წლის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინისთვის 160 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს. ამ ინფორმაციას ევროკომისია საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. სოლიდური თანხა უკრაინაში რეფორმების გატარებას უნდა მოხმარდეს.
ბრიუსელში დასრულდა უკრაინა-ევროკავშირის სამიტი. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი წლის ბოლომდე გადაწყდება. ევროკომისიის განცხადებით, გამოყოფილი თანხები მოხმარდება ქვეყანაში გასატარებელ ადმინისტრაციული რეფორმების მომზადებას. “104 მილიონი ევრო განკუთვნილია ადმინისტრაციული რეფორმებისათვის, 52.5 მილიონი ევრო კანონში შესატანი ცვლილებებისთვის” _ განაცხადა ევროკავშირის მდივანმა. ასევე ბრიუსელში მოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე უკრაინის მთავრობას დაერიცხება დამატებით 16 მილიონი ევრო კრიმინალის დასამარცხებლად განსახორციელებელი რეფორმებისთვის.