Home რუბრიკები პოლიტიკა იტალიის პრემიერმინისტრი გადადგა

იტალიის პრემიერმინისტრი გადადგა

559

იტალიის პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მის მიერ შემოთავაზებულ რეფორმას მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა. იტალიაში გამართული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ გამართულ რეფერენდუმზე იტალიელებმა ხმათა 59,7%-ით აღნიშნული რეფორმის გატარებაზე უარი განაცხადეს. 

4 დეკემბერს იტალიაში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. მატეო რენცის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმა ითვალისწინებდა ქვეყნის რეგიონების უფლებამოსილების შემცირებას. შედეგად ენერგეტიკის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხები უშუალოდ პრემიერმინისტრის განკარგულებაში გადავიდოდა.

“ვერ შევძელი გამარჯვების მოპოვება. ამ მთავრობის გამოცდილება მთავრდება აქ, სინდისის ქენჯნის გარეშე მივდივართ. დღის მეორე ნახევარში შევკრიბავ მინისტრებს, შემდეგ ვესტუმრები პრეზიდენტს და გადადგომის შესახებ განცხადებას გადავცემ”, _ განაცხადა იტალიის პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ. რეფერენდუმის წინა პერიოდში მატეო რენციმ არაერთხელ განაცხადა, რომ დამარცხების შემთხვევაში იტალიის პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგებოდა. “მე ვერ მოვიპოვე გამარჯვება, მაგრამ გავაკეთე ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემეძლო. თუმცა პასუხისმგებლობას ამ მარცხზე ჩემს თავზე ვიღებ”, _ განუცხადა მან პრესას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here