეიძის მიერ დაარსებული და ქართველი ხალხისთვის საჩუქრად გადაცემული ტელევიზია “ქართული”. ამ ეტაპზე კი საშური საქმეა, დავიწყოთ ბატონი რეზო ჩხეიძის იდეის “მადლიერების დღეების” აღნიშვნა, დავიწყოთ იგი ამ იდეის ავტორის, ბატონი რეზოსადმი მადლიერების დღით.

7 დეკემბერს სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, ხოლო ბატონი რეზოს დაბადების დღეს, 8 დეკემბერს, მის მშობლიურ ქალაქ ქუთაისში ტარდება დიდი ხელოვანისადმი მადლიერების დღეები.

კარგი გადაწყვეტილება მიიღო კინოთეატრ “საქართველოს” მეპატრონემ, უცხოეთში მოღვაწე კეთილმა კაცმა _ თენგიზ აბესაძემ: მის მიერ დიდი რუდუნებით რეკონსტრუირებულ და უკვე საერთაშორისო სტანდარტების კინოთეატრში ერთ-ერთ დარბაზს ბატონი რეზო ჩხეიძის სახელი მიენიჭება.

ჩვენ გვინდა, სრულიად საქართველოს, მის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ წარვუდგინოთ ბატონი რეზო ჩხეიძის ბოლო წერილიეს არის ჩემი თხოვნა, იქნებ უკანასკნელიც!”.

ეს თხოვნა მართლაც უკანასკნელი აღმოჩნდა _ რამდენიმე დღეში ბატონი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა.

რას ითხოვდა დიდი ხელოვანი:

“მომდევნო, 2016 წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო წელია. 850 წელი სრულდება გენიალური პოეტის დაბადებიდან. მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი 800 წლის იუბილის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეს მართლაც მსოფლიო დღესასწაული იყო სრულიად საქართველოსთვის. ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევძლოთ, რომ დიდი მგოსნის 850 წელი გაცილებით მასშტაბური გახდეს, იუნესკომ მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და ეს იუბილე აღინიშოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი ოქტომბერში, თბილისობის დღეებში. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. გენიალურმა შოთამ და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები”.

დღემდე ვერ შევძელით ამის შესრულება. არ არის ეს კარგი. არ არის კარგი, რომ მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა დიდ სახალხო სურვილად ქცეული დავით აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნება იმ ადგილზე, რომელზეც ის საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღიმართა. იქნებ გაისად მაინც დავაბრუნოთ დავით აღმაშენებლის ძეგლი პირვანდელ ადგილზე; იქნებ გაისად მაინც შევძლოთ დიდი შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილის აღნიშვნაიქნებ გაისად მაინც ჩავატაროთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი ისე, როგორც ეს ბატონ რეზოს თავკაცობით ჰქონდა დაგეგმილი მეცნიერთა, ხელოვანთა, სახელმწიფო მოღვაწეთა დიდ ჯგუფს.

ამ საქმეებს სჭირდება სამთა კავშირი: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების. დარწმუნებული ვართ, ხელისუფლების თაოსნობით ეს დიდი საქმეები განხორციელდება.

გიორგი (გიგა) ბათიაშვილი, ნინო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, რომან რურუა, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რამაზ ყურაშვილი, ნუგზარ ბაგრატიონი, ზურაბ ბაგრატიონი, გია ბაგრატიონი, მერაბ ანდრონიკაშვილი, პეტრე ჩხეიძე, რევაზ ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ენდი გოგლიჩიძე, გიორგი კანდელაკი, რამაზ ლომინაძე, ალექსანდრე ოჩიგავა, მერაბ თავაძე, ავთანდილ ჩხაიძე, მიხეილ ჩიკვილაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, დავით გველესიანი, გოგი ჯაოშვილი, ემილ მიქაია, ოლეგ ნიკოლეიშვილი, როლანდ კილაძე, ლაური ჯანაშია, ჯამლეთ ხუხაშვილი, ირაკლი მაჭავარიანი, რეზო ესაძე, გურამ ბათიაშვილი, გუჯა ბურდული, ლევან ფირცხალავა, ნონა ღამბაშიძე, ვასილ დავითაია, მიხეილ ანდღულაძე, ბაკურ გულუა, ინესა იამანიძე, ბადრი გვილავა, ვახტანგ გვარამია, დავით სახვაძე, მაია კვეზერელიკოპაძე, მაყვალა კოღუაშვილი, ენრიკო ჯანელიძე, მალხაზ ხარაძე, ლაშა ნიქაბაძე, გრიგოლ შონია, ზაურ გამსახურდია, გიორგი სიგუა, კონსტანტინე ვერულაშვილი, ალექსი კობაიძე, ომარ ჟვანია,ვალერი ასათიანი,ვაჟა აზარაშვილი, გენო კალანდია, ზაურ კალანდია, ვლადიმერ კანდელაკი, შოთა ზოიძე, დავით თევდორაძე, ირაკლი თოდუა, რევაზ ბალანჩივაძე, ანზორ ბალუაშვილი, რობერტ ბაბლუანი, ვახტანგ ხარჩილავა, თემურ ჩალაბაშვილი, გია ჯანბერიძე, გრიგოლ ჩიგოგიძე, მალხაზ დათუკიშვილი, სოსო ბაჩიაშვილი, ხათუნა ჩარკვიანი, ირინა თურქია, ციცინო თოდუა, შოთა ჩხეიძე, ოთარ მენაბდე, კობა კობალაძე, დათო ქობალია, პაატა გიორგაძე, ამირან აფციაური, ბადრი ქუთათელაძე, იოსებ არჩვაძე, მიხეილ ჯიბუტი, ლევან ღვინჯილია, ნინო ფორაქიშვილი, გიგა მჭედლიშვილი, ბონდო ჯიქია, ავთანდილ იოსელიანი, ნუგზარ დუჩიძე, გურამ დუმბაძე, ნათელა დუმბაძე, ელგუჯა მინაძე, ნოდარ ელიაშვილი, გივი ჯაფარიძე, მაილო ჯაში, ჯემალ მარგველიძე, თეიმურაზ ჯერაპოვი, თათა ენდელაძე, ზურაბ ერქვანია, თინათინ მაჭავარიანი, მურად ანჯაფარიძე, ნიაზ ბოლქვაძე, დუგლას ზამთარაძე, ვახტანგ აბშილავა, თემურ ჭანტურიშვილი, ზაზა ლილუაშვილი, ნოდარ წულუკიძე, გულიკო გაბაიძე, გიზო გოგიტიძე, ზაურ გოგიტიძე, ასლან კომახიძე, გიორგი კუპრეიშვილი, დავით მამულაძე, ვალერი მოქერია, ჩიტო ომირიძე, რეზო რომანაძე, ზაურ სოლომონიძე, ანზორ თავართქილაძე, ლევან ნინიძე, ნუგზარ ნადარაია, ოთარ ხუხუნი, გოჩა აფშილავა, მერაბ შენგელია, თამთა ბერიაშვილი, ნათია ჯიმშელეიშვილი, რაჯი ფილიპია, ჯონი ბარამიძე, გივი გაგნიძე, შაქრო კვირკვია, კობა არაბული, ნუგზარ კვაშალი, ვადიმ ანასტასიადი, ზაქრო მამასახლისი, გელა მესტიაშვილი, თენგიზ აბესაძე, ოთარ ჟორდანია, ვახტანგ ჯორჯიკია, ვასილი კადენეცი, თემურ კაკოჩაშვილი, ლია გოგიტიძე, ნუნუ ჩიჯავაძე, ქეთევან ჩიხელიძე, მედეა ჩოგოვაძე, ასან აბაშიძე, დავით მორჩილაძე, კობა ხამაშურიძე, კონსტანტინე ვერულაშვილი, ზურაბ ხასია, გიორგი ჭინჭარაული, ზურაბ ბედია, ნოდარ ბერიძე, ვაჟა ბერიძე, ლონდერ ცაავა, ანზორ ცაგურია,ვახტანგ წივწივაძე, ანზორ წოწონავა, ნანული წერეთელი, თინა კაკუშაძე, დათო ყალიჩავა, მურთაზ ჭაბუკიანი, ვლადიმერ ფანგანი, გელა ფარჩუკიძე, შოთა შანშიაშვილი, ლაშა ფალიანი, ვასიკო ჩიგოგიძე, გივი წერეთელი, ალეკო ძოწენიძე, ალექსანდრე ჩხიკვაძე, ტარიელ დგებუაძე, ანზორ დანელია, მურმან ხახანაშვილი, რამაზ გოგისვანიძე, დავით რევიშვილი, გიული ჩხიკვაძე, გიორგი სიხარულიძე, ირინა ფურცელაძე, რუსუდან ბოლქვაძე, შორენა ჯანხოთელი, კახაბერ ჭიჭინაძე, ნათია რევაზიშვილი, ოთარ ჯიქია, რობინ უბილავა, ამირან აბესაძე, კობა ამირხანაშვილი, ალი ბაბაევი, შიო არსენიშვილი, თამარ ადამია, თამარ სიხარულიძე, კლარა ტონია, დალი სტურუა, ვახტანგ ქიზიყურაშვილი, ლევან მხეიძე, მერაბ კილაძე, კორნელი კინწურაშვილი, არმაზ დაოაშვილი, ოთარ ხუფენია, რეზო ქარაზანაშვილი, გენრი კავლელიშვილი, თემურ კეკელიძე, რუსლან გვარაძე, ნანა სარიშვილი, მაყვალა ხორბალაძე, მზია დავითაშვილი, გიორგი გაგლოევი, ელენე ჯანჯალია, მანანა გაბუნია, ქეთევან ჩიქავა, თამარ ღვინაძე, გიორგი ჭინჭარაული, ვილენ ალავიძე, მერაბ ბაგრატაშვილი, ნიკოლოზ დადიანი, ნინო ცხოიძე, ირინე მუსელიანი, ანზორ დანელია, თამარ ლობჟანიძე, ეკა ყიფიანი, მიხეილ კონოსოვი, თათუზა ყურაშვილი, დიმიტრი კოპალიანი, გივი ყურელი, გივი ქუთათელი, ვახტანგ მიროტაძე, ლადო ცოფურაშვილი, ოთარ ჭოხონელიძე, რაინდი ჯავახაძე, პუსკუ ღოღობერიძე, გოგი გოგოლაშვილი, თეიმურაზ გოგრიჭიანი, ვალერი გორგიძე, ამირან ცერცვაძე, ნუგზარ მგალობლიშვილი, ნუგზარ შავთვალაძე, ალექსანდრე სამთაძე, კარლო წულაია, ლერი უდესიანი, გიორგი შაშიაშვილი, ალეკო ჩხეიძე, გურამ ჩხეიძე, იგორ ჩხეიძე, სოსო ჩხეიძე

1 COMMENT

  1. კარგი იდეაა, სულ სხვის იმედად როგორ უნდა იყოს ეს ქვეყანა. ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, საქართველოს ბედი, ეროვნული სულისკვეთების მქონე ქართველმა კაცმა უნდა გადაწყვიტოს და არა ვიღაც გადამთიელის ფულზე დახარბებულმა იუდამ !!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here